მოსამსახურე (ფილმი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მოსამსახურე.
მოსამსახურე
რეჟისორი ტეიტ ტეილორი
პროდიუსერი კრის კოლუმბუსი
მაიკლ ბარნათანი
ბრანსონ გრინი
სცენარის ავტორი ტეიტ ტეილორი
ნაწარმოები „მოსამსახურე“, ავტორი:
ქეთრინ სტოკეტი
როლებში ვაიოლა დეივისი
ემა სტოუნი
ბრაის დალას ჰოვარდი
ოკტავია სპენსერი
კომპოზიტორი ტომას ნიუმენი
ოპერატორი სტივენ გოლდბლატი
მონტაჟი ჰიუს უინბორნი
კინოსტუდია DreamWorks Pictures
Reliance Entertainment
Participant Media
Imagenation[1]
1492 Pictures
დისტრიბუტორი Touchstone Pictures
გამოსვლის თარიღი 10 აგვისტო 2011 (2011-08-10)
ხანგრძლივობა 146 წთ.
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $25 მილიონი[2]
შემოსავალი $169,058,258[3]
IMDb პროფილი

მოსამსახურე — 2011 წლის კომედიური დრამა, რომელიც დაფუძნებულია კეთრინ სტოკეტის ამავე სახელწოდების წიგნზე. ფილმში მონაწილეობენ ემა სტოუნი, ვაიოლა დეივისი, ოქტავია სპენსერი, ბრაის დალას ჰოვარდი, ჯესიკა ჩესტეინი, სისი სპეისეკი, მაიკ ვოგელი და ელისონ ჯენი. „მოსამსახურემ“ მიიღო დადებითი შეფასებები კინოკრიტიკოსებისგან და მისმა საერთაშორისო შემოსავალმა შეადგინა $169,058,258.

სიუჟეტი[რედაქტირება]

ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა თეთრკანიან ქალბატონზე, ეუხენია „სკიტერ“ ფელანზე და მის ურთიერთობაზე ორ შავკანიან მოსამსახურესთან. ისტორია ვითარდება ქალაქ ჯექსონში, მისისიპი, 1960-იან წლებში. სკიტერი არის ჟურნალისტი, რომელიც გადაწყვეტს დაწეროს წიგნი შავკანიან მოსამსახურეების ცხოვრებაზე, რომელშიც ააშკარავებს რასიზმს თეთრკანიანი ოჯახების მხრიდან.

როლებში[რედაქტირება]

ჯილდოები[რედაქტირება]

ოკტავია სპენსერმა მიიღო ოსკარისა, BAFTA-სა და ოქროს გლობუსის ჯილდოები ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Siegel, Tatiana. "Pic Finds Financial 'Help'." Variety. June 17, 2010.
  2. Kaufman, Amy. “Movie Projector: 'Apes' likely to swing higher than 'The Help'“, Los Angeles Times, August 11, 2011. წაკითხვის თარიღი: August 14, 2011. 
  3. boxofficemojo.com.