ოსკარი საუკეთესო სურათისთვის

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოსკარი საუკეთესო სურათისთვის
მიმდინარე დაჯილდოება 85-ე დაჯილდოება
ჯილდო წლის საუკეთესო სურათისთვის
წარადგენს ამერიკის კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემია
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ადგილმდებარეობა ლოს-ანჯელესი
პირველად გადაეცა 1929 (მონაწილეობდნენ 1927 და 1928 წლის ფილმები)
ბოლოს გადაეცა 2012
მიმდინარე მფლობელი არგო
ოფიციალური ვებ-გვერდი

ამერიკული კინოაკადემიის ჯილდო საუკეთესო სურათისთვის არის ერთ-ერთი ჯილდო ოსკარის ფინოფესტივალზე, რომელიც იმართება ყოველწლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჯილდოს ამერიკის კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემია გადასცემს კინემატოგრაფიაში მომუშავე ხალხს. საუკეთესო სურათის კატეგორია ერთადერთია ოსკარის კატეგორიებს შორის, რომლის ისივე როგორც ხმის მიცემის, ასევე ნომინირების დროს მონაწილეობას იღებს აკადემიის ყველა წევრი. როგორც წესი ეს კატეგორია აბოლოვებს დაჯილდოების ცერემონიას, სადაც 1951 წლის შემდეგ ჯილდო გადაეცემათ ფილმის პროდიუსერებს. კატეგორია მიჩნეულია ოსკარის დაჯილდოებაზე ყველაზე მნიშვნეოლვნად, რადგან მასში ერთდროულად ფასდება სურათის რეჟისორა, არტისტიზმი, სცენარი და სხვ. დიდი კიბის სვეტები Kodak Theatre-ში, სადაც 2002 წლის შემდეგ იმართება ცერემონიები ინახავს ყველა ფილმის დასახელებას, რომელსაც მოგებულია აქვს ოსკარი საუკეთესო სურათისვის. ეს ტრადიციას ჯილდოს დაარსებიდან არსებობს. 2009 წლის 24 ივნისს აკადემიამ გამოაცხადა, რომ საუკეთესო სურათზე ნომინანტთა რიცხვი ხუთიდან ათამდე გაიზრდებოდა. პირველად ამ ფორმატით ჩატარდა ოსკარის 82-ე დაჯილდოების ცერემონია 2009 წელს.[1]

[რედაქტირება] ლაურეატები

[რედაქტირება] სქოლიო

  1. Joyce Eng. “Oscar Expands Best Picture Race to 10 Nominees“, TV Guide Online, 24 June 2009. წაკითხვის თარიღი: 2009-06-24.