პროდიუსერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პროდიუსერი (ინგლ. producer — „მწარმოებელი“) — სპეციალისტი, რომელიც უშუალო მონაწილეობას იღებს პროექტის წარმოებაში, არეგულირებს (ან ეხმარება რეგულირებაში) ადმინისტრაციული, ტექნოლოგიური, შემოქმედებითი ან იურიდიული მოღვაწეობის ასპექტებს, არეგულირებს პოლიტიკას რაიმე პროექტის შესრულებისას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კინოწარმოებაში პროდიუსერების სისტემა ჩამოყალიბდა XX საუკუნის პირველ ათეულში ჰოლივუდში, როდესაც ბუნებრივი წესით კინოკომპანიების ჩამოყალიბებამ გამოიწვია პირის გამოყოფის აუცილებლობა, რომელიც განახორციელებდა ფილმის გამოშვების პროცესის საერთო ხელმძღვანელობას მის ყველა ეტაპზე, რომელსაც ექნებოდა ყველაზე უფრო ფართე უფლება ტექნიკურ, ფინანსურ და მხატვრულ საკითხებში და პერსონალურად პასუხისმგებელი იქნებოდა პროექტის წარმატებაზე.

სახეობები და თავისებურებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოღვაწეობის სფეროს მიხედვით ისინი იყოფიან:

ყველაზე უფრო ახლოს წარმოების არსთან და საუნდ-პროდიუსერის (ხმის რეჟისორი) დარგთან დგას პირი, რომელიც ახორციელებს ჩაწერის პროცესის ხელმძღვანელობას და აუდიოპროდუქტის შემდგომ დამუშავებას; მისი ფუნქცია არ ითვალისწინებს ფინანსურ და საერთო საორგანიზაციო საკითხებში ჩარევას.

პროდუსერები ტელევიზიაში და კინოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნება „ტელეპროდუსერი “ / „კინოპროდუსერი“ იყოფა რამდენიმე კატეგორიად, რომლებიც მოიცავენ შემდეგ მოვალეობებს:

  • პროდუსერი — ქმნის პირობებს კინოფილმის (ტელესერიალის, ტელეგადაცემის) შექმნისათვის და ახორციელებს მას დასაწყისიდან საბოლოო რეზულტატამდე. პროდუსერი პროექტის განსახორციელებლად პოულობს მომავალი კინო(ტელე)პროექტის იდეას (ლიტერატურულ საფუძველს), აფინანსებს, ერთობლივად აფინანსებს ან ეძებს ინვესტორებს (სპონსორებს, მეცენატებს), აყალიბებს გადამღები ჯგუფის ძირითად შემადგენლობას, მონაწილეობს პროექტის წარმოებაში (განხორციელებაში) მის მთელ ეტაპებზე — კინოს და/ან სარეჟისორო სცენარის დაწერის, მომზადების, გადაღების, სამონტაჟო-ტონირების (ე. წ. პოსტპროდაქშენ), საქმეების ლიკვიდაციის, დისტრიბუციის პერიოდში (მზა ფილმისთვის (ტელესერიალისთვის, ტელეგადაცემისთვის) გზის გაკვალვა საბოლოო მომხმარებლამდე (კინოგამქირავებლებამდე, ტელეარხებამდე, DVD-დიკების გამყიდავ მაღაზიებამდე)).

კომერციულ პროექტებში, სადაც მთავარი ამოცანაა მოგების მიღება, პროდუსერი, როგორც წესი, მთავარ პირს წარმოადგენს, რადგანაც ის პასუხს აგებს პროექტში, მის რეკლამაში და დისტრიბუციაში ჩადებული ფულის ამოღებაზე. მის დიქტატს იძულებულები არიან დაემორჩილონ ადგილობრივი რეჟისორებიც. „საფესტივალო“ პროექტებში პროდუსერი იძულებულია ენდოს დამდგმელ რეჟისორს.

პროდუსერებად შეიძლება მოგვევლინონ კერძო კაპიტალზე დაფუძნებული მსხვილი სტუდიების წარმომადგენლები.

  • აღმასრულებელი პროდიუსერი — მსხვილ პროექტებში სტუდიის წარმომადგენელი ან ერთ-ერთი ხელმძღვანელი, თუმცა ის შესაძლებელია იყოს მსხვილი ინვესტორიც. აკვირდება წარმოების ფინანსურ, ადმინისტრაციულ და შემოქმედებით ასპექტებს, მაგრამ არ მონაწილეობს მის ტექნიკურ მხარეში. მცირე კომპანიებში ან დამოუკიდებელ პროექტებში აღმასრულებელი პროდიუსერი შეიძლება ერქვას შემქმნელს/სცენარისტს. სახელმწიფო დაფინანსების ქვეყნებში (საბჭოთა კინომატოგრაფში) აღმასრულებელი პროდიუსერის მოვალეობას ასრულებენ ფილმის დირექტორები და ადმინისტრატორები.
  • თანაპროდიუსერი — პროდიუსერი, რომელიც ანგარიშს აბარებს აღმასრულებელ პროდიუსერს და წარადგენს ფულს ფილმის ფინანსირებისთვის. ყოველდღიურ წარმოებაში ჩართულია უფრო მეტად, ვიდრე თვითონ პროდიუსერი.
  • ასოცირებული პროდიუსერი — ასრულებს პროდიუსერის წარმომადგენლის როლს, რომელსაც შეუძლია პასუხი აგოს მისი ფინანსური ნაწილის, შემოქმედებით ან ადმინისტრაციულ ფუნქციებზე. ეს მოვალეობები ხშირად ევალება კინოწარმოებაში გამოცდილების მქონე ადამიანს, რომელიც წარმოადგენს კონსულტანტს, ან მას, ვინც შეიტანა მსხვილი ფინანსური ან შემოქმედებითი წილი პროექტში.
  • ასისტენტი პროდიუსერი — მუშაობს ასოცირებული პროდიუსერის ხელმძღვანელობის ქვეშ.
  • სახაზო პროდიუსერი — აკვირდება ფილმის ბიუჯეტს და ყოველდღიურ მუშაობას.
  • ადმინისტრაციული პროდიუსერი — ანგარიშს აბარებს დირექტორთა საბჭოს და წარმოების სხვადასხვა სტადიებისთვის ქირაობს შტატგარეშე მუშაკებს.
  • კრეატიული პროდიუსერი — პასუხს აგებს პროექტის შემოქმედებით ნაწილზე: შემოქმედებითი ჯგუფის შერჩევაზე (დამდგმელი რეჟისორი, მხატვარი, სცენარისტი, ოპერატორი, კომპოზიტორი და ასე შემდეგ), პროექტის მხატვრულ ხელმძღვანელობაზე.[1]
  • საინფორმაციო პროდიუსერი (მასმედია) — ადამიანი, რომელიც პასუხს აგებს პროგრამების საინფორმაციო კონტენტების შევსებაზე.

რეჟისორისგან განსხვავება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროდიუსერი რეჟისორისგან იმით განსხვავდება, რომ რეჟისორი პასუხს აგებს პროექტის მხოლოდ კრეატიულ, შემოქმედებით ნაწილზე, მაშინ როდესაც პროდიუსერი ძირითადად დაკავებულია ფინანსური და საორგანიზაციო საკითხებით. ამას გარდა, იდეალური სქემით, პროდიუსერი მთავარი პასუხისმგებელი პირია მთელი პროექტის წარმატებაზე.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Креативный продюсер Квалификационные требования. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-01. ციტირების თარიღი: 2017-12-19.