შრი-ლანკის გერბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შრი-ლანკის გერბი
დეტალები
მატარებელი შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკა
დამტკიცდა 1972

შრი-ლანკის გერბიშრი-ლანკის სახელმწიფო სიმბოლო დროშასა და ჰიმნთან ერთად. თანამედროვე სახით გამოიყენება 1972 წლიდან.

გერბის ცენტრში გამოსახულია ოქროს ლომი, რომელსაც წინა მარჯვენა თათში ხმალი უკავია (ასეთივე ლომია გამოსახულია დროშაზეც). ცენტრის ფონი გარშემორტყმულია ლურჯი ლოტოსის ოქროს ფურცლებით, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ყვავილს წარმოადგენს. ეს ყოველივე განთავსებულია ტრადიციული მარცვლეულის ვაზის თავზე, რომელშიც ბრინჯის ძნებია განთავსებული, რომლებიც გერბის ცენტრში განთავსებული წრის საზღვარს ქმნიან და კეთილდღეობას აღნიშნავენ.

სამუზარადეს წარმოადგენს დჰარმაჩაკრა, რაც სიმბოლურად აღნიშნავს ბუდიზმისა და სამართლიანი მმართველობის უპირველეს ადგილს ქვეყანაში. ტრადიციული სინჰალური სიმბოლოები — მზე და მთვარე ფარმჭერების როლს ასრულებენ.

ისტორიული გერბები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შრი-ლანკის გერბი აღწერა გამოყენების თარიღი
პორტუგალიური ცეილონის გერბი.
დაახლ. 1505–1658
ჰოლანდიური ცეილონის გერბი.
1602–1796
გამოიყენებოდა ბრიტანული ცეილონის ადრეულ ეტაპზე.
გამოიყენებოდა ბრიტანული ცეილონის გვიანდელ ეტაპზე.
1875–1948
აღნიშნული გერბი გამოიყენებოდა ცეილონის დომინიონში 1954 წლამდე.
1948–1954
ცეილონის დომინიონის ემბლემა.
1952–1972

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]