საათები (ფილმი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საათები
ჟანრი დრამა
დამდგმელი რეჟისორი სტივენ დალდრი
პროდიუსერი რობერტ კოქსი, სკოტ რუდინი
სცენარის ავტორი დევიდ ჰეირი
ნაწარმოები „საათები“, ავტორი:
მაიკლ კანინჰემი
როლებში ნიკოლ კიდმანი
ჯულიანა მური
მერილ სტრიპი
მუსიკა ფილიპ გლასი
ოპერატორი სიმუს მაკგარვი
მონტაჟი პიტერ ბოილი
დისტრიბუტორი Paramount Pictures (US)
Miramax Films
გამოსვლის თარიღი 25 დეკემბერი, 2002
ხანგრძლივობა 114 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $ 25 მლნ
შემოსავალი $ 108 846 072

საათები (ინგლ. The Hours) — 2002 წლის ამერიკული დრამა, რომელიც გადაღებულია პულიცერის პრემიის ლაურეატი ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. ფილმმა კრიტიკოსების დადებითი შეფასებები დაიმსახურა.

სიუჟეტი[რედაქტირება]

ფილმში სამი სიუჟეტური ხაზია. ერთში ასახულია ვირჯინია ვულფის მიერ წიგნ „მისის დალოვეის“ დაწერის პროცესი, როცა მას თვითმკვლელობისკენ ჰქონდა მიდრეკილება. მეორე ისტორია ვითარდება 1951 წელს ლოს-ანჯელესში, სადაც ლაბა ბრაუნი ცდილობს გაექცეს საკუთარ ცხოვრებასა და ოჯახს. ხოლო მესამე ისტორია არის კლარისა ვოგანის შესახებ, რომელიც ცხოვრობს ნიუ-იორკში, 2001 წელს და სურს, მოამზადოს დღესასწაული მეგობარი რიჩარდისთვის, რომელიც ლარა ბრაუნის შვილია და ასევე მიდრეკილია თვითმკვლელობისკენ.

როლებში[რედაქტირება]

ჯილდოები[რედაქტირება]

ოსკარი

ოქროს გლობუსი

BAFTA

ბერლინის კინოფესტივალი

  • ვერცხლის დათვის საუკეთესო მსახიობი ქალისთვის: ნიკოლ კიდმანი, ჯულიანა მური, მერილ სტრიპი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]