მებრძოლი (2010 წლის ფილმი)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მებრძოლი | |
|---|---|
| რეჟისორი | დევიდ ო. რასელი |
| პროდიუსერი | დევიდ ჰობერმენი ტოდ ლიბერმენი რაიან კავანაჰი მარკ ვოლბერგი დოროთი აუფიერო პოლ ტამასი |
| სცენარის ავტორი | სკოტ სილვერი პოლ ტამასი ერიკ ჯონსონი |
| ნაწარმოები | კეით დორინგტონი პოლ ტამასი ერიკ ჯონსონი |
| როლებში | მარკ ვოლბერგი კრისტიან ბეილი ემი ადამსი მელისა ლეო |
| კომპოზიტორი | მაიკლ ბრუკი |
| ოპერატორი | ჰოიტე ვან ჰოიტემა |
| მონტაჟი | პამელა მარტინი |
| სტუდია | Relativity Media The Weinstein Company Mandeville Films |
| დისტრიბუტორი | Paramount Pictures |
| გამოსვლის თარიღი | დეკემბერი 10, 2010 |
| ხანგრძლივობა | 114 წთ. |
| ქვეყანა | |
| ენა | ინგლისური |
| ბიუჯეტი | $25 მილიონი[1] |
| შემოსავალი | $73,703,739 [1] |
| IMDb პროფილი | |
მებრძოლი — 2011 წლის ბიოგრაფიული ფილმი, რომლის რეჟისორია დევიდ ო. რასელი. მთავარ როლებს ასრულებენ მარკ ვოლბერგი, კრისტიან ბეილი და ემი ადამსი. ფილმი მოგვითხრობს პროფესიონალ ბოქსიორ მიკი ვარდსა (ვოლბერგი) და მის ნახევარ-ძმა, დიკი ეკლუნგის შესახებ (ბეილი). ემი ადამსი ფილმში ასრულებს ვარდის შეყვარებულის როლს. მებრძოლი არის რასელისა და ვოლბერგის მესამე საერთო ფილმი სამი მეფისა და გულების მტეხველნის შემდეგ.
10 დეკემბერს ფილმის პრემიერა შედგა ჩრდ. ამერიკაში შეზღუდული რაოდენობის კინოთეატრებში, მისი ბრიტანული პრემიერა კი დაგეგმილია 4 თებერვლისათვის, 2011.[2]
ჯილდოები [რედაქტირება]
ფილმმა კრიტიკოსების დადებითი შეფასებები მიიღო და წარმატებას მიაღწია კინოფესტივალებზეც. ოქროს გლობუსის 68-ე დაჯილდოებაზე მან დამსახურებული 6 ნომინაციიდან ორი ჯილდო დაისაკუთრა,
- ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში: მელისა ლეო
- ოსკარი საუკეთესო მსახიობი მამაკაცისათვის მეორეხარისხოვან როლში: კრისტიან ბეილი
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 The Fighter(2010). Box Office Mojo. Amazon.com. წაკითხვის თარიღი: 2010-11-09.
- ↑ "The Fighter Will Now Strike A Blow On December 10". The Film Stage. Retrieved June 24, 2010.