რომაული არდადეგები
| რომაული არდადეგები Roman Holiday |
|
|---|---|
| ჟანრი | კომედია |
| რეჟისორი | უილიამ უაილერი |
| პროდიუსერი | უილიამ უაილერი |
| სცენარისტი | დალტონ ტრამბო |
| როლებში | ოდრი ჰეპბერნი გრეგორი პეკი ედი ალბერტი |
| კომპოზიტორი | ჟორჟ ორიკი ვიქტორ იანგი |
| ოპერატორი | ანრი ალკანი ფრანც პლანერი |
| პრემიერა | 1953 |
| ხანგრძლივობა | 118 წთ |
| ქვეყანა | აშშ |
| ენა | ინგლისური |
| ბიუჯეტი | 1.5 მილიონი აშშ დოლარი[1] |
| შემოსავალი | 12,000,000 აშშ დოლარი[2] |
„რომაული არდადეგები“ (ინგლ. Roman Holiday) — ამერიკელი რეჟისორის, უილიამ უაილერის რომანტიკული კომედია, რომელიც აღწერს ახალგაზრდა პრინცესის და ცინიკური ამერიკელი რეპორტიორის სიყვარულის ისტორიას. პირველი მნიშვნელოვანი როლი ოდრი ჰეპბერნისთვის, რომელმაც მას "ოქროს გლობუსი" და "ოსკარი" მოუტანა.
სექციების სია |
სიუჟეტი [რედაქტირება]
ანა - პრინცესა, რომელმაც უნდა მოინახულოს რამდენიმე ევროპული სახელმწიფო და უნდა მიაღწიოს დიპლომატიურ შეთანხმებებს. ამჯერად ის რომში იმყოფება. მისი ვიზიტები წუთებში არის გათვლილი. მეორე დღეს მან ჯერ ოფიციალური პირები უნდა გაიცნოს, შემდეგ უნდა მიიღოს სხვადასხვა ქვეყნის ელჩები. ეს მისთვის ძალიან დამღლელია, ამიტომ ექიმი ანას დამამშვიდებელს უკეთებს.
პრინცესას სურს, რომ სასახლიდან გაიპაროს და ასეც მოიქცა, ის ღამით მალულად გავიდა და რომის ქუჩებში ღამით მარტო დასეირნობდა. მასზე ექიმის წამალმა გვიან იმოქმედა და მას ქუჩაში დაეძინა. ამერიკელი რეპორტიორი ჯო ბრედლი შუაღამისას კლუბში მეგობრებთან კარტს თამაშობდა. სახლის მიმავალ გზაზე მან პრინცესა ანა ქუჩაში დაინახა, თუმცა მან არ იცოდა, რომ ის პრინცესა იყო. ჯომ ანა ტაქსით საკუთარ სახლში წაიყვანა.
ჯოს, მეორე დღეს, ინტერვიუ აქვს ჩასაწერი პრინცესა ანასთან, თუმცა მას გვიან გაეღვიძება. სამსახურში ის თავისი უფროსისგან მისტერ ხენესისგან იგებს, რომ პრინცესა მოულოდნელად ავად გახდა და პრესკონფერენცია გადაიდო. ჯომ ნახა პრინცესას სურათი და მიხვდა, რომ გუშინ ღამით სწორედ პრინცესა მიიყვანა საკუთარ სახლში. ჯო თავის შეფს დიდი ფულის სანაცვლოდ დაპირდა, რომ ექსკლუზიურ ინტერვიუს აიღებდა პრინცესასგან. ჯომ დასახმარებლად თავის მეგობარს ირვინ რადოვიჩს(ედი ალბერტი) დაურეკა. ირვინი ფოტოგრაფი იყო და მას ანასთვის ფოტოები უნდა გადაეღო.
დილით ანამ ჯოს ცოტაოდენი ფული გამოართვა და ერთმანეთს დაშორდნენ. პრინცესა პარიკმახერთან წავიდა და თმა მოკლედ შეიჭრა. ჯო ანას უკან გაჰყვა და ვითომ შემთხვევით ისინი ისევ შეხვდნენ ერთმანეთს. მათ დღის დარჩენილი ნაწილი ერთად გაატარეს, სეირნობდნენ ქალაქის ქუჩებში, იყვნენ კაფეში, იქ მოწია პირველად ანამ სიგარეტი, იმოგზაურეს ქალაქში სკუტერით. ჯოს მეგობარმა ირვინმა მათ ფოტოები გადაუღო. შემდეგ ისინი პოლიციამ დააპატიმრა, თუმცა ჯომ თქვა,რომ ახალდაქორწინებულები იყვნენ და ისინი გამოუშვეს.
ღამით ანა და ჯო საცეკვაოდ წავიდნენ. იქ პრინცესას უშიშროების აგენტებმა მიაგნეს. ჯოს ანას გაშვება არ უნდოდა და ისინი ერთად წყალში გადახტნენ. სანაპიროზე გავიდნენ და შემდეგ ისევ ჯოს ბინაში დაბრუნდნენ. გვიან ღამით ჯომ ანა საელჩოს ჭიშკრამდე მანქანით მიიყვანა.
პრინცესას ყველა ვიზიტი მომდევნო დღეს გაიმართა. მას დილით ჰქონდა შეხვედრა ჟურნალისტებთან, სადაც კიდევ ერთხელ ნახა ჯო. ირვინმა კი სამახსოვროდ მას სურათები აჩუქა, რომელებიც წინა დღით გადაიღო. ისინი ერთმანეთს ამ პრესკონფერენციის შემდეგ დაემშვიდობნენ.
საინტერესო ფაქტები [რედაქტირება]
- თავდაპირველად ეს ფილმი უნდა გადაეღო ფრენკ კამპას, ხოლო მთავარი როლები უნდა შეესრულებინათ კერი გრანტს და ელიზაბეთ ტეილორს.
- უილიამ უაილერმა ანას როლზე ჯინ სიმონსი მიიწვია თუმცა მაშინ არ დაიწყო ფილმის გადაღებები.
- სცენარისტი დალტონ ტრამბო პოლიტიკური დევნის გამო ინკოგნიტოდ მუშაობდა, მან ამ ფილმის სცენარისთვის "ოსკარი" სიკვდილის შემდეგ 1993 წელს მიიღო.
- 1981 წელს იტალიელებმა გადაიღეს კომედია "უზომოდ შეყვარებული", მთავარ როლებში იყვნენ ადრიანო ჩელენტანო და ორნელა მუტი, ამ ფილმშიც მსგავსი სიუჟეტია. ფილმში ავტობუსის მძღოლს შეუყვარდება პრინცესა.
- 1999 წელს ეს ფილმი შევიდა აშშ-ს კონგრესის ეროვნული ფილმების რეესტრში.
როლებში [რედაქტირება]
- ოდრი ჰეპბერნი - პრინცესა ანა
- გრეგორი პეკი - ჯო ბრედლი
- ედი ალბერტი - ირვინ რადოვიჩი
ჯილდოები და ნომინაციები [რედაქტირება]
ჯილდოები [რედაქტირება]
- 1954 "ოსკარი" — საუკეთესო მსახიობი ქალი (ოდრი ჰეპბერნი), საუკეთესო სცენარი (დალტონ ტრამბო)
- 1954 "BAFTA" — საუკეთესო მსახიობი ქალი (ოდრი ჰეპბერნი)
- 1954 "ოქროს გლობუსი" — საუკეთესო მსახიობი ქალი (ოდრი ჰეპბერნი)
ნომინაციები [რედაქტირება]
- 1954 "ოსკარი" — საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი (უილიამ უაილერი), საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი (ედი ალბერტი)
- 1954 "BAFTA" — საუკეთესო ფილმი, საუკეთესო მსახიობი კაცი (გრეგორი პეკი), საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი (ედი ალბერტი)
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- რომაული არდადეგები — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- რომაული არდადეგები — Allmovie-ზე
- რომაული არდადეგები — Metacritic-ზე
- რომაული არდადეგები — Rotten Tomatoes-ზე
სტატიის