ჯეიმზ ბოლდუინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯეიმზ ბოლდუინი
დაბ. თარიღი 2 აგვისტო, 1924
დაბ. ადგილი ნიუ-იორკი
გარდ. თარიღი 1 დეკემბერი, 1987
გარდ. ადგილი სენ-პოლ-დე-ვანსი
საქმიანობა მწერლობა
ეროვნება ამერიკელი
ჟანრი რომანი, ესსე

ჯეიმზ ბოლდუინი (ინგლ. James Baldwin; დ. 2 აგვისტო, 1924, ნიუ-იორკი — გ. 1 დეკემბერი, 1987, სენ-პოლ-დე-ვანსი) — ამერიკელი მწერალი და პუბლიცისტი. შავკანიანთა უფლებებისათვის აქტიური მებრძოლი. 1946-1956 წლებში ცხოვრობდა ევროპაში. რომანებში „წადით, ეს მთიდან აუწყეთ“ (1953), „ჯოვანის ოთახი“ (1956), „სხვა ქვეყანა“ (1962) ასახავს შავკანიანთა ბრძოლას თავისუფლებისათვის, პიროვნების ბედს თანამედროვე ბურჟუაზიულ საზოგადოებაში. ბოლდუინის პუბლიცისტური ნაწერებიდან აღსანიშნავია „ამერიკის მკვიდრის შენიშვნები“ (1955), „ჩემი სახელი არავინ უწყის“ (1962), „ხვალ კი ხანძარი“ (1963), ავტორია აგრეთვე დრამისა „ბლიუზი მისტერ ჩარლისთვის“ (1963), მოთხრობების კრებულისა „კაცის სანახავად წასვლა“ (1965), რომანებისა „მითხარ, რამდენი ხანია გავიდა მატარებელი“ (1968), „ბიილსტრიტს რომ ენა ჰქონოდა“ (1974), გახმაურებული პუბლიცისტური წიგნისა „არა იყოს სახელი მისი პირსა ზედა გარეგანსა“ (1972) და სხვა. მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობის შემდეგ ბოლდუინმა პროტესტის ნიშნად კვლავ დატოვა ამერიკა.

ლიტერატურა[რედაქტირება]