ელისაბედ კედი სტენტონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ელისაბედ კედი სტენტონი

ელისაბედ კედი სტენტონი (12 ნოემბერი, 181526 ოქტომბერი, 1902) — ამერიკელი აქტივისტი, აბოლოციონისტი და ფემინისტი. ქალთა უფლებების აქტიური დამცველი. მისი გრძნობების დეკლარაცია, რომელიც წარმოადგინა სენეკა-ფოლზიში მიმდინარე ქალთა უფლებებისადმი მიძღვნილ პირველ ყრილობაზე, ეფუძნებოდა „დამოუკიდებლობის დეკლარაციას“ და შეიცავდა ქალთა უფლებების დარღვევის 18 პუნქტს.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა ნიუ-იორკში. 1840 წელს ელისაბედ კედი სტენტონი ლონდონში იმყოფებოდა მონობის წინააღმდეგ გამართულ ყრილობაზე, სადაც ქალები მეტად არასასურველები აღმოჩნდნენ, მათ სიტყვით გამოსვლაც კი აუკრძალეს. ამიტომ ელისაბედმა დელეგაციის სხვა მონაწილე ქალებთან ერთად პროტესტის ნიშნად დატოვა სხდომათა დარბაზი.

მისი მეუღლე, ჰენრი სტენტონი ცნობილი აბოლოციონისტი და ადვოკატი იყო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]