ოსკარის 1-ლი დაჯილდოება

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოსკარის 1-ლი დაჯილდოება
1stOscars 1929.jpg
თარიღი 16 მაისი, 1929
ადგილი რუზველტის სასტუმრო, ჰოლივუდი, ლოს ანჯელესი, კალიფორნია
მასპინძელი დაგლას ფერბენკსი
მნიშვნელოვანი მომენტები
საუკეთესო სურათი ფრთები
ყველაზე მეტი ჯილდო მე-7 სამოთხე და მზის ამოსვლა: ორი ადამიანის სიმღერა (3)
ყველაზე მეტი ნომინაცია მე-7 სამოთხე (5)
  ოსკარი მე-2 > 

ოსკარის 1-ლი დაჯილდოების ცერემონია — საუკეთესო ფილმებისა და კინოხელოვანების 1-ლი დაჯილდოება კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის პრემიით. ცერემონია გაიმართა 1929 წლის 16 მაისს და მასში მონაწილეობა მიიღეს 1927 და 1928 წელს გამოსულმა საუკეთესო ფილმებმა. დაჯილდოება გაიმართა სადილზე რუზველტის სასტუმროში, ჰოლივუდი, ლოს ანჯელესი. შოუს უმასპინძლა აკადემიის პრეზიდენტმა დაგლას ფერბენკსმა. ცერემონიას, რომელიც 15 წუთი გაგრძელდა, 270 ადამიანი დაესწრო. დასასწრები ბილეთების ღირებულება იყო 5 დოლარი. დაჯილდოება ჩამოაყალიბა ლუი მაიერმა, Louis B. Mayer Pictures-ის დამფუძნებელმა. ცერემონია არ გადაცემულა არც ტელევიზიით და არც რადიოთი.

ცერემონიაზე აკადემიამ გასცა ჯილდოები 12 კატეგორიაში. გამარჯვებულები ცერემონიამდე სამი თვით ადრე გამოაცხადეს. ზოგიერთი ნომინაცია დასახელდა კონკრეტული ფილმის მითითების გარეშე, მაგალითად რალფ ჰამერასისა და ნუგენტ სლოთერის, რომელთაც ნომინაციები მიიღეს საუკეთესო საინჟინრო ეფექტების კატეგორიაში.[1] შემდგომი დაჯილდოებებისგან განსხვავებით, მსახიობი ან რეჟისორი შეიძლებოდა დაჯილდოებულიყო ერთდოულად რამდენიმე ფილმისთვის. მაგალითად, ემილ იანინგსმა მიიღო ოსკარი საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის თავისი როლებისთვის ფილმებში ყველა ხორციელის გზა და ბოლო ბრძანება. ჩარლი ჩაპლინსა და Warner Bros.-ს გადაეცას საპატიო ჯილდო.[2] [3]

ყველაზე მეტი, 3 ჯილდო მიიღეს ფილმებმა მე-7 სამოთხე და მზის ამოსვლა: ორი ადამიანის სიმღერა. ფრთებმა დაიმსახურა 2 ჯილდო, მათ შორის ოსკარი საუკეთესო სურათისთვის. დაჯილდოების მთავარ პრიზად საუკეთესო სურათის კატეგორიასთან ერთად ითვლებოდა ნომინაცია ყველაზე უნიკალური და არტისტული ნაწარმოებისთვის, რომელიც მზის ამოსვლამ მიიღო. მიუხედავად ამისა, მომავალ წელს აკადემიამ ეს უკანასკნელი ნომინაცია მოხსნა დაჯილდოებიდან და გადაწყვიტა, რომ ფრთების მიერ მიღებული ჯილდო იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ცერემონიაზე.[1]

გამარჯვებულები და ნომინანტები[რედაქტირება]

ოსკარის 1-ლი დაჯილდოების ნომინანტები და გამარჯვებულები
საუკეთესო სურათი უნიკალური და არტისტული ნაწარმოები
საუკეთესო რეჟისორი - კომედია საუკეთესო რეჟისორი - დრამა
საუკეთესო მსახიობი კაცი მთავარ როლში საუკეთესო მსახიობი ქალი მთავარ როლში
საუკეთესო ორიგინალური მოთხრობა საუკეთესო ადაპტირებული სცენარი
საუკეთესო ოპერატურა საუკეთესო მხატვრული რეჟისურა
საუკეთესო საინჟინრო ეფექტები საუკეთესო ტიტრები

შემდგომმა ექვსმა ფილმმა მიიღო რამდენიმე ნომინაცია:

ნომინაციები ფილმი
5 მე-7 სამოთხე
4
მზის ამოსვლა: ორი ადამიანის სიმღერა
2 ბრბო
სადი თომფსონი
ფრთები
ბოლო ბრძანება

შემგდომმა სამმა ფილმმა მიიღო რამდენიმე ჯილდო:

ჯილდოები ფილმი
3 მე-7 სამოთხე
მზის ამოსვლა: ორი ადამიანის სიმღერა
2
ფრთები

საპატიო ჯილდოები[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 The Official Academy Awards Database. Academy of Motion Picture Arts and Sciences. წაკითხვის თარიღი: February 18, 2012.
  2. History of the Academy Awards. Academy of Motion Picture Arts and Sciences. დაარქივებულია ორიგინალიდან 8 April 2010-ში. წაკითხვის თარიღი: May 6, 2010.
  3. Dirks, Tim. 1927–28 Academy Awards Winners and History. Rainbow Media. წაკითხვის თარიღი: May 6, 2010.