ბეჭდების მბრძანებელი: ბეჭდის საძმო

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბეჭდების მბრძანებელი:
ბეჭდის საძმო
ფილმის ბეჭდის საძმო  კინოპოსტერი
ფილმის ბეჭდის საძმო კინოპოსტერი
რეჟისორი:

პიტერ ჯექსონი

დამდგმელი რეჟისორი:

ფრენ უოლში, ფილიპა ბოიენსი, პიტერ ჯექსონი

პროდიუსერი:

პიტერ ჯექსონი
ბარი მ. ოსბორნი
ტიმ სენდერსი
ფრენ უოლში

სცენარის ავტორი:

ფრენ უოლში
ფილიპა ბოიენსი
პიტერ ჯექსონი
რომანი
ჯ.რ.რ. ტოლკინი

მთავარ როლებში:

ელაიჯა ვუდი
შონ ოსტინი
ვიგო მორტენსენი
იან მაკკელენი
შონ ბინი

კომპოზიტორი:

ჰოვარდ შორი

ოპერატორი:

ენდრიუ ლესნი

მხატვარი:

ალან ლი, ჯონ ჰაუ

კინოსტუდია:

New Line Cinema
Warner Bros. Pictures

გამოსვლის თარიღი:

19 დეკემბერი, 2001

ხანგრძლივობა:

კინოთეატრების ვერსია:
178 წთ.
ვრცელი ვერსია:
208 წთ.

ქვეყანა:

ახალი ზელანდია
აშშ

ენა:

ინგლისური

ბიუჯეტი:

871,368,364 $

შემდეგი:

ორი ციხე-კოშკი

IMDb პროფილი

ბეჭდების მბრძანებელი: ბეჭდის საძმო2001 წლის ფენტეზის ჟანრის ფილმი, გადაღებული რეჟისორ პიტერ ჯექსონის მიერ. ეს ფილმი ეფუძნება ჯ.რ.რ. ტოლკინის რომანს „ბეჭდების მბრძანებელი“, კერძოდ - მის პირველ ნაწილ „ბეჭდის საძმოს“.

ფილმი გამოვიდა 2001 წლის 19 დეკემბერს და დიდი წარმატება იქონია. DVD/Blu-Ray ფორმატში გამოიცა როგორც კინოთეატრებში ნაჩვენები, ასევე ვრცელი, 208 წუთიანი ვერსია, რომელშიც დამატებული იქნა ფილმიდან ამოჭრილი სცენები.

სექციების სია

[რედაქტირება] სიუჟეტი

პროლოგის მსვლელობისას, გალადრიელის ხმა მოგვითხრობს თუ როგორ შეიქმნა მაგიური ბეჭდები. ბოროტი საურონი ქმნის ყველაზე ძლიერ ბეჭედს, რომლითაც ცდილობს შუამიწეთის დაპყრობას. მაგრამ ერთ-ერთ ბრძოლაში მეფე ელენდილის შვილი, ისილდური მას მოჰკვეთავს თითს და მიითვისებს ბეჭედს, მისი განადგურების მაგივრად.

რადგანაც საურონის ძალა დამოკიდებულია ბეჭედზე, მისგან დარჩენილი სული ეძებს ბეჭედს. ამასობაში ბეჭედი ეკარგება ისილდურს და მოხვდება სმეაგოლის, იგივე გოლუმის, საზიზღარი მცოცავი არსების ხელში. მას შემდეგ რაც გოლუმი კარგავს ბეჭედს, მას პოულობს ჰობიტი ბილბო ბეგინსი.

60 წლის შემდეგ ბილბო გადაწყვიტავს მშობლიური მხარის, შაირის დატოვებას, რადგანაც იგი საკმაოდ მოხუცებულია. ბეჭედს, რომელსაც ნებისმიერის გაქრობის თვისება აქვს, იგი უტოვებს ფროდოს, თავის ძმისშვილს. გენდალფი, მისტიური მაგი, შემთხვევით შეიტყობს, რომ მტერი (საურონი და მისი მსახურები) კვლავ ეძებს ბეჭედს. საურონის მიერ გამოგზავნილი შავში ჩაცმული მსახურები მოემართებიან შაირში და გენდალფის მიერ გაფრთხილებული ფროდო, თავის მეგობარ სემ გემჯისთან ერთად ტოვებს შაირს. გზად მათ უერთდებიან მერი და პიპინი, ახლო მეგობრები. გენდალფის დარიგებით ისინი მიემართებიან ბრიში, სადაც გენდალფი მათ უნდა შეხვდეს. მაგრამ ბრიში, ტავერნაში მოცეკვავე პონი ისინი შეიტყობენ, რომ გენდალფი დიდი ხანია არ გამოჩენილა. ტავერნაში ისინი გაიცნობენ მოხეტიალეს, რომელიც არაგორნია, სამეფო ტახტის მემკვიდრე. ღამით ტავერნას აკითხავენ შავოსნები, მაგრამ მოხეტიალე გადაარჩენს ჰობიტებს. იგი არწმუნებს მათ, რომ თავად გენდალფის მეგობარია. მეორე დილით ისინი ტოვებენ ბრის და მიემართებიან რივენდელში, სადაც უნდა გაიმართოს ელრონდის საბჭო.

ამ მოგზაურობისას ფროდო დაჭრილია ანგმარის გრძნეულის მიერ. მოულოდნელად ჩნდება არვენი, ელრონდის ქალიშვილი, რომელიც გადაარჩენს ფროდოს და მიჰყავს იგი რივენდელში. ელრონდი განკურნავს ფროდოს, რომელიც რივენდელში ბილბოს ხვდება.

ელრონდის საბჭოზე გადაწყდება, რომ ბეჭედი უნდა იქნას გადაგდებული მორდორის ქვეყნის მაღალი მთის, ოროდრუინის სიღრმეში, რათა სამუდამოდ განადგურდეს. შედგება ბეჭდის საძმო - არაგორნის, გენდალფის (რომელიც ამასობაში ერთ დროს შუამიწეთის ხალხის მხარეს მდგარმა ბოროტმა სარუმანმა შეიპყრო), ჯუჯა გიმლის, ელფ ლეგოლასის, ბორომორისა და ოთხი ჰობიტის სახით.

ისინი მიემართებიან მორდორისკენ, მაგრამ გზად, მორიის მთის სიღრმეში გენდალფი ვარდება ქვესკნელში დემონ ბალროგთან ბრძოლისას. ამის შემდეგ საძმოს დარჩენილი წევრები თავს ამოჰყოფენ ლოტლორიენში, გალადრიელის სამფლობელოში. იქ, გალადრიელის სარკიდან ფროდო შეიტყობს რომ მისი ბედი შეიძლება უკუღმა დატრიალდეს, თუკი დაშვებული იქნება შეცდომა. ფროდო სულ უფრო რწმუნდება, რომ ბეჭედი მისი ტვირთია.

სარუმანის მიერ შექმნილი ველური ურუკ ჰაის ჯიშის არსებები, ორკებთან ერთად თავს ესხმიან გზად დაბანაკებულ საძმოს. პარალელურად ბორომირი დიდი ცდუნების ქვეშ არის - მან იცის, რომ შეუძლია ფროდოსთვის ბეჭდის წართმევა და საკუთარი მხარის, გონდორის მტრისგან გადარჩენა. მაგრამ აქ ბეჭედი იჩენს თავის თავს და გვიჩვენებს, რომ იგი დიდი წყევლაა. ბორომირი იღუპება ურუკ ჰაიებთან ბრძოლაში, ეს უკანასკნელები იტაცებენ მერისა და პიპინს (რადგანაც სარუმანის ბრძანებაში შედის მცირე ზომის არსებების იზენგარდში, სარუმანის სამფლობელოში მიყვანა), ხოლო ფროდო და სემი, რომლებმაც არ იციან, რა ხდება ტყეში, ტოვებენ იქაურობას და დამოუკიდებლად მიემართებიან მორდორში.

ბორომირი, რომელიც არაგორნის მიმართ უნდობლობას განიცდის, სიკვდილის წინ მას მეფეს უწოდებს, რადგანაც სწორედ არაგორნია სამეფო ტახტის დარჩენილი მემკვიდრე.

არაგორნი, ლეგოლასი და გიმლი დაედევნებიან ურუკ ჰაებს, რათა გადაარჩინონ ორი ჰობიტი.

[რედაქტირება] მსახიობები

[რედაქტირება] განსხვავება წიგნისგან

ჯექსონმა, უოლშმა და ბოიენსმა არაერთხელ შეცვალეს სცენარი, რათა იგი უფრო კომპაქტური ყოფილიყო და პერსონაჟებიც დახვეწილი სახით ყოფილიყვნენ წარდგენილნი. ჯექსონმა ახსენა, რომ მისი მთავარი სურვილი იყო მთელი ყურადღების ფროდოსა და ბეჭედზე გადატანა. ფილმში წარმოდგენილია წინაისტორია, რომელშიც ნაჩვენებია ბეჭდის მოკლე ისტორია და როგორ მოხვდა იგი ბილბოსთან.

ფილმში ისე ჩანს, თითქოს გენდალფის შაირიდან წასვლის და დაბრუნებას შორის მცირე დრო გავიდა, წიგნში კი სინამდვილეში ეს პაუზა შეადგენს 17 წელს. წიგნში ფროდო რამდენიმე თვე ემზადება შაირიდან წასასვლელად, ხოლო ფილმში მას ამისკენ გენდალფი უბიძგებს. ტომ ბომბადილი და რამდენიმე სხვა პერსონაჟი ამოგდებულია. გენდალფის იზენგარდში ყოფნის სცენებში ჩასმულია მისი ბრძოლა სარუმანთან, რომლის როლიც ასევე უფრო დიდია.

წიგნისგან განსხვავებით, არაგორნი თავდაპირველად არ სურს მეფობა. წიგნში ხმალი სახელად ნარსილი მას აღდგენილი სახით მიაქვს თან, როდესაც საძმო რივენდელიდან გადის, მაგრამ ფილმში იგი მას მხოლოდ მესამე ნაწილში, ელრონდის ხელიდან მიიღებს. ასევე უფრო ვრცლად არის ნაჩვენები მისი და არვენის ურთიერთობა. არვენი თავისთავად, ცვლის გლორფინდელს, რომელიც წიგნში ფროდოს გადაარჩენს, მიჰყავს რა იგი რივენდელში. ელრონდი ასევე განსხვავდება წიგნის ელრონდისგან - ფილმში მას ეპარება ეჭვი, რომ ადამიანები გადარჩებიან მეფის გარეშე.

მორიას მთის სცენები იქნა შემოკლებული და შეცვლილი. სარუმანს ამ მომენტში გენდალფთან ტელეპატიური კავშირი აქვს და ერთ-ერთ თავის წიგნში ბალროგის ილუსტრაცის უყურებს.

წიგნი მოულოდნელად მთავრდება - ბორომირის ბედი ჯერ უცნობია, ხოლო ფილმში ჩვენ ვხედავთ მის დაღუპვას და იმას, თუ როგორ ტოვებენ ნაპირს ფროდო და სემი.

[რედაქტირება] შექმნა

ფილმზე მუშაობა ჯექსონმა დაიწყო კრისტიან რივერსთან ერთად. პარალელურად, რიჩარდ ტეილორი და კომპანია Weta Workshop მუშაობდნენ შუამიწეეთის დიზაინზე. ცნობილი გახდა, რომ ჯექსონი ქმნის მაქსიმალურად რეალისტურ შუამიწეთს.

შემდეგ სადიზაინერო ჯგუფს შეუერთდნენ მხატვრები ალან ლი და ჯონ ჰაუ, რომლებიც იქცნენ მთელი ტრილოგიის დამდგმელ მხატვრებად. მათი უპირატესობა იმაში იყო, რომ ისინი უკვე წლების განმავლობაში ქმნიდნენ შუამიწეთური ისტორიების ილუსტრაციებს. თუმცა, ჰაუმ უფრო დიდი ყურადღება გადაიტანა იარაღის შექმნაზე, რადგანაც ეს მისი ჰობი იყო.

რაც შეეხება კოსტიუმებს, შეიქმნა დაახლოებით 19.000, აქედან 40 ტიპის კოსტიუმი თითოეული მსახიობისათვის და მისი დუბლიორისათვის.

[რედაქტირება] მუსიკა

მუსიკა ფილმისათვის დაწერა კომპოზიტორმა ჰოვარდ შორმა. იგი შესრულდა ახალი ზელანდიის სიმფონიური ორკესტრის, ლონდონის ფილარმონიული ორკესტრის, ლონდონის გუნდის და რამდენიმე დამატებითი სოლისტის მიერ. ორი ორიგინალური სიმღერა, Aníron და "May It Be" მომღერალმა ენიამ შეასრულა. ფინალური კომპოზიცია, "In Dreams", სრულდება ედვარდ როსის, ლონდონის ორატორიული სკოლის გუნდის ვოკალისტის მიერ.

[რედაქტირება] გამოცემები

[რედაქტირება] DVD

ფილმი, გარდა ჩვეულებრივი ვერსიისა, ასევე გამოვიდა ვრცელი სახით. ამ ვარიანტში მისი ხანგრძლივობა 208 წუთს წარმოადგენს. ფილმს ემატება დამატებითი კადრები, სპეციალური ეფექტები და მუსიკალური გაფორმებაც.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე