მკითხველი (ფილმი)
| მკითხველი | |
ფილმის პოსტერი |
|
| რეჟისორი: | |
|---|---|
| სცენარის ავტორი: | |
| მთავარ როლებში: |
კეიტ უინსლეტი |
| კომპოზიტორი: | |
| კინოსტუდია: | |
| გამოსვლის თარიღი: | |
| ხანგრძლივობა: |
124 წთ. |
| ქვეყანა: | |
| ენა: | |
| ბიუჯეტი: |
$ 32 მილიონი |
| შემოსავალი: |
$ 108,901,967 |
| ვებგვერდი: | |
„მკითხველი“ (ინგლ. The Reader) — ოქროს გლობუსის მფლობელი და ოსკარის ნომინანტი 2008 წლის ამერიკული ფილმი – დრამა, რომელიც დაფუძნებულია ბერნარდ შლინკის ამავე სახელწოდების მქონე 1995 წლის გერმანულ რომანზე. ადაპტირებული ფილმის სცენარი დაიწერა დევიდ ჰეირის მიერ, ხოლო რეჟისორია სტეფენ დალდრი. ფილმში მონაწილეობენ კეიტ უინსლეტი და რეიფ ფაინზი ახალგაზრდა მსახიობ დავიდ კროსთან ერთად. ეს იყო პროდიუსერების ენტონი მინგელასა და სიდნი პოლაკის უკანასკნელი ფილმი, რომლებიც გარდაიცვალნენ მის ეკრანებზე გამოსვლამდე. ფილმზე მუშაობა დაიწყო გერმანიაში, 2007 წლის სექტემბერში და ეკრანებზე შეზღუდულად გამოვიდა 2008 წლის 10 დეკემბერს.
ფილმი მოგვითხრობს მაიკლ ბერგის – გერმანელი იურისტის ისტორიას, რომელსაც თინეიჯერობის პერიოდში, 1950-იანი წლების ბოლოს ჰქონდა რომანი უფროს ქალთან – ჰანა შმიტსთან, რომელიც მოგვიანებით გაუჩინარდა და წლების შემდეგ გამოჩნდა, როგორც ერთ-ერთი ბრალდებული საომარ დანაშაულებში, რომლებიც წარმოიქმნა მისი, როგორც საკონცენტრაციო ბანაკის მცველის, მოქმედებების შედეგად ომში. მხოლოდ მაიკლი ხვდება, რომ ჰანა წერა–კითხვის უცოდინარია და შესაძლოა ამას მალავს თავისი თავისუფლების ფასად.
კეიტ უინსლეტმა და დევიდ კროსმა, რომელიც ახალგაზრდა მაიკლს ანსახიერებს, კრიტიკოსებისაგან მიიღეს მაღალი შეფასება თავიანთი თამაშისათვის. ფილმი ნომინირებული იყო რამდენიმე მთავარ კინო-პრემიაზე.