დასაწყისი (ფილმი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დასაწყისი

კინოფილმის პოსტერი
რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი
პროდიუსერი კრისტოფერ ნოლანი
ემა თომასი
სცენარისტი კრისტოფერ ნოლანი
როლებში ლეონარდო დიკაპრიო
კენ ვატანაბე
ჯოზეფ გორდონ-ლევიტი
მარიონ კოტიარი
ელენ პეიჯი
ტომ ჰარდი
კილიან მერფი
მაიკლ კეინი
კომპოზიტორი ჰანს ციმერი
ოპერატორი უოლი პფისტერი
მონტაჟი ლი სმიტი
სტუდია Syncopy Films
Legendary Pictures
დისტრიბუტორი Warner Bros. Pictures
ხანგრძლივობა 148 წთ.
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 160 მილიონი აშშ დოლარი[1]
შემოსავალი $825,532,764[1]
საიტი: ოფიციალური საიტი
IMDb პროფილი

დასაწყისი (ინგლ. Inception) — 2010 წლის სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმი, რომლის რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარის ავტორია კრისტოფერ ნოლანი. ფილმი მოგვითხრობს ქურდის, დომ კობის შესახებ, რომელიც სიზმრების მეშვეობით იღებს სხვა ადამიანებიდან ინფორმაციას, რომელიც ჩვეულებრივ მიუწვდომელია. ფილმში მთავარ როლს ასრულებენ ლეონარდო დიკაპრიო, კენ ვატანაბე, ჯოზეფ გორდონ-ლევიტი, მარიონ კოტიარი, ელენ პეიჯი, ტომ ჰარდი, კილიან მერფი, მაიკლ კეინი.

ოსკარის 83-ე დაჯილდოებაზე ფილმმა მოიპოვა 8 ნომინაცია, მათ შორის საუკეთესო სურათის კატეგორიაში, თუმცა მოულოდნელად კრისტოფერ ნოლანი ვერ მოხვდა ნომინანტ რეჟისორთა სიაში.[2]

სიუჟეტი[რედაქტირება]

წარსულში სიზმრების არქიტექტორი დომინიკ „დომ“ კობი (ლეონარდო დიკაპრიო) და მისი ბიზნეს-პარტნიორი ართური (ჯოზეფ გორდონ-ლევიტი) ეწევიან კორპორაციულ ჯაშუშობას - სამხედრო ძალების მიერ შემუშავებული მოწყობილობით. ისინი ფილტრავენ სამიზნის ქვეცნობიერს და მოიპოვებენ ინფორმაციას. მათი ერთ-ერთი ახალი მსხვერპლია იაპონელი ბიზნესმენი საიტი (კენ ვატანაბე). გამოიყენება მრავალდონიანი სიზმრები სიზმრებში. ამ სიზმრებიდან გამოღვიძება ხდება მოულოდნელი ხელისკვრით ან სიზმარში სიკვდილით. თუმცა, თუ სიზმარი ესიზმრება პიროვნებას, რომელიც კვდება, სიზმარი „ინგრევა“. სიზმრის ყოფილი ამომღები თან ატარებს ტოტემს - პირად, მცირე ზომის ობიექტს, რომლის მოქმედების შესახებ მხოლოდ მფლობელმა იცის. ტოტემი მას ეხმარება სიზმრისა და რეალობის ერთმანეთისგან გარჩევაში. სხვადასხვა მდგომარეობაში ტოტემი სხვადასხვანაირად მოქმედებს. კობის ტოტემი არის ბზრიალა, რომელიც სიზმრის დროს მუდმივად ბზრიალებს.

საიტოსთან დაკავშირებული ინფორმაციის ამოღებისას ჩნდება მელორი „მოლ“ კობი (მარიონ კოტიარი), კობის გარდაცვლილი ცოლი. მისი მეხსიერების პროექციის მოქმედებით დომის მისია ჩაშლილია. საიტოსგან ცნობილი ხდება, რომ იგი სინამდვილეში აპირებს გუნდის აყვანას, რათა განახორციელოს დასაწყისის რთული ოპერაცია - ჩანერგოს იდეა ერთ-ერთი პიროვნების გონებაში, სანამ უკანასკნელი ქვეცნობიერში იმყოფება.

საიტოს სურს დაანგრიოს ენერგოინდუსტრიის ერთ-ერთი კონგლომერატი, მისი კონკურენტი მორის ფიშერი. ამისათვის იგი აპირებს მისი შვილისა და მემკვიდრის, რობერტ ფიშერის გონებაში ჩანერგოს იდეა, რითაც იგი მამის კუთვნილ კომპანიას დაშლის. კობის წარმატების შემთხვევაში საიტო გამოიყენებს საკუთარ გავლენას, რათა მის წინააღმდეგ საქმე მკვლელობის შესახებ გაუქმდეს და კობი დაბრუნდეს აშშ-ში, შვილებთან. კობი თანხმდება შემოთავაზებაზე და აგროვებს გუნდს. მასში შედიან: იმსი, იგივე გამყალბებელი; იუსუფი, ქიმიკოსი, რომელიც ქმნის მძლავრ დამამშვიდებელს, რითაც ხდება ხანგრძლივი ჩაძინება; არიადნე, არქიტექტურის ფაკულტეტის ახალგაზრდა სტუდენტი, რომელსაც ავალებენ სიზმრების ლანდშაფტებზე ლაბირინთების შექმნას; და ართური, რომელსაც „გამცილებელს“ უწოდებენ.

როლებში[რედაქტირება]

  • ლეონარდო დიკაპრიო - დომ კობი, (ამომღები) გამოცდილი ქურდი, რომელსაც შეუძლია ობიექტი შეიყვანოს საზიარო სიზმარში და შემდეგ მოიპაროს ინფორმაცია მისგან.
  • ჯოზეფ გორდონ-ლევიტი - ართური, (გამცილებელი) დომის ყველაზე სანდო პარტნიორი, რომლის მისიაა ობიექტის შესახებ დეტალების შეგროვება.
  • ელენ პეიჯი - არიადნე, (არქიტექტორი) სტუდენტი, რომელსაც დაიქირავებს დომი მას შემდეგ, რაც კარგავს თავის ძველ არქიტექტორს, ნაშს. მისი მოვალეობაა სიზმრებში შექმნას სამყარო რომელიც სინამდვილეში არ არსებობს.
  • ტომ ჰარდი - იმსი, (გამყალბებელი) დომის ძველი მეგობარი და მისი გუნდის წევრი, რომელსაც შეუძლია სიზმარში მიიღოს სხვა ადამიანის ფორმა და ამის მეშვეობით გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს მათზე.
  • დილეპ რაო - იუსუფი, (ქიმიკოსი) გუნდის წევრი, რომელიც ამზადებს წამლებს გუნდის წევრების საზიარო სიზმარში მოხვედრისთვის.
  • მარიონ კოტიარი - მელორი „მოლ“ კობი, (აჩრდილი) დომის გარდაცვლილი მეუღლე, რომელიც პროექციის სახით აღწევს იმ სიზმრებში, რომლებშიც დომიცაა.
  • კენ ვატანაბე - საიტო, (ტურისტი) აზიელი ბიზნესმენი, რომელიც შესთავაზებს კობს საქმეს, სანაცვლოდ კი აშშ-ში უსაფრთხო დაბრუნებას ჰპირდება.
  • კილიან მერფი - რობერტ ფიშერი, (სამიზნე) საიტოს კონკურენტი, რომელიც მამამისის იმპერიის მემკვიდრე და ჯგუფის სამიზნეა.
  • ტომ ბერენჯერი - პიტერ ბროუინგი, რობერტის ნათლია და ფიშერების კომპანიის მაღალჩინოსანი.
  • პიტ პოსტლთვაითი - მორის ფიშერი, რობერტის მომაკვდავი მამა.
  • ლუკას ჰაასი - ნეში, კობის თავდაპირველი არქიტექტორი, რომელიც არიადნემ ჩაანაცვლა
  • მაიკლ კეინი - მაილსი, დომის მასწავლებელი და სიმამრი.

გადაღება[რედაქტირება]

11 თებერვალს, 2009, გამოქვეყნდა, რომ კრისტოფერ ნოლანი გადაიღებდა ფილმს Warner Bros. Pictures-ისთვის თავისივე სცენარის მიხედვით. გამოსვლის თარიღად 2010 წლის ზაფხული დაიგეგმა. ფილმის პროდიუსერებად თავად კრისტოფერ ნოლანი და მისი მეუღლე ემა თომასი დაინიშნნენ. [3] [4] ზოგიერთი წყაროს მიხედვით მოლაპარაკება Warner Bros. Pictures-სა და ნოლანს შორის ითვალისწინებდა იმას, რომ დასაწყისის შემდეგ ნოლანი დაიწყებდა მუშაობას მილიარდიანი შემოსავლის მქონე ბნელი რაინდის გაგრძელებაზე. [5] 25 თებერვალს Warner Bros. Pictures-მა გამოაცხადა, რომ ფილმი 2010 წელს, 16 ივლისს გამოვიდოდა. [6] მარტის დასაწყისში ფილმს ლეონარდო დიკაპრიო შეუერთდა. [7] აპრილისა და მაისის განმავლობაში კი მნიშვნელოვანი როლებისთვის კასტინგი დამთავრდა. მთავარი როლების შესასრულებლად დაამტკიცეს მარიონ კოტიარი, კილიან მერფი, ელენ პეიჯი, ჯოზეფ გორდონ-ლევიტი, მაიკლ კეინი, კენ ვატანაბე და ტომ ჰარდი. აღსანიშნავია, რომ მერფს, კეინსა და ვატანაბეს უკვე ჰქონდათ ნათამაშები ნოლანის ფილმებში. [8] [9] [10] [11]

პენროუზის კიბე ფილმში წარმოდგენილია, როგორც პარადოქსი, რომლის შექმნაც სიზმარში შესაძლებელია

ფილმის გადაღებისას შესანიღბავად რეჟისორი იყენებდა სათაურს „ოლივერის ისარი“. გადაღებები 6 ქვეყანაში მიმდინარეობდა. თავდაპირველად ის დაიწყო ტოკიოში 2009 წლის 15 ივნისს, სადაც გადაიღეს სცენა ვერტმფრენში, რომლის დროსაც საიტომ კობს საქმე შესთავაზა.[12][13]

ივლისში გადაღებებმა გადაინაცვლა კარდინგტონში, ინგლისი.[12] კარდინგტონის აეროდრომის ანგარში production designer გაი ჰენდრიქს დიასმა, სპეცეფექტების ზედამხედველი კრის კორბოლდმა, და ოპერატორმა უოლი პფისტერმა მოაწყვეს სასტუმროს გრძელი, 360 გრადუსით მბრუნავი დერეფანი, სადაც უნდა გადაღებულიყო სცენა ნულოვანი გრავიტაციის პირობებში. თავდაპირველად დაგეგმილი იყო 40 ფუტიანი (12 მ.) დერეფნის მოწყობა, თუმცა შემდეგ გახდა საჭირო უფრო გრძელი, 100 ფუტიანი (30 მ.) დერეფანი. მბრუნავ დერეფანში გადაღებებისას არ გამოუყენებიათ დუბლიორი, რის გამოც გადაღებებამდე, რამდენიმე კვირის განმავლობაში stunt coordinator ტომ სტრუთერსი და მისი გუნდი ავარჯიშებდა ჯოზეფ გორდონ-ლევიტს. კარდინგტონში დერეფნის გარდა გადაიღეს სასტუმროში მიმდინარე სხვა ეპიზოდებიც.[14] გადაღებები ინგლისში ივლისის ბოლომდე გაგრძელდა და ლონდონსა და მის შემოგარენში რამდენიმე ადგილას მიმდინარეობდა, მათ შორისაა ფლაქსმანის გალერეა, სადაც მიალსმა დომს გააცნო არიადნე.[15] სხვა ადგილებში გადაიღეს იუსუფის ლაბორატორია და სცენა, რომლის დროსაც ართური არიადნეს პენროუზის კიბეს აჩვენებს.

საუნდტრეკი[რედაქტირება]

Inception: Music from the Motion Picture
ფილმის მუსიკა - ჰანს ციმერი
გამოცემის თარიღი July 13, 2010
ჟანრი კლასიკური
ხანგრძლივობა 49:13
ლეიბლი Reprise
ჰანს ციმერი - ქრონოლოგია
Henry IV
(2010)
Inception
(2010)
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Film Score Click Track 4.5/5 stars[16]
Filmtracks 2/5 stars[17]
Movie Music UK 3/5 stars[18]
Movie Wave 5/5 stars[19]
Scorenotes 3.5/5 stars[20]
Tracksounds 4/5 stars[21]
Killerfilm 4/5 stars[22]
Allmusic 4/5 stars[23]

ფილმის საუნდტრეკი ეკუთვნის ჰანს ციმერს, რომელიც ასევე არის კრისტოფერ ნოლანის ბეტმენი: დასაწყისისა და ბნელი რაინდის კომპოზიტორი. ციმერმა სცენარის წაკითხვის შემდეგ გადაწყვიტა შეექმნა ნოსტალგიითა და მწუხარებით აღსავსე მუსიკა.[24] საუნდტრეკში, რომელშიც დომინირებდა სასულე ორკესტრი, ციმერმა ასევე გამოიყენა სიმებიანი საკრავები. მათ შორის 12 სიმიანი გიტარა, რომელზე დაკვრაც ინგლისელმა გიტარისტმა ჯონი მარმა ითავა.[25] ციმერმა მარის შესრულება დაუკავშირა დომ კობს. „ეს გმირი მთელი ფილმის მანძილზე ატარებს შინაგან შფოთვას“ თქვა მარმა იმის ასაღწერად თუ როგორი ხმის დაჭერა სურდა.[24]

ფილმში გამოყენებულია ედიტ პიაფის სიმღერა Non, je ne regrette rien. მაშინ როდესაც მსახიობებს შეუერთდა მარიონ კოტიარი, რომელმაც 2007 წელს შეასრულა ედიტ პიაფის როლი ფილმში ცხოვრება ვარდისფერ ფერებში, ნოლანმა გადაწყვიტა სიმღერა ამოეღო ფილმიდან, თუმცა შემდეგ ციმერმა გადაარწმუნა.[24]

12 აგვისტოს გამოვიდა ორი დამატებითი მუსიკა: „Projections“ და „Don’t Think About Elephants“. Teaser ტრეილერისთვის მუსიკა დაწერა მაიკ ზარინმა, ოფიციალური ტრეილერებისთვის კი ზაკ ჰემსიმ.

ყველა სიმღერის ავტორი — ჰანს ციმერი[26]

Inception: Music from the Motion Picture
# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. Half Remembered Dream   1:12
2. We Built Our Own World   1:55
3. Dream Is Collapsing   2:28
4. Radical Notion   3:43
5. Old Souls   7:44
6. 528491   2:23
7. Mombasa   4:54
8. One Simple Idea   2:28
9. Dream Within a Dream   5:04
10. Waiting for a Train   9:30
11. Paradox   3:25
12. Time   4:35
13. Projections (Bonus Track)   7:04
14. Don't Think About Elephants (Bonus Track)   5:35

ჯილდოები[რედაქტირება]

ოსკარი

  1. საუკეთესო ხმის მონტაჟი: რიჩარდ კინგი
  2. საუკეთესო ხმა: ლორა ჰირშბერგი, გარი რიცო, ედ ნოვიკი
  3. საუკეთესო ოპერატურა: უოლი პფისტერი
  4. საუკეთესო ვიზუალური ეფექტები: პოლ ფრანკლინი, კრის კორბოული, ენდრიუ ლოკლი, პიტერ ბები

BAFTA

  1. საუკეთესო დიზაინი: გეი ჰენდრიქს დიასი, ლარი დიასი, დაგ მოვატი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 Inception. Box Office Mojo. წაკითხვის თარიღი: 2010-07-21.
  2. Nominations by Category - 83rd Awards. წაკითხვის თარიღი: 2011-01-25.
  3. Nolan tackles 'Inception' for WB. Variety (2009-02-11). წაკითხვის თარიღი: 2010-08-08.
  4. http://web.archive.org/20090213115430/www.hollywoodreporter.com/hr/content_display/film/news/e3i15435a14e5c99a2008298c38dea49c30
  5. http://www.batman-on-film.com/BATMAN-3_nolan-on-board-batman3_2-16-09.html
  6. http://www.nolanfans.com/2009/02/25/inception-gets-a-release-date-july-16-2010/
  7. http://www.variety.com/article/VR1118000802.html?categoryid=1236&cs=1
  8. http://www.nolanfans.com/2009/04/02/cotillard-page-and-murphy-look-to-join-inception/
  9. http://screenrant.com/joseph-gordonlevitt-cast-christopher-nolans-inception-ross-6947/
  10. http://screenrant.com/confirmed-michael-caine-in-nolans-inception-ross-6962/
  11. http://screenrant.com/ken-watanabe-tom-hardy-join-nolans-inception-ross-7381/
  12. 12.0 12.1 Inception. Nolan Fans. წაკითხვის თარიღი: 2010-08-06.
  13. Production Notes, 2010, გვ. 13-14
  14. Production Notes, 2010, გვ. 14-16
  15. პიტერ სკირეტა (2009-06-15). Spy Report: Inception Shooting at University College London. Slashfilm. წაკითხვის თარიღი: 2010-08-15.
  16. Lochner, Jim (2010-07-19). "CD Review: Inception". FilmScoreClickTrack.com. Retrieved 2011-03-27.
  17. (2010-07-13). "Filmtracks: Inception (Hans Zimmer)". Filmtracks.com. Retrieved 2011-03-27.
  18. Broxton, Jonathan (2010-07-16). "INCEPTION – Hans Zimmer". MovieMusicUK.us. Retrieved 2011-03-27.
  19. Southall, James (2010-12-31). "Inception". Movie-Wave.net. Retrieved 2011-03-27.
  20. http://scorenotes.com/soundtracks/inception.html/
  21. http://www.tracksounds.com/reviews/inception_hans_zimmer.htm/
  22. Inception: Music from the Motion Picture – Soundtrack Review | KillerFilm
  23. Inception - Hans Zimmer : Songs, Reviews, Credits, Awards : AllMusic
  24. 24.0 24.1 24.2 Hans Zimmer and Johnny Marr talk about the sad romance of 'Inception'. Los Angeles Times (2010-07-20). წაკითხვის თარიღი: 2010-08-16.
  25. Production Notes, 2010, გვ. 25
  26. Monger, James Christopher. Inception – Overview. Allmusic. წაკითხვის თარიღი: July 18, 2010.