უსახელო ნაბიჭვრები (2009 წლის ფილმი)
| უსახელო ნაბიჭვრები | |
|---|---|
| რეჟისორი | კვენტინ ტარანტინო |
| პროდიუსერი | ლორენს ბენდერი |
| სცენარის ავტორი | კვენტინ ტარანტინო |
| როლებში | ბრედ პიტი კრისტოფ ვალცი მაიკლ ფასბენდერი ელი როტი დენიელ ბრული დიანე კრუგერი ტილ შვაიგერი მელანი ლორენი |
| მონტაჟი | სალი მენკე |
| სტუდია | A Band Apart Studio Babelsberg |
| დისტრიბუტორი | The Weinstein Company Universal Pictures |
| გამოსვლის თარიღი | მაისი 20, 2009 აგვისტო 20, 2009 აგვისტო 21, 2009 |
| ხანგრძლივობა | 153 წუთი |
| ქვეყანა | |
| ენა | ფრანგული ინგლისური გერმანული იტალიური |
| ბიუჯეტი | $70 მილიონი[1] |
| შემოსავალი | $321 455 689[2] |
| ვებ-გვერდი: | ოფიციალური საიტი |
უსახელო ნაბიჭვრები — 2009 წლის სამხედრო ფილმი, რომლის რეჟისორი და სცენარის ავტორია კვენტინ ტარანტინო. მთავარ როლებს ასრულებენ ბრედ პიტი, მელანი ლორენი, კრისტოფ ვალცი, ელი როტი და დიანე კრუგერი. ფილმში მოთხრობილია გამოგონილი ისტორია ნაცისტური გერმანიის ლიდერი პოლიტიკოსების მკვლელობის მცდელობის ორი განსხვავებული გეგმის შესახებ. პირველი დაგეგმილი ფრანგი ებრაელი შოშანას მიერ, მეორე კი ამერიკელ ებრაელ სამხედროების მიერ, რომლებსაც მეთაურობს ალდო რეინი.
ტარანტინომ 1998 წელს დაწერა ფილმის სცენარი, თუმცა ეს პროექტი მომავლისთვის გადადო და გადაიღო ორნაწილიანი ფილმი „მოკალი ბილი“. მას შემდეგ, რაც 2007 წელს გადაიღო ფილმი „სიკვდილის მტკიცებულება“, ის ისევ დაუბრუნდა „უსახელო ნაბიჭვრებზე“ მუშობას. ფილმის გადაღება დაიწყო 2008 წლის ოქტომბერში და მიმდინარეობდა გერმანიასა და საფრანგეთში. მისი ბიუჯეტი შეადგენდა $70 მილიონს. „უსახელო ნაბიჭვრების“ პრემიერა შედგა 20 მაისს კანის კინოფესტივალზე. ამავე წლის აგვისტოში კი ფილმი კინოგაქირავებაში გამოვიდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში.
ფილმმა კინოგაქირავებაში წარმატებას მიაღწია და მისმა შემოსავალმა შეადგინა $321 455 689, რითაც ის გახდა ყველაზე მაღალშემოსავლიანი ტარანტინოს ფილმებს შორის, „ჯანგო გათავისუფლებულის“ გამოსვლამდე.
სექციების სია |
როლებში[რედაქტირება]
უსახელო ნაბიჭვრები
- ბრედ პიტი — ლეიტენანტო ალდო რეინი
- ელი როთი — სერჟანტი დონი დონოვიცი
- ტილ შვაიგერი — სერჟანტი ჰუგო შტიგლიცი
- გედეონ ბურხარდი — კაპიტანი ვილჰელმ ვიკი
გერმანელები
- კრისტოფ ვალცი — პოლკოვნიკი ჰანს ლანდა
- დიანა კრუგერი — ბრიჯიტ ფონ ჰამერსბახი
- დენიელ ბრიული — ფრედერიკ ცოლერი
- აუგუსტ დილი — დიტერ ჰელსტრომი
- მარტინ ვუტკე — ადოლფ ჰიტლერი
- სილვესტერ გროტი — იოზეფ გებელსი
ფრანგები
- მელანი ლორანი — შოშანა დრეიფუსი
- დენის მენოშე — პიერ ლაპადიტი
- ჯეიკი აიდო — მარსელი
- ჯული დრეიფუსი — ფრანჩესკა მონდინო
ინგლისელები
- მაიკლ ფასბენდერი — ლეიტენანტი არჩი ჰუკოკსი
- მაიკლ მაიერსი — გენერალი ფენეკი
- როდ ტეილორი — უინსტონ ჩერჩილი
სხვა პერსონაჟები
- კვენტინ ტარანტინო — გერმანელი ჯარისკაცი
- ჰარვი კეიტელი — ხმა
- სამუელ ლ. ჯექსონი — ხმა
ჯილდოები[რედაქტირება]
სურათმა მიიღო მრავალი ნომინაცია სხვადასხვა დაჯილდოებებზე, მათ შორის 8 ნომინაცია ოსკარზე. განსაკუთრებით აღინიშნა ჰანს ლანდას როლის შესრულება კრისტოფ ვალცის მიერ. მან დაიმსახურა ოსკარის, ოქროს გლობუსის, BAFTA-სა და კანის კინოფესტივალის ჯილდოები საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „უსახელო ნაბიჭვრები (2009 წლის ფილმი)“ ვიკისაწყობში.- უსახელო ნაბიჭვრები (2009 წლის ფილმი) — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
სქოლიო[რედაქტირება]
- ↑ Thompson, Anne. “Weinstein Co. Up Against the Wall“, Variety, Reed Business Information, 8 ივნისი, 2009. წაკითხვის თარიღი: 6 აგვისტო, 2009.
- ↑ Movie Inglourious Basterds - Box Office Data. The Numbers. Nash Information Services. წაკითხვის თარიღი: 3 იანვარი, 2010.
|
|||||||||||||