გლადიატორი (2000 წლის ფილმი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გლადიატორი.
გლადიატორი
ჟანრი ისტორიული ფილმი
დამდგმელი რეჟისორი რიდლი სკოტი
პროდიუსერი დუგლას ვიკი, დევიდ ფრენზონი, ბრანკო ლუსტიგი
სცენარის ავტორი დევიდ ფრანზონი, ჯონ ლოგანი, უილიამ ნიკოლსონი
ისტორია დევიდ ფრენზონი
როლებში რასელ ქროუ
ხოაკინ ფენიქსი
კომპოზიტორი ჰანს ციმერი, ლიზა ჯერარდი, კლასუ ბადელტი
ოპერატორი ჯონ მატიესონი
მონტაჟი პიეტრო სკალია
კინოსტუდია Scott Free Productions
დისტრიბუტორი Universal Pictures
გამოსვლის თარიღი 5 მაისი 2000
ხანგრძლივობა 155 წთ.
ქვეყანა აშშ, გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 103 მლნ აშშ დოლარი
შემოსავალი 457 მლნ აშშ დოლარი
კინოგიდის პროფილი
IMDb პროფილი

გლადიატორი (ინგლ. Gladiator) — ისტორიული მხატვრული ფილმი. ეკრანებზე გამოვიდა 2000 წლის 1 მაისს. მიღებული აქვს 5 ოსკარი.

სიუჟეტი[რედაქტირება]

მოქმედება ვითარდება ჩვენი წელთაღრიცხვით 180 წელს. მარკუს ავრელიუსის ლეგიონები ემზადებიან გერმანელ ბარბაროსებთან საბღძოლველად. არც იმპერატორს და არც გენერალ მაქსიმუსს არ სურს სისხლისღვრა, მაგრამ მტერი ვერ ეგუება თავიანთი ქვეყნის მონობას და გამოჰყავთ ჯარი ტყიდან. დიდხნიანი, სასტიკი ბრძოლის შემდეგ რომაელები იმარჯვებენ.

ამ დროისათვის რომაელების ბანაკებში მივლენ მარკუს ავრელიუსის შვილები კომოდუსი და ლუცილა. კომოდუსი ფირობს, რომ მის მოხუც მამას სურს მეფობა მას გადასცეს. არადა მარკუს ავრელიუსს სურს მეფობა მაქსიმუსს გადასცეს, რადგან მას შეუძლია დაუბრუნოს რომს ძველი დიდება. მაქსიმუსს არ სურს მეფობა მას უბრალოდ თავის ოჯხში დაბრუნება უნდა, მაგრამ მეფას პირდაპირ პასუხს არ ეტყვის და მოსაფიქრებლად დროს ითხოვს. ამ ამბის გაგების შემდაგ კომოდუსი ბალიშით გაგუდავს მამამისს და მეომრებს უბრძანებს მაქსიმუსის მოკვლას, მაგრამ გენერალი გაქცევას შესძლებს, თუმცა დაიჭრება.

გენერალი მიაღწევს სახლამდე, მაგრამ სახლი გადამწვარი და ცოლ–შვილი მხეცურად მოკლული დახვდება. ცოლ–შვილის დამარხვის შემდეგ დაჭრილი მაქსიმუსი გონებას დაკარგავს და მონათმფლობელის ხელში აღმოჩნდება. მაქსიმუსს გლადიატორად აქცევენ და რომში ათასობით ხალხის თვალწინ ბრძოლას აიძულებენ. მალე მისი საბრძოლო ოსტატობა სახელს მოუტანს.

ამ დროს რომში ჩამოდის კომოდუსი, რომელსაც არც ხალხში და არც სენატში ავტორიტეტი არ გააჩნია. ხალხის სიყვარულის მოსაპოვებლად ის აღადგენს ძვირადღირებულ ორთაბრძოლებს და ხალხს პურს ურიგებს, რაც საერთო ჯამში რომის ეკონომიკას დააქვეითებს. მეფე დაიწყებს გლადიატორების შეგროვებას, მათ შორის მალე მაქსიმუსიც აღმოჩნდება. პირველივე ბრძოლაში გენერალი იმპერატორის ყურადღებს იქცევს. მეფის წინაშე მაქსიმუსი თავის ნამდვილ სახელს იტყვის და შურისძიებას შეპირდება. კომოდუსი ვერ ბედავს მის მოკვლას, რადგან ხალხს უყვარს მაქსიმუსი და მისი სიკვდილით ის აჯანყებას გამოიწვევს. რამდენიმე ბრძოლის შემდეგ ხალხი ყოფილ გენერალს „რომის გადამრჩენელს" შეარქმევს.

სენატი და ლუცილა მაქსიმუსის დახმარებით კომოდუსის წინააღმდეგ აჯანყების მოწყობას ეცდებიან, მაგრამ იმპერატორი ამ ყველაფერს გაიგებს და აჯანყების მონაწილეებს დახოცავს, ხოლო მაქსიმუსს ბეჭში დაჭრის და ჭრილობაშეხვეულს არენაზე თავისთან საბრძოლველად გამოიყვანს. კოლიზეუმზე ბრძოლის დროს კომოდუსი მოკვდება, მაგრამ მაქსიმუსიც სისხლისგან დაიცლება. მაქსიმუსის სიკვდილის შემდეგ ლუცილა ხალხს ეტყვის „ღირს კი რომი მის სიცოცხლედ?".

ფილმი მაქსიმუსის მეგობარი გლადიატორის სიტყვებით მთავრდება „ჩვენ ისევ შევხვდებით, მეგობარო, მაგრამ არა ახლა..."

როლებში[რედაქტირება]

ჯილდოები[რედაქტირება]

ოსკარი

ოქროს გლობუსი

BAFTA

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]