არტისტი (ფილმი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არტისტი
რეჟისორი მიშელ ჰაზანავიჩუსი
პროდიუსერი ტომას ლანგმანი
სცენარის ავტორი მიშელ ჰაზანავიჩუსი
როლებში
კომპოზიტორი ლუდოვიკ ბურსი
ოპერატორი გიიომ შიფმანი
მონტაჟი
კინოსტუდია
დისტრიბუტორი
გამოსვლის თარიღი
ხანგრძლივობა 100 წთ.
ქვეყანა დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
ენა მუნჯი
ინგლისური სუბტიტრებით
ბიუჯეტი 15 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 133,432,856 აშშ დოლარი[1]

არტისტი2011 წლის ფრანგული შავ-თეთრი მუნჯი მხატვრული ფილმი[2][3][4][5]. მისი რეჟისორია მიშელ ჰაზანავიჩუსი. ფილმში მოთხრობილი ამბები მიმდინარეობს 1927-1932 წლებში, ჰოლივუდში. ამ პერიოდში მუნჯი კინო თავის აქტუალურობას კარგავს. სიუჟეტური ხაზის ამ ფონზე ვითარდება მუნჯი ფილმების ძველი მსახიობი მამაკაცისა და ახალგაზრდა მსახიობი ქალის ურთიერთობები.

კრიტიკოსებმა ფილმს არა ერთი მაღალი შეფასება მისცეს. 2011 წელს გამართული კანის კინოფესტივალის ფარგლებში (სადაც ფილმის პრემიერა გაიმართა) ჟან დიუჟარდენი (ჯორჯ ვალენტინი) აღიარეს წლის საუკეთესო მსახიობ მამაკაცად. ფილმი ნომინირებული იქნა ექვს ოქროს გლობუსის ჯილდოზე, საიდანაც სამი მიიღო - საუკეთესო მხატვრული ფილმის, საუკეთესო მუსიკისა და საუკეთესო მსახიობის კატეგორიებში. 2012 წლის იანვარში იგი ნომინირებული იქნა BAFTA-ს 12 ჯილდოზე და მიიღო შვიდი (მათ შორის - საუკეთესო ფილმის, საუკეთესო რეჟისორისა, საუკეთესო მსახიობი მამაკაცისა და საუკეთესო ორიგინალური სცენარის კატეგორიებში). ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოების 10 კატეგორიაში ნომინირებამ მას ხუთი ოსკარი მოუტანა[6], მათ შორის - წლის მსახიობის, წლის რეჟისორისა და წლის საუკეთესო ფილმის კატეგორიებში. 1927 წელს ოსკარზე წარდგენილი „ფრთების“ შემდეგ ეს არის პირველი მუნჯი ფილმი, რომელმაც ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო დაიმსახურა. საფრანგეთში ფილმი ნომინირებული იქნა სეზარის 10 ჯილდოზე და მიიღო ექვსი - საუკეთესო ფილმის, საუკეთესო რეჟისორისა და საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიებში. ფრანგული კინოს ისტორიაში „არტისტი“ იქცა ყველაზე ტიტულოვან ფილმად.[7]

ჯილდოები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]