რაზან ზაიტუნეჰი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რაზან ზაიტუნეჰი
დაბადების თარიღი 29 აპრილი, 1977 (1977-04-29) (46 წლის)
სირიის დროშა სირია
მოქალაქეობა ჟურნალისტი, ადვოკატი
ჯილდოები
  • სახაროვის პრემია (2011)
  • ქალთა სიმამაცის საერთაშორისო ჯილდო
  • ანა პოლიტკოვსკაიას სახელობის პრემია (2011)
  • იბნ რუშდის პრემია სიტყვის თავისუფლებისთვის (2012)
  • პეტრა კელის პრემია (2014)
  • ანა პოლიტკოვსკაიას სახელობის პრემია

რაზან ზაიტუნეჰი (არაბ. رزان زيتونة; დ. 29 აპრილი 1977, სირია) — სირიელი ადამიანის უფლებათა დამცველი და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტი. აქტიურად ჩართული იყო 2011 წლის პროტესტებში, რის შედეგად, იძულებული გახდა დამალულიყო მას შემდეგ, რაც სირიის მთავრობა ბრალი დასდო მას უცხოელ აგენტობაში,[1] ხოლო მისი ქმარი დააკავეს.[2] ზაიტუნეჰი იკვლევდა ადამიანის უფლებებს სირიაში, სირიის ადგილობრივი საკოორდინაციო კომიტეტებისთვის.[3]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1999 წელს დაამთავრა სამართლის სკოლა და 2001 წლიდან დაიწყო ადვოკატად მუშაობა. 2001 წლიდან პოლიტიკურ პატიმართა დაცვის ადვოკატთა გუნდის წევრია. იმავე წელს რაზანი „სირიის ადამიანის უფლებათა ასოციაციის“ (HRAS) თანადამფუძნებელი გახდა. 2005 წელს, რაზან ზაიტუნეჰი დააარსა „SHRIL“ (სირიის ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ლინკი), რომლის მეშვეობითაც იგი განაგრძობს სირიაში ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. 2005 წლიდან, რაზან ზაიტუნეჰი ასევე აგრძელებს სირიაში პოლიტპატიმრების ოჯახების მხარდასაჭერად შექმნილი კომიტეტის აქტიურ წევრობას.

2011 წლის 27 ოქტომბერს, რაზანი აზრის თავისუფლებისთვის დაჯილდოვდა სახაროვის სახელობის პრემიით, ოთხ სხვა არაბთან ერთად.[4] ამაზე ადრე დააჯილდოვა ანა პოლიტკოვსკაიას ჯილდოთი.[5] 2013 წელს, რაზან ზაიტუნეჰი დაჯილდოვდა ქალთა სიმამაცის საერთაშორისო ჯილდოთი.[6]

2013 წლის დეკემბერში, პრო-ოპოზიციურ საიტებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზაიტუნეჰი და მისი მეუღლე, ვაელ ჰამადეჰი, ასევე მისი ორი კოლეგა, სამირა ხალილი და ნაზემ ჰამადი, ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ქალაქ დუმასიდან, რომელიც დამასკის ჩრდილოეთით მდებარეობს, გაიტაცეს.[7][8][9] 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით, მათი ადგილსამყოფელი ჯერ კიდევ უცნობია, ხოლო გამტაცებლების ვინაობა გაურკვეველია. თუმცა, გატაცებაში ეჭვმიტანილია ისლამისტური დაჯგუფება — ისლამის არმია.[10]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Syrian Activist In Hiding: 'If We Didn't Believe We Will Win, We Couldn't Bear All This'. Radio Liberty (7 October 2011). ციტირების თარიღი: 27 October 2011.
  2. Beaumont, Peter (21 May 2011). „Syria's defiant women risk all to protest against President Bashar al-Assad“. The Guardian. London. ციტირების თარიღი: 27 October 2011.
  3. Syrian woman activist wins human rights award. Amnesty International (2011-10-07). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-05. ციტირების თარიღი: 2012-01-05.
  4. Three finalists for Sakharov Prize 2011 honouring human rights activists. European Parliament. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ოქტომბერი 2011. ციტირების თარიღი: 27 October 2011.
  5. Razan Zaitouneh (Syria): Winner of the 2011 Anna Politkovskaya Award. Reach All Women in War. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ნოემბერი 2011. ციტირების თარიღი: 27 October 2011.
  6. Dissident Tibetan Writer Wins The US Government 2013 International Women of Courage Award. VOA. ციტირების თარიღი: 4 February 2015.
  7. دي برس. اختطاف الناشطة رزان زيتونه في دوما بريف دمشق. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 მარტი 2019. ციტირების თარიღი: 4 February 2015.
  8. Human Rights advocate Razan Zaitouneh kidnapped near Damascus. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-13. ციტირების თარიღი: 2017-07-30.
  9. Syrian opposition activist Razan Zaitouneh kidnapped at gunpoint. Financial Times. ციტირების თარიღი: 4 February 2015.
  10. Pizzi, Michael. The Syrian Opposition Is Disappearing From Facebook. The Atlantic. ციტირების თარიღი: 8 February 2014.