ელიზაბეტ პერატროვიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელიზაბეტ პერატროვიჩი
დაბადების თარიღი 4 ივლისი, 1911(1911-07-04)[1]
დაბადების ადგილი პიტერსბერგი[2] [3]
გარდაცვალების თარიღი 1 დეკემბერი, 1958(1958-12-01)[1] [3] (47 წლის)
გარდაცვალების ადგილი ჯუნო[1]
მოქალაქეობა აშშ
განათლება Western Washington University[4] , Ketchikan High School[5] და Sheldon Jackson College[6] [3]
ეროვნება ტლინკიტები[1]
მეუღლე/ები Roy Peratrovich[7]
ჯილდოები Alaska Women's Hall of Fame[2] [5]

ელიზაბეტ პერატროვიჩი (ინგლ. Elizabeth Peratrovich) დაბადებით ელიზაბეტ ჯეინ ვანამეიკერი (ინგლ. Elizabeth Jean Wanamaker დ. 4 ივლისი, 1911, პიტერსბერგი, ალასკის ტერიტორია, აშშ — გ. 1 დეკემბერი, 1958, ჯუნო, ალასკის ტერიტორია, აშშ) — ტლინკიტის ხალხის წარმომადგენელი, ალიასკის ძირძველი ხალხის უფლებების აქტივისტი.[8] უფლებადამცველის აქტიური მუშაობის წყალობით, 1945 წელს ალასკას შტატმა მიიღო ანტიდისკრიმინაციის აქტი — პირველი ანტიდისკრიმინაციული კანონი [9] აშშ-ში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალგაზრდობა და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა პიტერსბერგში, მიტკოვის კუნძულზე, ალექსანდრას არქიპელაგში, 1911 წლის 4 ივლისს. დედის მხრიდან ის იყო ტლინკიტის კლანის წევრი ლუკაშადი [10] რავენების ოჯახში. ენდრიუ და მერი ვანამაკერები, რომლებმაც ის იშვილეს, ასევე იყვნენ ტლინკიტები. ანდრია მსახურობდა პრესვიტერიანულ ეკლესიაში მქადაგებლად. ელიზაბეტ ჯეინმა ბავშვობა გაატარა აღმზრდელ მშობლებთან პეტერსბერგსა და კეტჩიკანში. სწავლობდა კერძო შელდონ ჯექსონის კოლეჯში [11] სიტკაში და დასავლეთის განათლების კოლეჯ ბელინგჰემში, ვაშინგტონი (ამჟამად დასავლეთ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ნაწილი).

ქორწინება, ოჯახი და ბოლო წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1931 წლის 15 დეკემბერს ელიზაბეტი დაქორწინდა ტლინკიტ როი პერატროვიჩზე (1908–1989), ვაშინგტონის შტატის საკონსერვო ქარხნის მუშაკზე. ისინი ცხოვრობდნენ ქალაქ Klook-ში.[12]

ქორწინებაში შეეძინა სამი შვილი — ორი ვაჟი, როი უმცროსი და ფრენკ ალენი და ქალიშვილი ლორეტა მარია. ისწრაფოდნენ რა უფრო დიდ შესაძლებლობებისკენ საკუთარი თავისთვის და შვილებისთვის, ისინი გადავიდნენ ჯუნოში, სადაც წააწყდნენ სოციალურ და რასობრივ დისკრიმინაციას ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ.ელიზაბეტმა, როგორც „ალასკის მკვიდრთა პრესვიტერიანული დების“ ხელმძღვანელმა, დაიწყო ბრძოლა აბორიგენების უფლებებისთვის, რის შედეგადაც 1945 წელს ალასკაში მიიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი.

მოგვიანებით პერატროვიჩები გადავიდნენ ანტიგონიშში, ახალი შოტლანდია, კანადა, სადაც როიმ წმინდა ფრენსის ქსავიეს უნივერსიტეტში მიიღო ეკონომისტის ხარისხი.იქიდან ისინი გადავიდნენ დენვერში, კოლორადო, სადაც როი სწავლობდა დენვერის უნივერსიტეტში. 1950-იან წლებში ოჯახი საცხოვრებლად ოკლაჰომაში გადავიდა და შემდეგ ალასკაში დაბრუნდა.

ელიზაბეტ პერატროვიჩი გარდაიცვალა სიმსივნით 1958 წლის 1 დეკემბერს. იგი დაკრძალულია ჯუნოს ევრგრინის სასაფლაოზე.

ანტიდისკრიმინაციული კანონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1941 წელს, ჯუნოში ყოფნისას, პერატროვიჩის ოჯახი რასობრივი დისკრიმინაციის წინაშე აღმოჩნდა. იმის გამო, რომ ისინი ალასკის მკვიდრნი იყვნენ, მათ უარი ეთქვათ ღირსეულ საცხოვრებელზე, მათ შვილებს უარი უთხრეს კარგ განათლებაზე და შეზღუდული იყო საზოგადოებრივ ადგილებში წვდომა, როგორიცაა რესტორნები და კინოთეატრები.პერატროვიჩებმა ტერიტორიულ გუბერნატორს, ერნესტ გრინინგს მიმართეს, მიეღო კანონი, რომელიც აკრძალავდა ალასკაში საჯარო ადგილებში აეკრძალა აბრები, რომლებზეც ეწერა „ცხოველებს და ინდიელებს ეკრძალებათ შესვლა“. 1943 წელს, ადგილობრივ წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონი ალიასკის მკვიდრთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 19 წევრმა,მხოლოდ 5 იყო წინააღმდეგი.

1945 წელს ტერიტორიულ სენატში გაიმართა დისკუსია კანონის შესახებ. სენატორი ალენ შატუკი განსაკუთრებით მკაცრი იყო, როდესაც თქვა: „რასები ერთმანეთისგან შორს უნდა იყვნენ.ვინ არიან ეს ცოტა ხნის წინ ველურობიდან გამოსული ხალხი, ვისაც სურს ჩვენთან ასოცირება, თეთრკანიანებთან, რომელთა უკან დგას წერილობითი ცივილიზაციის ხუთი ათასი წელი?" ელიზაბეტი ბოლო გამომსვლელი იყო და მან სენატორს უთხრა: „არ მეგონა, რომ მე, ახლახან გამოვედი ველურობიდან, უნდა შევახსენო ბატონებს, რომელთა უკანაც ხუთი ათასი წლის წერილობითი ცივილიზაცია დგას ჩვენი უფლებების შესახებ“. მისმა მხურვალე გამოსვლამ შედეგი გამოიღო: 11-მა წევრმა მხარი დაუჭირა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას, მხოლოდ 5 იყო წინააღმდეგი. კანონპროექტს ხელი მოაწერა გუბერნატორმა.[13]

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1988 წლის 6 თებერვალს ალასკას საკანონმდებლო ორგანომ გამოაცხადა 16 თებერვალი, დღე, როდესაც 1945 წელს აქტი ძალაში შევიდა დისკრიმინაციის წინააღმდეგ, როგორც „ელიზაბეტ პერატროვიჩის დღე“.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]