უილიამ გოპალავა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უილიამ გოპალავა
შრი-ლანკის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
22 მაისი 1972 – 4 თებერვალი 1978
პრემიერ-მინისტრი   სირიმავო ბანდარანაიკე
მემკვიდრე ჯუნიუს ჯაიევარდენე

დაბადებული 17 სექტემბერი 1897
მატალე ცეილონი
გარდაცვლილი 31 იანვარი 1981
კოლომბო შრი-ლანკა
ეროვნება სინჰალი
მეუღლე სილავათი რამბუკველა გოპალავა
რელიგია ბუდიზმი

უილიამ გოპალავა (ტამილურ ენაზე வில்லியம் கொபல்லாவ, დ. 17 სექტემბერი, 1897, მატალე, ცეილონი - გ. 31 იანვარი, 1981, კოლომბო, შრი-ლანკა) — შრი-ლანკელი პოლიტიკოსი, ცეილონის გენერალ-გუბერნატორი (1962-1972) და ქვეყნის პირველი პრეზიდენტი (1972-1978).


ბიოგრაფია[რედაქტირება]

უილიამ გოპალავა დაიბადა 1897 წლის 17 სექტემბერს მატალეს რაიონის სოფელ დალიუ მაჰა უოლოვაში. დაწყებითი განათლება ამავე სოფლის სკოლაში მიიღო, რის შემდეგაც სწავლობდა კანდის ჯერ წმინდა იოანეს შემდეგ კი ბუდისტურ კოლეჯში. 1920 წელს კი ჩაირიცხა ცეილონის სამართლის სკოლაში.

კარიერა[რედაქტირება]

მისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო მას შემდეგ, რაც 1926 წელს აირჩიეს მატალეს ქალაქის საბჭოში. ამ თანამდებობაზე იგი 1939 წლამდე დარჩა. მის კარიერაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია დიპლომატიურ კარიერას:1958 წლის 18 ივნისს სოლომონ ბანდარანაიკეს მთავრობამ ელჩად დანიშნა ჩინეთის რესპუბლიკაში. 1961 წლის 7სექტემბერს გამოიწვიეს ჩინეთიდან და ელჩად დანიშნეს აშშ-ში. იქ იმუშავა 1962 წლამდე, რის შემდეგაც დანიშნულ იქნა ცეილონის გენერალ-გუბერნატორად. გუბერნატორის სავარძელი ეკავა 1972 წლამდე. 1972 წელს სირიმავო ბანდარანაიკეს ინიციატივით მიიღეს ახალი კონსტიტუცია, რომლის ძალითაც დამთავრდა დიდი ბრიტანეთის მმართველობა და გამოცხადდდა რესპუბლიკა. 1972 წლის 2 მარტს ქვეყანასაც შეუცვალეს სახელი და დაერქვა შრი-ლანკის რესპუბლიკა, უილიამ გოპალავამ კი დაიკავა რესპუბლიკის პრეზიდენტის სავარძელი და აღნიშნულ თანამდებობაზე დარჩა 1978 წლამდე.

ოჯახი[რედაქტირება]

უილიამ გოპალავა დაქორწინდა სილავათი რამბუკველა გოპალავაზე და შეეძინა 5 შვილი. მისი უფროსი ქალიშვილი ჩანდრიკა ცოლად გაჰყვა სირიმავო ბანდარანაიკეს ძმას მაკი რატვატეს. უფროსი ვაჟი კი ცნობილი ბიზნესმენია, ხოლო უმცროსი ვაჟი მონტი გოპალავა, რომელიც მოკლეს 2005 წელს , იყო შრი-ლანკის პარლამენტის ერთერთი ყველაზე პოპულარული წევრი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

წინამორბედი:
'
შრი-ლანკის პრეზიდენტი

19721978
შემდეგი:
ჯუნიუს ჯაიევარდენე