ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება
| მეფის დაბრუნება | |
ფილმის პოსტერი |
|
| ჟანრი: | |
|---|---|
| რეჟისორი: | |
| პროდიუსერი: |
|
| სცენარის ავტორი: |
|
| ნაწარმოები: | |
| მთავარ როლებში: | |
| კომპოზიტორი: | |
| ოპერატორი: | |
| მონტაჟი: | |
| მხატვარი: |
|
| კინოსტუდია: | |
| დისტრიბუტორი: | |
| გამოსვლის თარიღი: |
1 დეკემბერი 2003 (ველინგტონი (პრემიერა)) |
| ხანგრძლივობა: |
კინოთეატრის ვერსია: |
| ქვეყანა: | |
| ენა: |
ინგლისური |
| ბიუჯეტი: |
94 მილიონი აშშ დოლარი |
| შემოსავალი: |
1,129,219,252 აშშ დოლარი[1] |
| წინა: | |
| ვებგვერდი: | |
ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება (ინგლ. The Lord of the Rings: The Return of the King — 2003 წლის ეპიკური ფენტეზის ჟანრის ფილმი. მისი რეჟისორია პიტერ ჯექსონი. ფილმი ეფუძნება ჯ. რ. რ. ტოლკინის რომანის „ბეჭდების მბრძანებელი“ მესამე წიგნს, „მეფის დაბრუნება“.
სექციების სია |
[რედაქტირება] სიუჟეტი
[რედაქტირება] ბრძოლა გონდორისათვის და არაგორნი
ფილმის დასაწყისში ნაჩვენებია სმეაგოლის მიერ დეაგოლის მკვლელობა, ბეჭდის მითვისების ამბავი და ის, თუ როგორ იქცა სმეაგოლი გოლუმად.
არაგორნი, ლეგოლასი, გენდალფი, თეოდენი და სხვები იზენგარდის ნანგრევებზე ხვდებიან პიპინსა და მერის. ენტების მიერ დანგრეული იზენგარდის მიდამოებში ისინი პოულობენ პალანტირს. ღამით პიპინი მასში იხედება და ხედავს თეთრ ხეს. ამით გენდალფი მიხვდება, რომ საურონი აპირებს იერიშის მიტანას მინას ტირითზე. პიპინთან ერთად იგი მინას ტირითში ეწვევა მოურავ დენეთორს, რომელიც დაღუპული ბორომირის მამაა. შვილის სიკვდილით დამწუხრებული მმართველის წინაშე პიპინი აცხადებს, რომ მზად არის სიცოცხლის ბოლომდე ემსახუროს, ვინაიდან მისი შვილი სწორედ მისი და მერის დაცვისას მოკლეს. გენდალფი აფრთხილებს დენეთორს, რომ საურონი აპირებს მინას ტირითის აღებას და სთავაზობს როჰანის ძალების შემოერთებას. დენეთორი უბრძანებს უმცროს ვაჟ ფარამირს, უხელმძღვანელოს ოსგილიათის ციხესიმაგრის დაცვას.
მინას ტირითში პიპინი ანთებს შუქურას, რითაც ედორასი მიიღებს სიგნალს. როჰირიმები მიემართებიან დუნჰაროუსკენ, რათა გონდორის ჯარს შემოუერთდნენ. მაგრამ მათი ძალები მწირია. მოულოდნელად მოდის ელრონდი, რომელიც ეუბნება არაგორნს, რომ არვენი კვდება და მისი ბედი მხოლოდ ბეჭდის ბედს უკავშირდება. იგი გადასცემს არაგორნს გადაჭედილ ხმალ ანდურილს. ამ ხმლით არაგორნი, გიმლი და ლეგოლასი მიემართებიან მკვდართა ბილიკზე, სადაც უნდა შეხვდნენ ფიცის გამტეხთა ურიცხვ ჯარს - ერთ დროს ისილდურის წინაშე შეფიცულებს, რომლებმაც დაპირება არ შეასრულეს და სულების სახით დაეხეტებიან. მხოლოდ ისილდურის მემკვიდრეს შეუძლია მათი დათანხმება და ასეთია არაგორნი. სამეული, მკვდართა დახმარებით, აჩერებს და იპყრობს საურონის დასახმარებლად მოსულ უმბარელ მეკობრეთა ფლოტს. მეფე თეოდენი ამასობაში მიემართება საბრძოლო ველზე და არც იცის, რომ მასთან ერთად ასევე არიან გადაცმული ეოვინი და მერი.
გონდორის ალყის დროს ორკებს წინ მიუძღვებიან ანგმარის გრძნეული მეფე (მთავარი ნაზგული) და გოთმოგი. გენდალფი გონდორელებს ხელმძღვანელობს. კატაპულტების დახმარებით ორკები ანგრევენ ქალაქის კედლებს. მიმდინარეობს ბრძოლა. ქალაქის კარი დანგრეულია და მასში ორკები შედიან. ამასობაში სასოწარკვეთილი დენეთორი აპირებს დაჭრილი ფარამირის (რომელიც მას მოკლული ჰგონია) და საკუთარი თავის აკლდამაში დაწვას. გენდალფი ასწრებს გონს მოსული ფარამირის გადარჩენას, მაგრამ დენეთორი იღუპება.
საურონის ჯარებს უერთდებიან მუმაკებზე ამხედრებული ჰარადრიმებიც. ეომერი მათ მეთაურს კლავს. გრძნეული მეფე ამასობაში სასიკვდილოდ დაჭრის თეოდენს. ეოვინი, მერის დახმარებით, ანადგურებს ნაზგულს. ამის შემდეგ საბრძოლო ველზე ჩნდებიან არაგორნი და მისი მეგობრები, მკვდართა ურიცხვ ჯართან ერთად, რომელიც ანადგურებს საურონის ძალებს. ასე სრულდება ბრძოლა პელენორის მინდვრებზე.
გენდალფი ხვდება, რომ კირით უნგოლთან და ბედისწერის მთასთან 10.000 ორკიანი ჯარი ფროდოს მოგზაურობაში ხელს შეუშლის. ბრძოლაში გადარჩენილი ყველა ადამიანი არაგორნის მეთაურობით გადაყვანილია მორდორის კარიბჭესთან. იწყება გადამწყვეტი ბრძოლა, თუმცა ბეჭდის განადგურება მოვლენებს კიდევ უფრო აჩქარებს.
[რედაქტირება] ფროდოსა და სემის მოგზაურობა
ფროდო და სემი, გოლუმის მეგზურობით, მიემართებიან მინას მორგულისკენ. სემი შემთხვევით მოისმენს გოლუმისგან (რომელიც საკუთარ თავს ესაუბრება), რომ იგი აპირებს ბეჭდის მითვისებას და ჰობიტების მოკვლას. ფროდო მას არ უჯერებს. გოლუმი იყენებს ამ ფაქტს, რათა ფროდო და სემი ერთმანეთს დაუპირისპიროს.
კირით უნგოლზე გადასვლა იწყება გიგანტური კიბით. ამ დროს მორგულს ტოვებენ საურონის ჯარები ნაზგულთა მეთაურობით. სანამ ჰობიტებს სძინავთ, გოლუმი იპარავს ლემბასის უკანასკნელ ნარჩენებს და გადაყრის მათ, ხოლო რამდენიმე ნამცეცს დააყრის სემს. შემდეგ იგი დაარწმუნებს ფროდოს, რომ სემმა შეჭამა უკანასკნელი ნამცეცები. დაღლილ და გონებადაბნელებულ ფროდოს ეჩვენება, რომ სემი ბეჭდის მითვისებას აპირებს და მეგობარს მოსთხოვს, უკან დაბრუნდეს და გზას გოლუმთან ერთად განაგრძობს. თუმცა კიბის ძირამდე ჩასული გულგატეხილი სემი ამჩნევს ლემბასის ნამცეცებს და კიდევ ერთხელ დარწმუნდება გოლუმის მზაკვრობაში.
გოლუმი ფროდოს შეიყვანს შილობის, გიგანტური ობობის ბუნაგში, სადაც ტოვებს მას, იმ იმედით, რომ შემდეგ ბეჭედს წაართმევს. ობობა ფროდოს ნესტარით აბრუებს, მაგრამ უეცრად ჩნდება სემი, რომელიც გალადრიელის ფიალით და ფროდოს ხმლით ობობას ებრძვის. იგი მას ღრმა ჭრილობით გაისტუმრებს, შემდეგ კი, ესმის რა მოახლოებულ ორკთა ხმები, თავის ბატონს ხსნის ბეჭედს. ფროდო მიჰყავთ იქვე მდებარე კოშკში.
სემი გონს მოსულ ფროდოს გადაარჩენს და ჰობიტები განაგრძობენ მოგზაურობას ბნელ ქვეყანაში. საბოლოოდ დაღლილ მოგზაურებს ბედისწერის მთასთან თავს ესხმის გოლუმი, მაგრამ ისინი მას თავს დააღწევენ. ფროდო პირველი შერბის მთის გამოქვაბულში, სადაც ბეჭედი უნდა გადააგდოს. მაგრამ მოულოდნელად იგი გადაწყვიტავს, დაიტოვოს იგი. გოლუმი, რომელიც ადვილად არ ნებდება, მივარდება მასთან და მოაჭამს ბეჭდიან თითს. ფროდო ებრძვის გოლუმს და არსება, ბეჭედთან ერთად, ვულკანის გულში ეშვება. საურონი და მისი სამეფო ნადგურდება. ფროდოსა და სემს ნანგრევებიდან გადაარჩენენ გენდალფი და არწივები.
[რედაქტირება] გამარჯვება და გზა შინისაკენ
ფროდო გონს მოდის. იგი მინას ტირითშია, სადაც მოგვიანებით არაგორნის მეფობის ხანა იწყება. არაგორნი და არვენი ქორწინდებიან. ყველა ქედს იხრის ჰობიტების წინაშე, ვინაიდან სწორედ მათ ითამაშეს გადამწყვეტი როლი ბეჭდის ომში. ჰობიტები შინ ბრუნდებიან. სემი თავის შეყვარებულ როზი კოტონზე ქორწინდება. მაგრამ ფროდო, რომელიც ძველ ცხოვრებას ვერ ეგუება, ტოვებს შუამიწეთს გენდალფის, ბილბოს, ელრონდის, კელებორნისა და გალადრიელის თანხლებით. სემი შაირში, ოჯახს უბრუნდება. ფილმის უკანასკნელ კადრში იგი წარმოთქვამს: ’’დავბრუნდი’’.
[რედაქტირება] როლები
- ელაიჯა ვუდი - ფროდო ბეგინსი: ჰობიტი, რომელსაც მორდორისაკენ ძალაუფლების ბეჭედი მიაქვს.
- იენ მაკ-კელენი - გენდალფი: ჯადოსანი, რომელიც ეხმარება შუამიწეთის ხალხს საურონის დამარცხებაში.
- შონ ესტინი - სემუაიზ გემჯი: სემი, ფროდოს მეგობარი.
- ვიგო მორტენსენი - არაგორნი: გონდორის სამეფოს მემკვიდრე.
- დომინიკ მონაგანი - მერიადოკ ბრენდიბაკი: მერი, ფროდოს მეგობარი, რომელიც როჰანის ჯარებთან ერთად იბრძვის.
- ბილი ბოიდი - პერეგრინ ტუკი: პიპინი, ფროდოს მეგობარი, დენეთორის მსახურობაში მყოფი ჰობიტი.
- ორლანდო ბლუმი - ლეგოლასი: ელფი უფლისწული და გამოცდილი მშვილდოსანი.
- ჯონ რის-დევისი - გიმლი: მებრძოლი ჯუჯა, რომელიც ეხმარება არაგორნსა და ლეგოლასს.
- ენდი სერკისი - სმეაგოლი/გოლუმი (გახმოვანება და შესრულება): საზარელი არსება, რომელსაც იმედი აქვს, რომ დაკარგულ ბეჭედს დაიბრუნებს.
- ლივ ტაილერი - არვენი, ელრონდის ასული, არაგორნის საყვარელი.
- ბერნარდ ჰილი - თეოდენი: როჰანის მეფე. ეომერისა და ეოვინის ბიძა.
- მირანდა ოტო - ეოვინი: თეოდენის დისშვილი, რომელიც მზად არის თავი გასწიროს ბრძოლაში. უყვარდება ფარამირი.
- კარლ ურბანი - ეომერი: ეოვინის ძმა, როჰანის მეთაური.
- დევიდ ვენჰემი - ფარამირი: დენეთორის უმცროსი ვაჟი, ბორომირის ძმა.
- ჯონ ნოუბლი - დენეთორი: გონდორის მოურავი, ბორომირისა და ფარამირის მამა.
- ჰიუგო უივინგი - ელრონდი: ნახევარელფი.
- იენ ჰოლმი - ბილბო ბეგინსი: ფროდოს ბიძა, რომელმაც შორეული მოგზაურობიდან თან მოიტანა ძალაუფლების ბეჭედი.
- კეიტ ბლანშეტი - გალადრიელი: ლორიენის ელფი ქალბატონი.
[რედაქტირება] მუსიკა
[რედაქტირება] ჯილდოები
ფილმმა მიიღო „ოსკარის“ 11 ჯილდო. მან გაიმარჯვა ყველა კატეგორიაში, რომელშიც წარდგენილი იქნა. ფენტეზის ჟანრის ფილმების ისტორიაში ეს არის პირველი ჯილდო საუკეთესო ფილმის კატეგორიაში.
- ოსკარი საუკეთესო სურათისთვის
- ოსკარი საუკეთესო რეჟისორისთვის
- ოსკარი საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის
- ოსკარი საუკეთესო მხატვრული გაფორმებისთვის
- ოსკარი საუკეთესო მონტაჟისთვის
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება — Allmovie-ზე
- ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება — Rotten Tomatoes-ზე
- ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება — Box Office Mojo-ზე
[რედაქტირება] სქოლიო
|
|||||||||||||||||||||
|
|||||||||||||||||||||||||
|
|||||
|
|||||||||||||||||||||||