მაკულატურა (ფილმი)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მაკულატურა (მრავალმნიშვნელოვანი).
მაკულატურა
ჟანრი კრიმინალური კომედია
დამდგმელი რეჟისორი კვენტინ ტარანტინო
პროდიუსერი ლოურენს ბენდერი
სცენარის ავტორი კვენტინ ტარანტინო
როლებში ჯონ ტრავოლტა
სამუელ ლ. ჯექსონი
უმა თურმანი
ოპერატორი ანჯეი სეკულა
მონტაჟი სალი მენკე
დისტრიბუტორი Miramax Films
გამოსვლის თარიღი 14 ოქტომბერი, 1994
ხანგრძლივობა 154 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $ 8 500 000
შემოსავალი $ 213 928 762
კინოგიდის პროფილი
IMDb პროფილი

მაკულატურა (ინგლ. Pulp Fiction) — 1994 წლის კრიმინალური ჟანრის ფილმი. რეჟისორია კვენტინ ტარანტინო, სცენარის ავტორები არიან კვენტინ ტარანტინო და როჯერ ევერი. ფილმი ცნობილია თავისი ეკლეკტიკური დიალოგით, იუმორისა და ძალადობის ერთობლიობით და მისი არახაზოვანი სიუჟეტით. ის შეიცავს ჯონ ტრავოლტასა და უმა თურმანის ცნობილ ცეკვას ტვისტის მელოდიაზე.

სექციების სია

სიუჟეტი [რედაქტირება]

ფილმი სამი ისტორიისგან შედგება. სამივე მათაგანი ვითარდება კრიმინალური ბანდის მეთაურის, მარსელიუს ოულასის (ვინგ რეიმსი) გარშემო. პირველ ისტორიაში მარსელიუსის დაჯგუფების წევრი, ვინსენტ ვეგა ჯონ ტრავოლტა) გადაარჩენს მარსელიუსის ცოლს, მია უოლასს (უმა თურმანი) ჭარბი დოზი ნარკოტიკების მიღებისაგან. მეორე ისტორიაში მარსელიუსი ცდილობს მოკლას მოკრივე ბუჩ კულიჯი (ბრიუს უილისი), რომელიც მის ბრძანებას არ დაემორჩილა. თუმცა ორთავე სადისტი ჰომოსექსუალების ტყვეები აღმოჩნდეიან და ბუჩი მარსელიუსს გადაარჩენს. მესამე ისტორია პირველ ორს აერთიანებს. ახალგაზრდა გამოუცდელი მძარცველების წყვილი, რინგო (ტიმ როთი) და იოლანდა (ამანდა პლამერი) გადაწყვეტენ კაფე გაძარცვონ, თუმცა იქვე აღმოჩნდებიან მარსელიუსის ბანდის წევრები, ვინსენტ ვეგა და ჯულს ვინფილდი (სამუელ ლ. ჯექსონი)

როლებში [რედაქტირება]

ჯილდოები [რედაქტირება]

ფილმი იყო ნომინირებული 7 ოსკარზე, მათ შორის „ოსკარი საუკეთესო სურათისთვის“. ფილმმა მოიგო შემდეგი ჯილდოები

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]