სიდნი პოლაკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სიდნი პოლაკი
Sydney Pollack.jpg
სიდნი პოლაკი 2006 წელს
დაბ. ადგილი ლაფაიეტი, აშშ
დაბ. თარიღი 1 ივლისი, 1934
გარდ. თარიღი 26 მაისი, 2008 (73 წლის)
ლოს-ანჯელესი, აშშ
საქმიანობა რეჟისორი, პროდიუსერი, მსახიობი
წლები 1950–2008

სიდნი ირვინ პოლაკი (დ. 1 ივლისი, 1934 — გ. 26 მაისი, 2008) — ამერიკელი რეჟისორი, პროდიუსერი და მსახიობი.

სიდნი პოლაკს გადაღებული აქვს 21-ზე მეტი კინოფილმი და 10 სატელევიზიო შოუ, ითამაშა 30-ზე მეტ ფილმსა და შოუში და პროდიუსერობა გაუწია 44-ზე მეტ ფილმს. გადაღებული აქვს ფილმები „იერემია ჯონსონი“ (1972), „კონდორის სამი დღე“ (1975), „ბოროტების გარეშე“ (1981) და სხვა. მოიგო ოსკარი 1985 წლის ფილმისათვის „აფრიკიდან“; ხოლო ფილმებისათვის „ქანცგაწყვეტილ ცხენებს ესვრიან, არა?“ და „ტუტსი“ ოსკარის ნომინაცია მიიღო.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

სიდნი ირვინ პოლაკი ინდიანის შტატის ქალაქ ლაფაიეტში, 1934 წლის 1 ივლისს, ებრაულ ოჯახში დაიბადა, რომელიც უკრაინიდან იყო ჩამოსული.[1] დედა, — რებეკა პოლაკი, — პიანისტი და მომღერალი, ხოლო მამა — დევიდ პოლაკი, — ნახევრადპროფესიონალი მოკრივე და ფარმაცევტი იყო.[1] პატარაობისას, მშობლები გაიყარნენ. სიდნის დედა ალკოჰოლიკი იყო და 37 წლის ასაკში გარდაიცვალა, როდესაც მომავალი რეჟისორი სტუდენტი იყო.[2]

მიუხედავად ადრეული გეგმებისა, კოლეჯსა და სამედიცინო სკოლაში ესწავლა, სკოლის დამთავრების შემდეგ, სიდნიმ ინდიანა დატოვა და ნიუ-იორკში გადავიდა.[3] 1952-1954 წლებში სამსახიობოზე სწავლობდა სენფორდ მეისნერთან.[3] 2-წლიანი სამხედრო სამსახურის შემდეგ, სიდნი 1958 წელს დაბრუნდა ნიუ-იორკში და მეისნერის ასისტენტი გახდა.[4] 1960 წელს პოლაკის მეგობარმა რეჟისორმა ჯონ ფრანკენჰაიმერმა მას ლოს-ანჯელესში ჩასვლა და ახალგაზრდა მსახიობებთან მუშაობა შესთავაზა თავის პირველ დიდ სურათში „ახალგაზრდა ველურები“. სწორედ მაშინ შეხვდა სიდნი ბერტ ლანკასტერს, რომელმაც მას რეჟისორობისაკენ მოუწოდა.[4]

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

მსახიობი[რედაქტირება]

წელი ქართულად ორიგინალური სახელწოდება როლი
1982 ტუტსი Tootsie ჯორჯ ფილდსი
1992 ქმრები და ცოლები Husbands and Wives ჯეკი
1992 მოთამაშე The Player დიკ მელონი
1999 ფართოდ დახუჭული თვალებით Eyes Wide Shut ვიქტორ ციგლერი

რჟისორი და პროდიუსერი[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 MacNab, Geoffrey. “The secret of my success?“, The Guardian, 2002-08-14. 
  2. McLellan, Dennis. “Sydney Pollack: 1934-2008, Prolific director known for A-list casts“, Los Angeles Times, 2008-05-27. 
  3. 3.0 3.1 Macnab, Geoffrey. “Sydney Pollack, film director revered by stars, dies aged 73“, The Independent, 2008-05-28. 
  4. 4.0 4.1 Obituary: Sydney Pollack“, The Telegraph, 2008-05-28.