ემა თომასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ემა თომასი

ემა თომასი 2011 წელს
დაბადების თარიღი ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
პროფესია კინოპროდიუსერი
მეუღლე(ები) კრისტოფერ ნოლანი (1997–დღემდე)

ემა თომასი (ინგლ. Emma Thomas; დ. ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) — ინგლისელ-ამერიკელი კინოპროდიუსერი. ხშირად თანამშრობლობს თავის მეუღლესთან, — ჰოლივუდის კინორეჟისორ კრისტოფერ ნოლანთან. სხვადასხვა დროს პროდიუსირება გაუწია ფილმებს: „ბეტმენი: დასაწყისი“ (2005), „პრესტიჟი“ (2006), „ბნელი რაინდი“ (2008), „დასაწყისი“ (2010), „ბნელი რაინდი: აღზევება“ (2012) და სხვა. სწავლობდა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში,[1] სადაც გაიცნო კრისტოფერ ნოლანი. ერთობლივად დააარსეს კინოკომპანია სახელწოდებით Syncopy Films. ამჟამად ცხოვრობს მეუღლესთან კრისტოფერ ნოლანთან და ოთხ შვილთან ერთად ქალაქ ლოს-ანჯელესში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]