ტომას პეინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტომას პეინი
დაბ. თარიღი 9 თებერვალი, 1737
დაბ. ადგილი თეტფორდი, დიდი ბრიტანეთი
გარდ. თარიღი 8 ივნისი, 1809
გარდ. ადგილი ნიუ-იორკი, აშშ
საქმიანობა მწერალი, პუბლიცისტი
ეროვნება ამერიკელი
პერიოდი XVIII-XIX საუკუნე

ხელმოწერა

ტომას პეინი (ინგლ. Thomas Paine; დ. 9 თებერვალი, 1737, თეტფორდი, დიდი ბრიტანეთი – გ. 8 ივნისი, 1809, ნიუ-იორკი, აშშ) — აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მწერალი და პუბლიცისტი. XVIII საუკუნის განმანათლებლობის რევოლუციური ფრთის წარმომადგენელი. 1774 წელს პეინი გაემგზავრა ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც მონაწილეობა მიიღო ამერიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. 1777-79 წლებში იყო აშშ-ის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის მდივანი. 1781 წელს მონაწილეობდა მოლაპარაკებაშისაფრანგეთის მთავრობის მიერ ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიებისადმი დახმარების გაწევის შესახებ. 1787 წელს საცხოვრებლად გადავიდა ევროპაში, სადაც წერს ტრაქტატს "ადამიანის უფლებები" (1791-92), რომელშიც იცავს საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის პრინციპებს, ავითარებს ხალხის სუვერენიტეტისა და რესპუბლიკანიზმის იდეას.

წიგნში "აგრარული სამართალი" (1797) პეინი კიცხავდა საკუთრების განაწილების სისტემას და მიუთითებდა, რომ კაპიტალისტები მუშების შრომით მდიდრდებიან. პეინი ათეისტური ტრადიციის ერთ-ერთი ფუძემდებელია ამერიკაში. ნაშრომში " "გონების საუკუნე" (1794) იგი გონების ძალას უპირისპირებდა რელიგიურ ცდუნებას. 1802 წელს პეინი დაბრუნდა ამერიკაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: