ინდონეზიის გერბი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ინდონეზიის გერბი

ინდონეზიის სახელმწიფო გერბი (ინდო. Garuda Pancasila[1]) — ინდონეზიის ერთ–ერთი ეროვნული სიმბოლო. მისი ძირითადი ნაწილი უჭირავს მითოლოგიურ ფრინველ გარუდას ჰერალდიკური ფარითა და ფეხებით დაჭერილი გრაგნილით. ფარის ხუთი ემბლემა განასახიერებს პანჩასილას — ინდონეზიის ეროვნული ფილოსოფიის ხუთ ძირითად პრინციპს. გარუდას ბრჭყალებით უჭირავს თეთრი ლენტის გრაგნილი, რომელზეც ინდონეზიის სახელმწიფო დევიზი Bhinneka Tunggal Ika წერია შავი ტექსტით, რაც დაახლოებით ითარგმნება როგორც „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“. გერბის ავტორია პონტიანაკის უკანასკნელი სულთანი ჰამიდ II. იგი მოწონებულ იქნა სუკარნოს მიერ, რომელმაც ის 1950 წლის 11 თებერვალს სახელმწიფო გერბად დაამტკიცა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

წყარო[რედაქტირება]

  • Department of Information, Republic of Indonesia (1999) Indonesia 1999: An Official Handbook (No ISBN)

სქოლიო[რედაქტირება]

  1. State Emblem. Indonesia.go.id. წაკითხვის თარიღი: 23 March 2012.