127 საათი
| 127 საათი | |
|---|---|
| რეჟისორი | დენი ბოილი |
| პროდიუსერი | კრისტიან კოლსონი ჯონ სმითსონი დენი ბოილი შარან კაპური |
| სცენარის ავტორი | დენი ბოილი საიმონ ბეფო |
| როლებში | ჯეიმზ ფრანკო ქეით მარა ამბერ ტამბლინი კლემენს პოესი |
| კომპოზიტორი | ა. ე. რაჰმანი |
| მონტაჟი | ჯონ ჰარისი |
| კინოსტუდია | Cloud Eight Decibel Films Darlow Smithson Productions HandMade Films Film4 Productions |
| დისტრიბუტორი | Fox Searchlight Pictures (აშშ) Pathé (დიდი ბრიტანეთი) Fox Star Studios (ინფოეთი) |
| გამოსვლის თარიღი | 12 ნოემბერი 2010 |
| ხანგრძლივობა | 94 წთ. |
| ქვეყანა | |
| ენა | ინგლისური ენა |
| ბიუჯეტი | $18 million[1] |
| შემოსავალი | $21,129,149[1] |
| IMDb პროფილი | |
127 საათი — 2010 წლის ბიოგრაფიული სათავგადასავლო ფილმი, რომლის რეჟისორია დენი ბოილი. სიუჟეტი მოგვითხრობს ნამდვილ ისტორიას ალპინისტ აარონ რალსტონის შესახებ, რომელსაც 2003 წლის აპრილში კანიონლენდსში, იუტა, ველოსიპედით მოგზაურობისას ლოდი დაეცა და ხუთ დღეზე მეტის განმავლობაში იქ გაიჭედა. ფილმის სცენარი, რომელიც დაფუძნებულია რალსტონისვე ავტობიოგრაფიულ წიგნზე „ლოდსა და მაგარ ადგილს შორის“, ეკუთვნით ბოილსა და საიმონ ბეფოს, რომელიც ასევე მუშაობდა ბოილის წინა სარეჟისორო ნამუშევარზე ღარიბი მილიონერი. ფილმში მთავარ როლს ასრულებს ამერიკელი მსახიობი ჯეიმზ ფრანკო.
სურათის პრემიერა გაიმართა 4 სექტემბერს, 5 ნოემბერს კი ნიუ-იორკისა და ლოს ანჯელესის შეზღუდული რაოდენობის კინოთეატრებში დაიწყო მისი ჩვენება. 12 ნოემბერს კინოთეატრების რიცხვი 22-მდე გაიზარდა, 19 ნოემბერს 108-მდე, 24 ნოემბერს კი 279-მდე. მსოფლიოს კინოთეატრებში ფილმის სრული გამოსვლა 2011 წლის 28 იანვრისთვისაა დაგეგმილი. ფილმს პოზიტიური გამოხმაურებები მოჰყვა. Rotten Tomatoes-ის მიხედვით სურათის შეფასებათა 93% დადებითია.[2]
ოსკარის 83-ე დაჯილდოებაზე ფილმმა 6 ნომინაცია დაიმსახურა, მათ შორის საუკეთესო სურათის, ადაპტირებული სცენარის და საუკეთესო მსახიობი მამაკაცის კატეგორიაში.[3]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 127 Hours (2010) - Box Office Mojo. Box Office Mojo. წაკითხვის თარიღი: November 14, 2010.
- ↑ 127 Hours. Rotten Tomatoes. Flixster. წაკითხვის თარიღი: December 12, 2010.
- ↑ Nominations by Category - 83rd Awards. წაკითხვის თარიღი: 2011-01-25.