საბედისწერო ლტოლვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„საბედისწერო ლტოლვა
Fatal Attraction“
რეჟისორი ედრიენ ლაინი
პროდიუსერი სტენლი ჯაფე
შერი ლენსინგი
სცენარის ავტორი ნიკოლას მეიერი
ჯეიმზ დირდენი
როლებში მაიკლ დუგლასი,
გლენ კლოუზი,
ენ არჩერი
კომპოზიტორი მორის ჟარი
გამოსვლის თარიღი 1987
ხანგრძლივობა 119 წთ
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $14 მილიონი
შემოსავალი $320,145,693[1]

საბედისწერო ლტოლვა (ინგლ. Fatal Attraction) — რეჟისორ ედრიენ ლაინის 1987 წლის თრილერი. ფილმში მონაწილეობენ: მაიკლ დუგლასი, გლენ კლოუზი და ენ არჩერი. საბედისწერო ლტოლვა ნამდვილ ჰიტად იქცა და აშშ-ში 1987 წელს გახდა ერთ-ერთი ყველაზე უხვშემოსავლიანი ფილმი. პოპულარობა მოიპოვა საერთაშორისო დონეზე. კინოკრიტიკოსები ფილმს დადებითად შეხვდნენ. ფილმის პრემიერა გაიმართა 1987 წლის 18 სექტემბერს. წარდგენილი იყო ოსკარზე ექვს ნომინაციაში, მათ შორის: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო მსახიობი ქალი და ქალის მეორეხარისხოვანი საუკეთესო როლი.

დენ გალაგერი არის წარმატებული ადვოკატი და ბედნიერად ცხოვრობს მანჰეტენში. დენი გაიცნობს გამომცემლობაში მომუშავე ალექს ფორესტს, რომელთანაც ვნებიან რომანს გააბავს, მაგრამ ამ ჩვეულებრივ ინტრიგას, რომელსაც დენი მნიშვნელობას არ ანიჭებს, წარმოუდგენელი შედეგები მოჰყვება. ალექს ფორესტი სიყვარულითა და საბედისწერო ლტოლვით არის შეპყრობილი, რომელსაც ფსიქოპატური გადახრები აქვს და დენ გალაგერის დევნასა და შანტაჟს იწყებს.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნომინაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საბედისწერო ლტოლვა. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 2009-09-18.