ბრაიან გრეიზერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბრაიან გრეიზერი
დაბადების სახელი ბრაიან ტომას გრეიზერი
დაბადების თარიღი 12 ივლისი, 1951
ლოს-ანჯელესი, აშშ
რეზიდენცია სანტა მონიკა, კალიფორნია
საქმიანობა პროდიუსერი
აქტიური 1978-დღემდე
ოსკარი

საუკეთესო ფილმი

2001 — ბრწყინვალე გონება
ოქროს გლობუსი

საუკეთესო დრამა

2001 — ბრწყინვალე გონება

ბრაიან გრეიზერი (ინგლ. Brian Grazer; დ. 12 ივლისი, 1951, ლოს-ანჯელესი) — ამერიკელი კინო და ტელეპროდიუსერი. 1986 წელს რონ ჰოვარდთან ერთად დააფუძნა Imagine Entertainment. მათ მიერ გამოშვებულმა ფილმებმა 13 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს. თავად გრეიზერის გამოშვებულმა ტელე და კინონამუშევრებმა ჯამში ოსკარის 43 და ემის 131 ნომინაცია მიიღეს. 2007 წელს ჟურნალმა Time Magazine გრეიზერი დაასახელა მსოფლიოს 100 გავლენიან პიროვნებას შორის.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი დასახელება ორიგინალური დასახელება რეჟისორი
1985 ნამდვილი გენიოსი Real Genius მართა კულიჯი
1989 მშობლობა Parenthood რონ ჰოვარდი
1992 ბუმერანგი Boomerang რეჯინალდ ჰადლინი
1995 აპოლო 13 Apollo 13 რონ ჰოვარდი
1998 ფსიქო Psycho გას ვან სენტი
2000 როგორ მოიპარა გრინჩმა შობა Dr. Seuss' How the Grinch Stole Christmas რონ ჰოვარდი
2001 ბრწყინვალე გონება A Beautiful Mind რონ ჰოვარდი
2002 8 მილი 8 Mile კარტის ჰენსონი
2003 შეუწყნარებელი სისასტიკე Intolerable Cruelty ძმები კოენები
2003 დაკარგული The Missing რონ ჰოვარდი
2006 და ვინჩის კოდი The Da Vinci Code რონ ჰოვარდი
2007 ამერიკელი განგსტერი American Gangster რიდლი სკოტი
2008 ჩანაცვლებული Changeling კლინტ ისტვუდი
2008 ფროსტი ნიქსონის წინააღმდეგ Frost/Nixon რონ ჰოვარდი
2009 ანგელოზები და დემონები Angels & Demons რონ ჰოვარდი
2010 რობინ ჰუდი Robin Hood რიდლი სკოტი
2011 ჯეი ედგარი J. Edgar კლინტ ისტვუდი
2013 რბოლა Rush რონ ჰოვარდი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]