ბეჭდების მბრძანებელი: ორი ციხე-კოშკი
| ორი ციხე-კოშკი | |
ფილმის ორი ციხე-კოშკი კინოპოსტერი |
|
| რეჟისორი: | |
|---|---|
| პროდიუსერი: |
პიტერ ჯექსონი |
| სცენარის ავტორი: |
ფრენ უოლში |
| მთავარ როლებში: |
ელაიჯა ვუდი |
| კომპოზიტორი: | |
| ოპერატორი: |
ენდრიუ ლესნი |
| მხატვარი: | |
| კინოსტუდია: | |
| გამოსვლის თარიღი: |
დეკემბერი 5, 2002 |
| ხანგრძლივობა: |
კინოთეატრების ვერსია: |
| ქვეყანა: | |
| ენა: | |
| ბიუჯეტი: |
94 მილიონი $ |
| შემოსავალი: |
925,282,504 აშშ დოლარი |
| წინა: | |
| შემდეგი: | |
ბეჭდების მბრძანებელი: ორი ციხე-კოშკი — 2002 წლის ფენტეზის ჟანრის ფილმი, გადაღებული რეჟისორ პიტერ ჯექსონის მიერ. ეს ფილმი ეფუძნება ჯ. რ. რ. ტოლკინის რომანს „ბეჭდების მბრძანებელი“, კერძოდ - მის პირველ ნაწილს „ორი ციხე-კოშკი“.
ფილმი გამოვიდა 2002 წლის 18 დეკემბერს. კრიტიკოსებმა მას მაღალი შეფასება მიანიჭეს. საერთო შემოსავალმა შეადგინა 900 მილიონ აშშ დოლარზე მეტი. სპეციალური DVD დისკი მისი ვრცელი ვარიანტით გამოიცა 2003 წლის 19 ნოემბერს.
[რედაქტირება] სიუჟეტი
ფროდო (ელაიჯა ვუდი) სემთან (შონ ესტინი) ერთად იწყებს სახიფათო მოგზაურობას მორდორში, საძმოს გარეშე. ნისლში მგზავრები გზააუბნეულები არიან. ერთ-ერთი ღამით მათ თავს ესხმის გოლუმი. მაგრამ ფროდო მას აშინებს ნესტარით, ხმლით, რომელიც მას ბიძამისისგან, ბილბოსგან ერგო. გოლუმი, დაშინებული მისთვის ნაცნობი იარაღით, თავს იკატუნებს და ჰპირდება ფროდოს, რომ მორჩილად ემსახურება. სინამდვილეში მას მხოლოდ ბეჭდის დაბრუნება სურს. ბეჭდის სახელით ფიცის დადებით ის იძულებულია, ჰობიტებს მორდორის გზა უჩვენოს.
როჰანის მთავარ ქალაქ ედორასში მეფე თეოდენი იმყოფება საზარელ გრიმა გესლ-ენას გავლენის ქვეშ (რომელსაც შორიდან სარუმანი ეხმარება). თეოდენს დაკარგული აქვს საღად აზროვნების უნარი, იგი ვეღარ მართავს სამეფოს. სწორედ გრიმას პირდაპირი მითითებით განდევნეს როჰანიდან მეფის დისშვილი ეომერი - ვინაიდან იგი მეფეს მოუწოდებდა, მტრის ჯარებისათვის სათანადო წინააღმდეგობა გაეწია. სწორედ მან, თავის ერთგულ მეომრებთან ერთად გაანადგურა შემდგომში ორკთა ურდო, რომელსაც თან მერი და პიპინი მიჰყავდა. ედორასში ასევე ცხოვრობს ეომერის და, ეოვინი, რომელსაც ტანჯავს მეფის ავადმყოფობა.
მერიადოკი და პერეგრინი ორკების ტყვეობაში იმყოფებიან. ერთ-ერთი ღამით დამშიებულ მტერს მათი შეჭმა სწადია, თუმცა მეთაურს კარგად ახსოვს, რომ სარუმანმა გასცა ბრძანება - ყველა ნახევარკაცი იზენგარდში ცოცხლად უნდა იქნას მიყვანილი. ბანაკში იწყება კამათი და ალიაქოთი, ამ დროს კი ჩნდებიან როჰანიდან დევნილი მხედრები, რომლებიც ანადგურებენ მთელ რაზმს. მერიადოკი და პერეგრინი თავს ფანგორნის ტყეს შეაფარებენ, სადაც მათ იჭერს დიდი ხისებრი არსება, ენტი სახელად ხეწვერა. მას ჰობიტები მიჰყავს უცნობ თეთრ ჯადოქართან.
[რედაქტირება] მუსიკა
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური ვებ-გვერდი
- ბეჭდების მბრძანებელი: ორი ციხე-კოშკი — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- ბეჭდების მბრძანებელი: ორი ციხე-კოშკი — Allmovie-ზე
- ბეჭდების მბრძანებელი: ორი ციხე-კოშკი — Rotten Tomatoes-ზე
- ბეჭდების მბრძანებელი: ორი ციხე-კოშკი — Box Office Mojo-ზე
|
|||||||||||||||||||||
|
|||||||||||||||||||||||||
|
|||||||||||||||||||||||