მიუტევებელი (1992 წლის ფილმი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიუტევებელი
ჟანრი ვესტერნი
დამდგმელი რეჟისორი კლინტ ისტვუდი
პროდიუსერი კლინტ ისტვუდი
სცენარის ავტორი დევიდ ვებ პიპლზი
როლებში კლინტ ისტვუდი, ჯინ ჰეკმენი
მუსიკა ლენი ნიჰაუსი
ოპერატორი ჯეკ გრინი
მონტაჟი ჯოელ კოქსი
კინოსტუდია Malpaso Productions
დისტრიბუტორი Warner Bros.
გამოსვლის თარიღი 7 აგვისტო, 1992
ხანგრძლივობა 131 წუთი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $ 14,4 მლნ
შემოსავალი $159 157 447
IMDb პროფილი

მიუტევებელი (ინგლ. Unforgiven) — 1992 წლის ამერიკული ვესტერნი. ფილმის რეჟისორი, პროდიუსერი და მთავარი როლის შემსრულებელია კლინტ ისტვუდი. „უპატიებელი“ გახდა მესამე ვესტერნის ჟანრის ფილმი „სიმარონისა“ და „მგლებთან მოცეკვავის“ შემდეგ, რომელიც წლის საუკეთესო სურათი გახდა ოსკარების დაჯილდოებაზე.

სიუჟეტი[რედაქტირება]

უილიამ მენი ცივსისხლიანი მკვლელი იყო, მაგრამ მორწმუნე ცოლის მოყვანის შემდეგ ცხოვრების წესი შეცვალა და საკუთარ თავში იპოვა ძალა თავი დაენებებინა ჩვეული საქმიანობისთვის. მენი ფერმერი გახდა, მისი ცოლი გარდაიცვალა და მენის ორი შვილი დარჩა აღსაზრდელი. სიღარიბეში მცხოვრები მენი ერთ დღეს ბიჭუნა სკოფილდისგან იღებს წინადადებას, მოკლას ორი კოვბოი, რომელთა მოკვლისთვის სერიზული ჯილდოა დაწესებული. მენი ცდუნებას ვერ უძლებს და სკოფილდთან ერთად კოვბოების მოსაკლავად მიემგზავრება.

როლებში[რედაქტირება]

ჯილდოები[რედაქტირება]

ოსკარი

  1. საუკეთესო ფილმი
  2. საუკეთესო რეჟისორი: კლინტ ისტვუდი
  3. საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში: ჯინ ჰეკმენი

ოქროს გლობუსი

  1. საუკეთესო რეჟისორი: კლინტ ისტვუდი
  2. საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში: ჯინ ჰეკმენი

BAFTA

  1. საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში: ჯინ ჰეკმენი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]