იეზაველი (ფილმი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იეზაველი
Jezebel

ფილმის პოსტერი
რეჟისორი უილიამ უაილერი
პროდიუსერი აღმასრულებელი პროდიუსერი:
ჰალ ბ. უოლისი
პროდიუსერი:
უილიამ უაილერი
სცენარის ავტორი კლემენც რიპლი
აბემ ფინკელი
ჯონ ჰიუსტონი
რობერტ ბაკნერი
ისტორია:
ოუენ დევისი
როლებში ბეტი დევისი
ჰენრი ფონდა
ჯორჯ ბრენტი
კომპოზიტორი მაქს შტაინერი
ოპერატორი ერნესტ ჰოლერი
მონტაჟი უორენ ლოუ
კინოსტუდია Warner Bros.
გამოსვლის თარიღი 10 მარტი, 1938
ხანგრძლივობა 103 წუთი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 1,250,000 $
კინოგიდის პროფილი
IMDb პროფილი

იეზაველი (ინგლ. Jezebel) არის 1938 წლის ამერიკული დრამატული ჟანრის ფილმი, რომლის რეჟისორია უილიამ უაილერი, მთავარ როლებს კი ბეტი დევისი და ჰენრი ფონდა ასრულებენ. ფილმში ასევე მონაწილეობენ ჯორჯ ბრენტი, მარგარეტ ლინდსი, დონალდ კრისპი, რიჩარდ კრომველი და ფეი ბეინტერი. ეს არის ოუენ დევისის სპექტაკლის ადაპტაცია, რომელიც კლემენც რიპლიმ, ეიბემ ფინკელმა, ჯონ ჰიუსტონმა და რობერტ ბაკნერმა დაწერეს ეკრანისათვის.

ფილმი მოგვითხრობს ამაყი და გაბედული სამხრეთელი ქალის ისტორიას, რომელიც თავისი საქციელის გამო იმ კაცს კარგავს, ვინც უყვარს.

შინაარსი[რედაქტირება]

ახალგაზრდა, დაუოკებელი და განებივრებული ლამაზმანი ჯული მარსდენი დანიშნულია ბანკირ პრესტონ დილარდზე. მას შემდეგ, რაც პრესტონი უარს ეტყვის საცოლეს, რომ სამსახური დატოვოს და ტანსაცმლის საყიდლად გაჰყვეს, ჯული შეიძენს წითელ საღამოს კაბას წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მეჯლისისათვის, რომელზეც ყველა გაუთხოვარ ქალს ტრადიციისამებრ თეთრი კაბა უნდა ეცვას. ჯულის მეგობრები გაოცებულნი არიან, თუმცა არავის შეუძლია მისი დარწმუნება, რომ გაჩერდეს.

ყველა ქალი თეთრებშია გამოწყობილი, ხოლო ჯულისა და პრესტონის შემოსვლა დიდ განცვიფრებას იწვევს. ქალი ხვდება სოციალური კლასის წარმომადგენელთა რეაქციას და ევედრება საქმროს, რომ წავიდნენ, თუმცა ამჟამად ის არ თანხმდება და აიძულებს ჯულის, რომ მასთან იცეკვოს. ყველა მოცეკვავე ტოვებს საცეკვაო ადგილს და წყვილი შუაგულ დარბაზში მარტო რჩება. როდესაც ორკესტრის სოლისტი მუსიკას წყვეტს, პრესტონი უბრძანებს, რომ განაგრძოს და ისინი ასრულებენ ცეკვას.

პრესტონი ამთავრებს ჯულისთან ურთიერთობას. დეიდა ბელ მესი ქალს ურჩევს, რომ ყოფილ საქმროს პატიება თხოვოს, მაგრამ ჯული ამ ყველაფერს არ ასრულებს და ამაყადაა დარწმუნებული, რომ პრესტონი თავად დაუბრუნდება. სინამდვილეში კი ის ჩრდილოეთით მიდის თავისი საქმის გამო. ჯული სახლში გამოიკეტება და არ სურს სტუმრების მიღება.

ერთი წლის შემდეგ პრესტონი საბოლოოდ ბრუნდება, რათა ექიმ ლივინგსტონს დაეხმაროს, რომ დაარწმუნოს ქალაქის მმართველები, მიმართონ გარკვეულ ზომებს "ყვითელი ციებცხელების" თავიდან ასაცილებლად. ჯული პრესტონს პატიებას და სიყვარულის დაბრუნებას თხოვს, მამაკაცი კი მას თავის მეუღლეს - ემის წარუდგენს, რომელზეც ჩრდილოეთით ყოფნის დროს იქორწინა.

ჯულის გამო, მის თაყვანისმცემელ ბაკ კენტრელსა და პრესტონის ძმის - ტედს შორის დუელი იმართება და ამ მოულოდნელობით სავსე ფინალში ტედი იმარჯვებს, ბაკი კი მკვდარია.

შემდეგ კი ისეთი რაღაც ხდება, რაც ყველაფერს ჩრდილავს. სასიკვდილო ეპიდემიამ მთელი ქალაქი მოიცვა, როგორც ექიმი ლივინგსტონი აფრთხილებდა ყველას. პრესტონი მოულოდნელად ავადდება და ყველა დანარჩენი ავადმყოფის მსგავსად კუნძულზე გადაყავთ. ემი თავის სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს და ემზადება, რომ მეუღლესთან ერთად წავიდეს, რათა მოუაროს, თუმცა მას ჯული აჩერებს და ეუბნება, რომ ჩრდილოელმა არ იცის, თუ როგორ მოიქცეს კუნძულზე მონებთან და სამხრეთელებთან. ის თხოვს ემის, რომ მის ნაცვლად თავად წავა. ქალი კი ყოყმანობს და სურს იმის გარკვევა უყვარს თუ არა პრესტონს კვლავ ჯული. თავად ჯული კი იძულებულია აღიაროს, რომ პრესს მხოლოდ ემის მიმართ გააჩნია გრძნობები. ამის შემდეგ ემი თანხმდება ჯულის წასვლას.

მთავარი შემადგენლობა და გმირები[რედაქტირება]

Bette Davis in Jezebel trailer 1.jpg ბეტი დევისი - ჯული მარსდენი Henry Fonda in Jezebel trailer.jpg ჰენრი ფონდა - პრესტონ დილარდი
George Brent in Jezebel trailer.jpg ჯორჯ ბრენტი - ბაკ კენტრელი Donald Crisp in Jezebel trailer.jpg დონალდ კრისპი - ექიმი ლივინგსტონი
Fay Bainter in Jezebel trailer.jpg ფეი ბეინტერი - დეიდა ბელ მესი

ჯილდოები[რედაქტირება]

მოგებები[რედაქტირება]

ნომინაციები[რედაქტირება]

  • ოსკარი საუკეთესო ფილმისათვის - ჰალ ბ. უოლისი და ჰენრი ბლენკი
  • ოსკარი საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისათვის - ერნესტ ჰოლერი
  • ოსკარი საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისათვის - მაქს სტაინერი
  • ვენეციის კინოფესტივალი: მუსოლინის თასი საუკეთესო ფილმისათვის - უილიამ უაილერი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: