ქსელი (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ქსელი“
დამდგმელი რეჟისორი სიდნი ლუმეტი
პროდიუსერი ჰოვარდ გოტფრიდი, ფრედ ს. კარუზო
სცენარის ავტორი პედი ჩაეფსკი
მთხრობელი ლი რიჩარდსონი
როლებში ფეი დანაუეი
პიტერ ფინჩი
მუსიკა ელიოტ ლოურენსი
ოპერატორი ოუენ როიცმანი
მონტაჟი ალან ჰეიმი
სტუდია Metro-Goldwyn-Mayer
United Artists
დისტრიბუტორი United Artists
გამოსვლის თარიღი 27 ნოემბერი, 1976
ხანგრძლივობა 121 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $ 3,8 მლნ
შემოსავალი $23 689 877[1]

ქსელი (ინგლ. Network) — სიდნი ლუმეტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმი. გამოვიდა 1976 წელს.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ტელეკომპანია UBS-ის საინფორმაციო შოუს წამყვან ჰოვარდ ბილს ნერვებმა უმტყუნა. მან ღია ეთერში გამოაცხადა თვითმკვლელობის განზრახვის შესახებ. ამ განცხადებამ მოულოდნელად მის ურეიტინგო გადაცემას პოპულარობა მოუტანა. ტელეკომპანიის მმართველებმა გადაწყვიტეს ჰოვარდ ბილის მდგომარეობა რეიტინგის ზრდისთვის გამოეყენებინათ. ამას მხოლოდ საინფორმაციო სამსახურის უფროს მაქს შუმახერი უწევდა წინააღმდეგობას. სწორედ ამიტომ შუმახერი გაათავისუფლეს და გადაცემა სამართავად დიანა კრისტენსენს გადასცეს. ჰოვარდ ბილის შოუ იქცა ყველაზე პოპულარულ საინფორმაციო შოუდ. გადაცემის რეიტინგულობა მუდმივად არ გაგრძელებულა. როცა UBS-ის მმართველებმა შეიტყვეს რეიტინგის ვარდნის შესახებ, გადაწყვიტეს, ღია ეთერში, მილიონიანი აუდიტორიის თვალწინ მოეკლათ ჰოვარდ ბილი.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსკარი

  1. საუკეთესო მსახიობი ქალი: ფეი დანაუეი
  2. საუკეთესო მსახიობი კაცი: პიტერ ფინჩი
  3. საუკეთესო მსახიობი ქალის მეორეხარისხოვან როლში: ბეატრის სტრეიტი
  4. საუკეთესო ორიგინალური სცენარი: პედი ჩაეფსკი

ოქროს გლობუსი

  1. საუკეთესო მსახიობი ქალი დრამაში: ფეი დანაუეი
  2. საუკეთესო მსახიობი კაცი დრამაში: პიტერ ფინჩი
  3. საუკეთესო რეჟისორი: სიდნი ლუმეტი
  4. საუკეთესო სცენარი: პედი ჩაეფსკი.

BAFTA

  1. საუკეთესო მსახიობი კაცი: პიტერ ფინჩი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Network, Box Office Information. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: January 23, 2012.