კატა თუნუქის გახურებულ სახურავზე (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„კატა თუნუქის გახურებულ სახურავზე“
ჟანრი დრამატული
დამდგმელი რეჟისორი რიჩარდ ბრუკსი
პროდიუსერი ლოურენს ვაინგარტენი
სცენარის ავტორი რიჩარდ ბრუკსი, ჯეიმზ პო
ნაწარმოები ტენესი უილიამსის პიესა „კატა თუნუქის გახურებულ სახურავზე“
როლებში ელიზაბეთ ტეილორი
პოლ ნიუმანი
ოპერატორი უილიამ დენიელსი
მონტაჟი ფერის ვებსტერი
დისტრიბუტორი Metro-Goldwyn-Mayer
გამოსვლის თარიღი 20 სექტემბერი, 1958
ხანგრძლივობა 107 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $ 3 მლნ
შემოსავალი $ 26 355 483

კატა თუნუქის გახურებულ სახურავზე — 1958 წლის ამერიკული ფილმი. წარმოადგენს პულიცერის პრიზის ლაურეატი ამავე სახელწოდების პიესის ადაპტაციას. არის 1958 წლის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ფილმი. მიუხედავად კრიტიკოსთა დადებითი გამოხმაურებებისა, ფილმმა ვერ მიიღო ვერცერთი ოსკარი.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

მდიდარი მოხუცი „მამილო“ უკურნებელი დაავადებითაა შეპყრობილი და მალე გარდაიცვლება. მისი ოჯახის ხარბი წევრები ცდილობენ ეპირფერონ, რათა ქონება მათ დარჩეთ. ქონებისთვის ბრძოლაში არ მონაწილეობს მხოლოდ ბირკი, ფეხბურთელი. ბირკის ნაცვლად მისი მეუღლე, მეგი იბრძვის. თუმცა მეგის ბირკის შენარჩუნებისთვისაც უხდება ბრძოლა.

სხვა ვერსიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1976 წლის გამოვიდა ფილმის ტელევერსია, რომელშიც მეგის როლს ნატალი ვუდი ასრულებს. ხოლო 1984 წელს გამოვიდა ტელეფილმი, რომელშიც მონაწილებდნენ ტომი ლი ჯონსი და ჯესიკა ლანჟი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]