ელია კაზანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ელია კაზანი
Elia Kazan.jpg
დაბ. სახელი ელიას კაზანცოღლუ
დაბ. ადგილი კონსტანტინოპოლი, ოსმალეთის იმპერია
დაბ. თარიღი 7 სექტემბერი, 1909
გარდ. თარიღი 28 სექტემბერი, 2003
ნიუ-იორკი, აშშ
საქმიანობა რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი, მსახიობი
წლები 1934-1976
ოსკარი
საუკეთესო რეჟისორი

1947 — ჯენტლმენების შეთანხმება

1954 — ნავსადგურში
ოქროს გლობუსი
საუკეთესო რეჟისორი

1947 — ჯენტლმენების შეთანხმება
1954 — ნავსადგურში
1956 — თოჯინა

1963 — ამერიკა, ამერიკა
სხვა ჯილდოები
ვერცხლის ლომი
1954 — ნავსადგურში

ელია კაზანი (ბერძნ. Ελία Καζάν), (დ. 7 სექტემბერი, 1909 – გ. 28 სექტემბერი, 2003) — წარმოშობით ბერძენი, ამერიკელი კინო და თეატრალური რეჟისორი და პროდიუსერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა სტამბოლში 1909 წელს ბერძნულ ოჯახში. სწავლობდა იელის უნივერსიტეტის დრამატურგიის სკოლაში. მისი თეატრალური შემოქმედება მოიცავს დადგმებს ტენესი უილიამსის ორი უმნიშვნელოვანესი პიესისა „შუშის სამხეცე“ (1944) და „ტრამვაი სახელად სურვილი“, (1951), ასევე ართურ მილერის „ჩემი ვაჟები, (1947) და „კომივოიაჟორის სიკვდილი“ (1949)

მისი კინო კარიერაც ასევე წარმატებული გამოდგა. მიღებული აქვს კინოაკადემიის ორი ჯილდო (ოსკარი) საუკეთესო რეჟისურისთვის ფილმებში „ჯენტლმენების შეთანხმება“ (1947) და "ნავსადგურში" (1954). მისი დამსახურებაა განუმეორებელი საშემსრულებლო ნიჭის წარმოჩენა, ისეთი მსახიობებისა, როგორებიცაა მარლონ ბრანდო, ოსკარის მფლობელი ვივიენ ლი, კარლ მოლდენი, კიმ ჰანტერი, ჯეიმზ დინი, ჯო ვან ფლიტი და ენდი გრიფიტი.

მაკარტიზმის პერიოდი[რედაქტირება]

მისი გვიანდელი კარიერა შედარებით დაიჩრდილა. ძირითადად იმ ფაქტის გამო, რომ ის ერთ-ერთი იყო იმ მცირეთაგან ჰოლივუდში, რომელთაც დაიწყეს დასმენა თემთა პალატის არა-ამერიკულ საქმიანობათა კომიტეტში (HUAC) ომისშემდგომი წითელი საფრთხის პერიოდში. სხვა ცნობილი ჰოლივუდელები, რომლებიც ასევე იქცეოდნენ იყვნენ ჯერომ რობინსი, სტერლინგ ჰეიდენი, ბარლ ივსი და ლელა როჯერსი (ჯინჯერ როჯერსის დედა). კაზანი ახალგაზრდობაში მცირე ხნით კომუნისტური პარტიის წევრი იყო, 1930-იან წლებში რადიკალური თეატრის დასის წევრად მუშაობისას. თუმცა პარტიის ფუნქციონერთა მიერ მისი თეატრალური ჯგუფის არტისტულ გადაწყვეტილებებში ჩარევი გამო პირადად შეურაცხყოფილი იყო და მალევე დაანება თავი. როგორც კაზანი მოგვიანებით ხსნიდა, ის თვლიდა, რომ ქვეყნის საუკეთესო ინტერესებში და მის საკუთარ ლიბერალურ რწმენებთან შეთანხმებით "ჰუაკ"-ის ანტი-კომუნისტურ ღონისძიებებთან თანამშრომლობა სასურველი იყო რათა ჰოლივუდში კომუნისტთა მომძლავრებას ბოლო მოღებოდა. ამერიკელი დრამატურგები ლილიან ჰელმანი და ართურ მილერი სახალხოდ და მწვავედ წინ აღუდგნენ კაზანის ამგვარ არგუმენტაციას. ერთ-ერთი პირთაგანი, რომელიც კაზანმა "დაასმინა" იყო მსახიობი ჯონ გარფილდი, ვისთანაც ერთად „ჯგუფის თეატრის“ დასში მუშაობდა. გარფილდზე ჰუაკმა ინტენსიური გამოძიება ჩაატარა, თუმცა მასზე ვერანაირი მაკომპრომეტირებელი მტკიცება კომუნისტურ პარტიაში წევრობაზე ვერ აღმოაჩინა. მიუხედავად ამისა, გარფილდი მყისვე ჰოლივუდის შავ სიაში მოხვდა, რამაც ბოლო მოუღო მის სამსახიობო კარიერას, და მომდევნო წელს 39 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.

1999 წელს კაზანმა საპატიო ოსკარი მიიღო ცხოვრებისეული მიღწევებისთვის. მას სცენაზე თან ახლდნენ მარტინ სკორსეზე და რობერტ დე ნირო, რომლებმაც იქ შეკრებილი აუდიენცია ხუმრობით გააფრთხილეს წესიერად მოქცეულიყვნენ. თავად რობერტ დე ნირომ მონაწილეობა მიიღო ფილმში ჰოლივუდის წითელ საფრთხესთან დაკავშირებით. ჰოლივუდში მრავალი თვლიდა, რომ უკვე საკმაოდ დრო იყო გასული კაზანი დამსმენი წარსულის დასამარხავად, თუმცა კინოაკადემიის ამგვარმა გადაწყვეტილებამ დიდი წინააღმდეგობრივი რეზონანსი გამოიწვია. 1999 წლის ოსკართა ცერემონიის რეპორტაჟის თანახმად კაზანს ჯილდოს გადაცემისას დარბაზის სამი მეოთხედი ამდგარი ოვაციით შეხვდა, თუმცა კამერამ დააფიქსირა, რომ ნიკ ნოლტი, ემი მედიგანი და ჰოლი ჰანტერი ხელზე დაყრდნობილი ისხდნენ პროტესტის ნიშნად. სხვები, მათ შორის სტივენ სპილბერგი და შერი ლენსინგი მოკრძალებით ტაშს უკრავდნენ, თუმცა ზეზე არ წამომდგარან.

ელია კაზანი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა ნიუ-იორკში.

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]