სიყვარული (2012 წლის ფილმი)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| Amour | |
|---|---|
| ჟანრი | დრამატული ფილმი |
| დამდგმელი რეჟისორი | მიხაელ ჰანეკე |
| პროდიუსერი | მარგარეტ მენეგოზი |
| სცენარის ავტორი | მიხაელ ჰანეკე |
| როლებში | ჟან-ლუი ტრენტინიანი ემანუელ რივა |
| მუსიკა | ანტუან დიუამელი |
| ოპერატორი | დარიუს ხონჯი |
| მონტაჟი | მონიკა ვილლი |
| კინოსტუდია | Les Films du Losange |
| გამოსვლის თარიღი | ოქტომბერი 2012 |
| ხანგრძლივობა | 126 წუთი |
| ქვეყანა | საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია |
| ენა | ფრანგული |
| ბიუჯეტი | € 7.29 მილიონი |
| შემოსავალი | $ 18 348000 |
| IMDb პროფილი | |
სიყვარული (ფრანგ. Amour) — მიხაელ ჰანეკეს 2012 წლის დრამატული ფილმი.
სექციების სია |
სიუჟეტი [რედაქტირება]
ანა და ჟორჟი 80 წელს გადაცილებული წყვილია. ისინი მუსიკის მასწავლებლები იყვნენ, თუმცა ახლა პენსიაზე არიან. მათი ქალიშვილი ევა საზღვარგარეთ ცხოვრობს. ანას ინსულტი ემართება. ჟორჟი ცდილობს, სახლში მოუაროს ცოლს და არ წაიყვანოს ის მოხუცთა თავშესაფარში. თუმცა ანას მდგომარეობა თანდათან უარესდება, ბოლოს მას საუბარიც უჭირს. ჟორჟი ბალიშით დააღრჩობს ანას და სახლიდან წავა.
როლებში [რედაქტირება]
- ჟან-ლუი ტრენტინიანი - ჟორჟი
- ემანუელ რივა - ანა
- იზაბელ იუპერი - ევა
- ალექსანდრ ტარო - ალექსანდრი
ჯილდოები [რედაქტირება]
- ოქროს პალმის რტო
- ოქროს გლობუსი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის
- ოსკარი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- სიყვარული — Box Office Mojo-ზე
- სიყვარული — Rotten Tomatoes-ზე
- სიყვარული — Metacritic-ზე