ბენ-ჰური (1959 წლის ფილმი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბენ-ჰური

ორიგინალური კინოპოსტერი
ჟანრი ისტორიული ფილმი
დამდგმელი რეჟისორი უილიამ უაილერი
პროდიუსერი სემ ზიმბალისტი
სცენარის ავტორი გორ ვიდალი, კრისტოფერ ფრაი, მაქსველ ანდერსონი, ს.ნ. ბერმანი
ნაწარმოები „ბენ-ჰური: ქრისტეს ისტორია“, ავტორი:
ლიუ უოლასი
ტექსტს კითხულობს ფინლი კერი
როლებში ჩარლტონ ჰესტონი
მუსიკა მიკლოშ როშა
ოპერატორი რობერტ სარტესი
მონტაჟი ჯონ დანინგი, რალფ ვინტერსი
დისტრიბუტორი Metro-Goldwyn-Mayer
გამოსვლის თარიღი 18 ნოემბერი, 1959
ხანგრძლივობა 212 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 15 მლნ აშშ დოლარი
შემოსავალი 146 მლნ აშშ დოლარი

ბენ-ჰური — 1959 წლის ეპიკური ისტორიული ფილმი. ფილმი დაფუძნებულია ლიუ უოლასის ნოველაზე ბენ-ჰური: ქრისტეს ისტორია და 1925 წელს გამოსულ ამავე სახელწოდების მუნჯ ფილმზე. იმ ეპოქისთვის ფილმი უძვირესი კინოპროდუქცია იყო.

ჯილდოები[რედაქტირება]

ფილმმა ოსკარზე რეკორდი დაამყარა, მიიღო რა 11 ჯილდო. ეს რეკორდული მაჩვენებელი იყო, სანამ ის „ტიტანიკმა“ არ გაიმეორა.

ოსკარი

  1. საუკეთესო ფილმი
  2. საუკეთესო რეჟისორი: უილიამ უაილერი
  3. საუკეთესო მსახიობი კაცი: ჩარლტონ ჰესტონი
  4. საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში: ჰიუ გრიფიტი
  5. საუკეთესო ოპერატურა ფერად ფილმში: რობერტ სურტისი
  6. საუკეთესო კოსტუმების დიზაინი ფერად ფილმში: ელისაბედ ჰაფენდენი
  7. საუკეთესო მხატვრული გაფორმებისთვის ფერად ფილმში: ედვარდ კარფანო, უილიამ ჰორნინგი, ჰიუ ჰანტი
  8. საუკეთესო მონტაჟი: ჯონ დანინგი, რალფ ვინტერსი
  9. საუკეთესო ვიზუალური ეფექტები
  10. საუკეთესო მუსიკა: მიკლოშ როშა
  11. საუკეთესო ხმა: ფრენკლინ მილტონი

ოქროს გლობუსი

  1. საუკეთესო დრამა
  2. საუკეთესო რეჟისორი: უილიამ უაილერი
  3. საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში: სტეფან ბოიდი

BAFTA

  1. BAFTA საუკეთესო ფილმისთვის

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]