კრამერი კრამერის წინააღმდეგ
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| კრამერი კრამერის წინააღმდეგ | |
|---|---|
| რეჟისორი | რობერტ ბენტონი |
| პროდიუსერი | რიჩარდ ფისკოფი სტენლი რ. ჯეფი |
| სცენარის ავტორი | ევერი კორმანი (ნოველა) რობერტ ბენტონი |
| როლებში | დასტინ ჰოფმანი მერილ სტრიპი ჯასტინ ჰენრი ჯეინ ალექსანდერი |
| კომპოზიტორი | პაულ გემიგნანი ჰერბ ჰარისი ჯონ კანდერი ერმა რ. ლევინი როი ბ. იოკელსონი ანტონიო ვივალდი |
| მონტაჟი | ჯერალდ ბ. გრინბერგი რეი ჰუბლი ბილ პანკოუ |
| კინოსტუდია | Columbia Pictures |
| გამოსვლის თარიღი | 17 დეკემბერი, 1979 |
| ხანგრძლივობა | 105 წთ |
| ქვეყანა | |
| ენა | ინგლისური |
| კინოგიდის პროფილი | |
| IMDb პროფილი | |
კრამერი კრამერის წინააღმდეგ (ინგლ. Kramer vs. Kramer) — რობერტ ბენტონის 1979 წლის ფილმი, რომელშიც მონაწილეობენ: დასტინ ჰოფმანი, მერილ სტრიპი, ჯასტინ ჰენრი, ჯეინ ალექსანდერი და სხვა.
სიუჟეტი[რედაქტირება]
ტედ კრამერმა მთელი ცხოვრება კარიერას მიუძღვნა და ვერც კი შეატყო როგორ დაენგრა ოჯახი - ცოლმა მიატოვა და 6 წლის შვილთან ერთად დატოვა. ტედი იძულებულია ბავშვის აღზრდას მოკიდოს ხელი. ნელ-ნელა მამა-შვილს საუკეთესო მეგობრული ურთიერთობა უყალიბდება. მათ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება აღარ შეუძლიათ, მაგრამ სწორედ ამ დროს დედა ბრუნდება და ბავშვის წაყვანას სასამართლოს ძალით ცდილობს...
ჯილდოები[რედაქტირება]
ოსკარი
- საუკეთესო ფილმი
- საუკეთესო რეჟისორი: რობერტ ბენტონი
- საუკეთესო ადაპტირებული სცენარი: რობერტ ბენტონი
- საუკეთესო მსახიობი კაცი: დასტინ ჰოფმანი
- საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში: მერილ სტრიპი
ოქროს გლობუსი
- საუკეთესო სცენარი: რობერტ ბენტონი
- საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში: მერილ სტრიპი
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- კრამერი კრამერის წინააღმდეგ — TCM-ის მონაცემთა ბაზაში
- კრამერი კრამერის წინააღმდეგ — Rotten Tomatoes-ზე