არგო (2012 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„არგო“
დამდგმელი რეჟისორი ბენ აფლეკი
პროდიუსერი ბენ აფლეკი, ჯორჯ კლუნი, გრანტ ჰესლოვი
სცენარის ავტორი კრის ტერიო
როლებში ბენ აფლეკი
ბრაიან კრენსტონი
კომპოზიტორი ალექსანდრ დესპლა
ოპერატორი როდრიგო პრიეტო
მონტაჟი უილიამ გოლდენბერგი
სტუდია GK Films, Smokehouse Pictures
დისტრიბუტორი Warner Bros.
გამოსვლის თარიღი 12 ოქტომბერი, 2012
ხანგრძლივობა 120 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური, სპარსული,
ბიუჯეტი $44,5 მლნ
შემოსავალი $232 325 503

არგო (ინგლ. Argo) — ბენ აფლეკის 2012 წლის ოსკაროსანი მხატვრული ფილმი. დაფუძნებულია ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ოპერატიული მუშაკის, ტონი მენდესის წიგნზე. ის ასახავს 1979 წელს ირანში მომხდარ რეალურ ფაქტს: აშშ-ის საელჩოს ექვსი თანამშრომლის ირანიდან გაყვანის საიდუმლო სპეცოპერაციას.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

1979 წლის 4 ნოემბერს ირანის რევოლუციის შემდეგ ადგილობრივებმა შტურმით აიღეს აშშ-ს საელჩოს შენობა და მძევლად აიყვანეს 52 ამერიკელი. საელჩოს ექვსი თანამშრომელი ახერხებს გაქცევას. ისინი კანადის ელჩის სახლში აფარებენ თავს. აშშ-ის ხელისუფლება ხვდება, რომ მათი პოვნა და დახვრეტა მხოლოდ დროის საქმეა. მათი საიდუმლოდ გაყვანა დაევალება ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ოპერატიული მუშაკს, ტონი მენდესს. მენდესი უსაფრთხო ევაკუაციის საკუთარ გეგმას შეიმუშავებს. გეგმის თანახმად ექვსმა გაქცეულმა ირანის ხელისუფლება უნდა დაარწმუნოს, რომ ისინი კინოში მოღვაწე პირები არიან და ირანში სათავგადასავლო ფანტასტიკურ ფილმ „არგოს“ იღებენ.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსკარი

ოქროს გლობუსი

BAFTA

სეზარი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]