ავატარი (2009 წლის ფილმი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ავატარი
ჟანრი ფანტასტიკა
რეჟისორი ჯეიმზ კამერონი
პროდიუსერი ჯეიმზ კამერონი
ჯონ ლანდაუ
სცენარის ავტორი ჯეიმზ კამერონი
როლებში სემ უორთინგტონი
ზოი სალდანა
სტივენ ლენგი
მიშელ როდრიგეზი
ჯოვანი რიბისი
სიგურნი უივერი
კომპოზიტორი ჯეიმზ ჰორნერი
ოპერატორი მაურო ფიორე
მონტაჟი ჯეიმზ კამერონი
ჯონ რეფუა
სტივენ რივკინი
მხატვარი უეინ ბარლოუ, ჯორდუ შელი,
კინოსტუდია Lightstorm Entertainment
Dune Entertainment
Ingenious Film Partners
დისტრიბუტორი 20th Century Fox
გამოსვლის თარიღი დეკემბერი 10, 2009 (2009-12-10)
(ლონდონური პრემიერა)
17 დეკემბერი, 2009
(ინგლისი)
18 დეკემბერი, 2009
(აშშ)
ხანგრძლივობა 162 წთ.
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 237 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 2.787.965.087 აშშ დოლარი
საიტი: avatarmovie.com
IMDb პროფილი

ავატარი (ინგლ. Avatar) — 2009 წლის სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრის ეპიკური ფილმი სემ უორთინგტონის, ზოი სალდანას და სიგურნი უივერის მონაწილეობით. ფილმის რეჟისორი, ისევე, როგორც იდეისა და სცენარის ავტორი ჯეიმზ კამერონია. სიუჟეტი ვითარდება 2154 წელს, როდესაც ადამიანები უძვირფასეს მინერალზე, ანობტანიუმზე ნადირობენ ალფა კენტავრის ვარსკვლავური სისტემის დედამიწის მსგავს ბუნებრივ თანამგზავრზე, პანდორაზე. კოლონისტთა ექსპანსია საფრთხეს უქმნის როგორც პანდორას მკვიდრ ნა’ვი-ს ჰუმანოიდთა რასას, ისევე მის მთელ ეკოსისტემას. პანდორას მოსახლეობასთან დასაკავშირებლად ადამიანები გენური ინჟინერიის მეშვეობით შექმნილ სხეულებს იყენებენ.

„ავატარზე“ მუშაობა 1994 წლიდან დაიწყო, როდესაც კამერონმა ფილმის 80-გვერდიანი კინოსცენარი დაწერა. გადაღებები 1997 წლის ტიტანიკის დასრულების შემდგომ უნდა დაწყებულიყო, ფილმის გამოსვლა კი 1999 წელს იგეგმებოდა, თუმცა რეჟისორის განმარტებით, იმდროინდელი ტექნოლოგიები ფილმის საკუთარი ვერსიის შექმნას ვერ უზრუნველყოფდა. ნა’ვი-ს უცხოპლანეტელთა რასის სასაუბრო ენაზე მუშაობა 2005 წლის ზაფხულში დაიწყო, 2006 წლის დასაწყისიდან კი კამერონი შეუდგა სცენარისა და „ავატარის“ ფიქციური სამყაროს დახვეწა-განვითარებას.

ფილმის ოფიციალური ბიუჯეტი $237 მილიონს შეადგენს. სხვა წყაროები იტყობინება, რომ „ავატარის“ გადაღება მიახლ. $280–310 მილიონი დაჯდა, პლიუს $150 მილიონი მარკეტინგისთვის. ფილმი გამოვიდა როგორც ტრადიციული ორ-განზომილებიანი, ისევე 3D (სამ-განზომილებიანი) ფორმატით. „ავატარი“ დიდ გარღვევად შეფასდა კინოწარმოების ტექნოლოგიებში. კამერები, რომლებითაც მას იღებდნენ, სპეციალურად ფილმის შესაქმნელად დამზადდა. კრიტიკულ და კომერციულ წარმატებას ადასტურებს მისი გამოსვლის პირველივე დღეს შემოსული 27 მილიონი დოლარი.

„ავატარის“ პრემიერა 2009 წლის 10 დეკემბერს შედგა ლონდონში, მსოფლიო-მასშტაბით კი 16 დეკემბრიდან გავიდა. საოცრად მოკლე დროში „ავატარმა“ წარმოუდგენელი მოგება ნახა და მსოფლიოს ყველა დროის მაღალ-შემოსავლიან ფილმთა სიაში პირველი ადგილი დაიკავა, უკან ჩამოიტოვა რა ტიტანიკი, რომელიც 12 წლის მანძილზე ფლობდა ამ საპატიო ტიტულს. კამერონის დაპირებისამებრ, 2014 წელს გამოვა „ავატარის“ მეორე ნაწილიც.

სიუჟეტი[რედაქტირება]

2154 წელი. ჯეიკ სალი ყოფილი სამხედროა, რომელიც საზღვაო ძალებში მსახურობდა. ის დაჭრეს ვენესუელაში, რის გამოც ინვალიდის ეტლზე სამუდამოდ მიჯაჭვული დარჩა. მისი ტყუპისცალი ძმა, რომელიც მეცნიერია, აპირებს 4.3 სინათლის წელიწადის მანძილზე არსებულ პლანეტა პანდორაზე, სადაც კორპორაციები მოიპოვებენ მინერალ ანობტანიუმს, რომელიც დედამიწაზე დიდ ფასეულობას წარმოადგენს.

ავატარები წარმოადგენენ გენური ინჟინერიის დახმარებით შექმნილ ჰიბრიდებს, რომლებიც შედგენილები არიან ადამიანის და პლანეტა პანდორას ძირძველი მოსახლეების, ნა’ვის დნმ-ის კომბინირებით. შესაძლოა ავატარის დისტანციურად მართვა - ოღონდ მხოლოდ ისეთი ოპერატორის მიერ, რომლისთვისაც ის იქნა შექმნილი (ან მისი გენეტეკური ტყუპისცალის მიერ).

ჯეიკის ძმა უცნაურ ვითარებაში იღუპება პანდორაზე გაფრენის წინ. ვინაიდან ახალი ავატარის შექმნა ძვირი ჯდება, ჯეიკს (რომელიც ძმის ტყუპისცალია) შესთავაზებენ პლანეტაზე ავატარის მართვას, მიუხედავად იმისა, რომ მას მეცნიერული გამოცდილება არ გააჩნია. თავდაპირველად ის თანხმდება ამაზე, ვინაიდან იმედი აქვს, რომ შესძლებს ოპერაციისათვის ფულის დაგროვებას და კვლავ სიარულს (ჯეიკი ინვალიდის ეტლზეა მიჯაჭვული).

პანდორაზე ჯეიკის ავატარის ამოცანას წარმოადგენს ნა’ვის ტომის მხრიდან სიმპატიებისა და ნდობის გამოწვევა, სინამდვილეში კი მან უნდა დაარწმუნოს აბორიგენები, გადასახლდნენ სხვაგან, ვინაიდან ადამიანების ამოცანებში შედის მათი მთავარი საცხოვრებლის, გიგანტური ხის ქვეშ მდებარე ანობტანიუმის დიდი მარაგის დედამიწაზე გადაზიდვა. ამასთან ერთად, ჯეიკს ავალებენ სხვა სასარგებლო ინფორმაციის მოპოვებასაც, იმ შემთხვევისათვის, თუკი აბორიგენები გაჯიუტდებიან და საჭირო გახდება მათ მიმართ ძალის გამოყენება. ნეიტირი, ულამაზესი აბორიგენი ქალი, ერთ-ერთი ტომის წინამძღოლის შვილი, გადაარჩენს ჯეიკს და სწორედ აქედან მოყოლებული ის შედის ტომთან კონტაქტში. ჯეიკი სწავლობს მათთან ცხოვრებას, მათ ადათ-წესებს და ბრძოლას.

რაც უფრო მეტად უახლოვდებიან ერთმანეთს ჯეიკი და ნეიტირი, მით უფრო პატივს სცემს ის ნა’ვის ჰარმონიულ სამყაროს. მალე კოლონიის მმართველობა გადაწყვიტავს, გააგდოს აბორიგენები. ამავე დროს ჯეიკი ყველაზე მეტად დაახლოებულია ნეიტირისთან. მან იცის, რომ ადამიანების შემოტევა კატასტროფის ტოლფასია. მისი თხოვნა ძალისმიერი საშუალებებით პლანეტის აღებაზე შედეგს არ გამოიღებს. მაშინ ჯეიკი აჯანყებას იწყებს.

თანამოაზრეებთან ერთად იგი იპარავს ავატარების მართვის მოწყობილობებს და გადადის ნა’ვის მხარეს. ის აერთიანებს ნა’ვის ყველა ტომს და ადამიანების წინააღმდეგ აჯანყებს. მწარე ბრძოლის დროს განადგურებულია ჯარების დიდი რაოდენობა და მოკლულია მთავარი მოწინააღმდეგე - პოლკოვნიკი კუორიჩი, რომელიც ნა’ვის განადგურებას აპირებდა. ცოცხლად დარჩენილები გაგდებულები არიან პლანეტიდან დანაგვიანებულ და ბუნებრივი რესურსების გარეშე დარჩენილ დედამიწაზე - იმ პირობით, რომ ანობტანიუმის მოპოვება შეწყდება.

ჯეიკი რჩება აბორიგენებს შორის და საბოლოოდ წყვეტს კავშირს ადამიანურ სხეულთან, გადასახლდება რა ავატარში სიცოცხლის ხის ეივას ბიოლოგიური ენერგიის დახმარებით.

როლები და პერსონაჟები[რედაქტირება]

ადამიანები[რედაქტირება]

  • სემ უორთინგტონი — ჯეიკ სალი, საზღვაო ჯარების ყოფილი სამხედრო, რომელიც ავატარის პროგრამაში მონაწილეობს მას შემდეგ, რაც მისი ტყუპი ძმა მოკლული იქნა.
  • სტივენ ლენგი — პოლკოვნიკი მაილ ქუორიჩი, სამხედრო სამსახურის ერთგული, ფილმის მთავარი უარყოფითი გმირი.
  • სიგურნი უივერი — გრეის ოგასტინი, ასტრობიოლოგი, სალის ზედამხედველი და ნა'ვისთან მოლაპარაკებების მონაწილე. მისი ინიციატივით დაარსებული იქნა სკოლა, რომელშიც ნა'ვის ხალხს ინგლისურ ენას ასწავლიდნენ.[1]
  • მიშელ როდრიგეზი — ტრუდი ჩეკონი — ავატარის პროგრამის მონაწილე პილოტი.[2]
  • ჯოვანი რიბისი — პარკერ სელფრიჯი[3]
  • ჯოელ დევიდ მური — ნორმ სპელმენი — ქსენოანტროპოლოგი[4][5]
  • დილიპ რაო — მაქს პეიტელი — ავატარის პროგრამის მონაწილე მეცნიერი.[6]
ნა'ვი

ჯილდოები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Clint Morris. “Sigouney Weaver talks Avatar“, Moviehole.net, August 2, 2007. წაკითხვის თარიღი: August 2, 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან September 27, 2007-ში. 
  2. Anne Thompson. “Lang, Rodriguez armed for 'Avatar'“, Variety, August 2, 2007. წაკითხვის თარიღი: August 3, 2007. 
  3. Leslie Simmons. “'Avatar' has new player with Ribisi“, The Hollywood Reporter, September 21, 2007. წაკითხვის თარიღი: September 21, 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან October 3, 2007-ში. 
  4. Cameron, James. (2007)Avatar. Avatar Screenings. Fox and its Related Entities. დაარქივებულია ორიგინალიდან May 27, 2010-ში. წაკითხვის თარიღი: May 6, 2010. Archived version May 6, 2010
  5. Lux, Rachel. (December 14, 2009)Close-Up: Joel David Moore. altpress.com. Alternative Press Magazine, Inc. დაარქივებულია ორიგინალიდან May 27, 2010-ში. წაკითხვის თარიღი: May 6, 2010. Archived version May 6, 2010
  6. Lewis Bazley. “Drag Me to Hell Review“, inthenews.co.uk, May 25, 2009. წაკითხვის თარიღი: June 2, 2009. 
  7. Brennan, David. (February 11, 2007)Avatar Scriptment: Summary, Review, and Analysis. James Cameron's Movies & Creations. დაარქივებულია ორიგინალიდან May 27, 2010-ში. წაკითხვის თარიღი: April 29, 2010.
  8. Thompson, Anne. “"Titanic" director sets sci-fi epic for '09“, January 9, 2007. წაკითხვის თარიღი: December 26, 2009. 
  9. 20th Century Fox. “Cameron's Avatar Starts Filming in April“, ComingSoon.net, January 9, 2007. წაკითხვის თარიღი: October 10, 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან August 22, 2008-ში. 
  10. IGN Staff. “Pounder Talks Avatar“, April 30, 2007. წაკითხვის თარიღი: December 25, 2009.