ტუტსი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ტუტსი | |
|---|---|
| რეჟისორი | სიდნი პოლაკი |
| პროდიუსერი | სიდნი პოლაკი დიკ რიჩარზი |
| სცენარის ავტორი | ლერი გელბერტი მური შისგალი ბარი ლევინსონი ელეინი მეი |
| როლებში | დასტინ ჰოფმანი ჯესიკა ლანჟი ტერი გარი დებნი კოულმენი ჩარლზ დურნინგი ბილ მური სიდნი პოლაკი ჯორჯ გეინესი გრინა დევისი |
| კომპოზიტორი | დეივ გრუსინი |
| მონტაჟი | ფრედრიკ სტეინკამპი |
| კინოსტუდია | Columbia Pictures Mirage Studios |
| გამოსვლის თარიღი | 17 დეკემბერი, 1982 |
| ხანგრძლივობა | 116 წთ |
| ქვეყანა | |
| ენა | ინგლისური |
| ბიუჯეტი | $ 21 მილიონი |
| IMDb პროფილი | |
ტუტსი (ინგლ. Tootsie) არის სიდნი პოლაკის ფილმი, რომელშიც მონაწილეობენ დასტინ ჰოფმანი, ჯესიკა ლანჟი, ტერი გარი და სხვა.
ფილმის შესახებ [რედაქტირება]
თავისი უჟმური ხასიათის გამო მსახიობი მაიკლ დორსი ნიუ–იორკის ყველა პროდიუსერთანაა ნაჩხუბარი. უმუშევრობა აიძულებს ქალის სამოსში გამოეწყოს და საპნის ოპერისთვის ქალის როლზე გამოცხადებულ კასტინგში სცადოს ბედი. ზედმეტი ქალურობის გამო, მაიკლი კინაღამ დაიწუნეს, მაგრამ ბოლოს მოწონება დაიმსახურა და დაამტკიცეს კიდეც. ყველაფერი კარგად მიდის მანამ, სანამ დოროტის (უფრო სწორად მაიკლს) პარტნიორი გოგონა არ შეუყვარდა...
ჯილდოები [რედაქტირება]
ფილმს ოსკარზე აქვს აღებული 9 ნომინაცია და ერთი გამარჯვება - ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი (ჯესიკა ლანჟი). აგრეთვე მიიღო
- ოქროს გლობუსი საუკეთესო მიუზიკლისა ან კომედიისთვის
- ბაფტა საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მთავარ როლში: დასტინ ჰოფმანი
- ბაფტა საუკეთესო გრიმისა და ვარცხნილობისთვის: დოროთი ჯ. პერლი, ჯორჯ მასტერსი, რომანია ფორდი, ალენ ალენი
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- (ინგლისური) Tootsie — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (IMDb).