ბენჯამინ ბატონის უცნაური ისტორია
| ბენჯამინ ბატონის უცნაური ისტორია | |
ფილმის პოსტერი |
|
| რეჟისორი: | |
|---|---|
| პროდიუსერი: | |
| სცენარის ავტორი: |
სცენარი: |
| მთავარ როლებში: | |
| კომპოზიტორი: | |
| დისტრიბუტორი: |
Paramount Pictures (აშშ) |
| ხანგრძლივობა: |
166 წთ. |
| ქვეყანა: | |
| ენა: |
ინგლისური |
| ბიუჯეტი: |
150,000,000 აშშ დოლარი |
| ვებგვერდი: | |
ბენჯამინ ბატონის უცნაური ისტორია (ინგლ. The Curious Case of Benjamin Button) — 2008 წლის ამერიკული, დრამის ჟანრის ფილმი, რომელიც შეიქმნა 1921 წელს ამავე სახელწოდებით გამოცემული სკოტ ფიტცჯერალდის მოთხრობის მიხედვით. ფილმის რეჟისორია დევიდ ფინჩერი, ხოლო სცენარისტები - ერიკ როთი და რობინ სუიკორდი. ფილმში მთავარ როლებს თამაშობენ ბრედ პიტი და კეიტ ბლანშეტი. ფილმი გამოვიდა 2008 წლის 25 დეკემბერს.
[რედაქტირება] სიუჟეტი
XX საუკუნის დასაწყისში, 80 წლის ასაკში ქვეყანას ევლინება ბენჯამინ ბატონი (ბრედ პიტი), რომელიც ცხოვრობს პირიქით, ანუ იბადება მოხუცად და ყოველ დღე უფრო და უფრო ახალგაზრდავდება. იგი სირთულეს აწყდება, როდესაც შეუყვარდება 30 წლის ქალი (კეიტ ბლანშეტი). ფილმის მოქმედება იწყება პირველი მსოფლიო ომის დროს (სიუჟეტის მიხედვით ბატონი იბადება 1918 წელს, მისი დასრულებისთანავე) და გრძელდება 2005 წლამდე.
[რედაქტირება] ჯილდოები
2009 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე წარდგენილ იქნა 13 ნომინაციაში, მათ შორის – საუკეთესო ფილმისათვის, საუკეთესო რეჟისორისათვის, საუკეთესო მსახიობისათვის და საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობისათვის. ფილმმა მიიღო ოსკარი საუკეთესო მხატვრული გაფორმებისთვის.