ქუთაისის დროშა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქუთაისის დროშა

ქუთაისის დროშა - ქუთაისის თვითმმართველი ქალაქის სახელმწიფო სიმბოლო გერბთან ერთად. მიღებულია ქალაქ ქუთაისის საკრებულოს მიერ.

აღწერილობა[რედაქტირება]

ქალაქ ქუთაისის დროშა წარმოადგენს მართკუთხა ნაჭერს პროპორციით 2/3. დროშის ველი ოთხ თანაბარ ნაწილადაა გაყოფილი მარცხენა ზედა და მარჯვენა ქვედა მეოთხედები მუქი ლურჯია, ხოლო მარჯვენა ზედა და მარცხენა ქვედა მეოთხედები - მწვანე. ცენტრში შასმულია ოქროსფერი ჯვარი, რომლის კუთხეებთან კიდევ ოთხი, ასევე ოქროსფერი ჯვარია ჩასმული.

ფერების სიმბოლო[რედაქტირება]

  • ოქროსფერი - კეთილშობილებისა და სიდიადის სიმბოლო
  • მწვანე - თავისუფლებისა და იმედის სიმბოლო.
  • მუქი ლურჯი - ღირსების სიმბოლო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]