მაჰათჰირ მოჰამადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაჰათჰირ მოჰამადი
მაჰათჰირ მოჰამადი
მალაიზიის მე-7 პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 მაისი, 2018 – 29 თებერვალი, 2020
წინამორბედინაჯიბ ტუნ რაზაკი

მალაიზიის მე-4 პრემიერ-მინისტრი
წინამორბედიჰუსეინ ონი
მემკვიდრეაბდულა აჰმად ბადავი

დაბადებული10 ივლისი, 1925
ალორ-სეტარი
პოლიტიკური პარტიამალაიის გაერთიანებული ეროვნული ორგანიზაცია, მალაიზიის მიწის შვილების გაერთიანებული პარტია
მამამოჰამად ისკანდარი
მეუღლესიტი ჰასმა მოჰამედ ალი
შვილები3
განათლებამალაიის უნივერსიტეტი, სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტი
პროფესიაექიმი
რელიგიაისლამი
ხელმოწერა

მაჰათჰირ მოჰამადი (მალ. Mahathir Mohamad; დ. 10 ივლისი 1925, ალორ-სეტარი, მალაიზია) — მალაიზიის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, მალაიზიის პრემიერ-მინისტრი 1981 წლის 16 ივლისიდან 2003 წლის 31 ოქტომბრამდე და 2018 წლის 10 მაისიდან 2020 წლის 29 თებერვლამდე. პოლიტიკურად ხანგრძლივად აქტიური. მისი კარიერა უკვე 50 წელზე მეტია გრძელდება. მალაიზიის მიწის შვილების გაერთიანებული პარტიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი 2016 წლის 7 სექტემბრიდან. 2018 წელს კვლავ აირჩიეს პრემიერ-მინისტრად, მაგრამ ახლა უკვე ოპოზიციური პარტიის „იმედის“ რიგებიდან, რომელმაც დამაჯერებელ წარმატებას მიაღწია 2018 წლის მაისში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა სკოლის მასწავლებლის ოჯახში ქალაქ ალორ-სეტარში, კედაჰის შტატი. განათლებით ექიმი. 1953 წელს დაასრულა მალაიის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. 1957 წლამდე მუშაობდა სამოქალაქო ადმინისტრაციაში, მოგვიანებით კერძო სამედიცინო პრაქტიკა დაიწყო.

1946 წელს შევიდა ახლად დაარსებული პარტიის, მალაიის გაერთიანებული ეროვნული ორგანიზაციის რიგებში. სწორედ ამ პარტიის რიგებიდან გახდა პარლამენტის წევრი 1964 წელს. 1969 წელს პრემიერ-მინისტრ აბდულ რაჰმანის პოლიტიკის კრიტიკის გამო გააძევეს პარტიიდან და დეპუტატის მანდატიც ჩამოართვეს. მალევე დაწერა წიგნი „მალაიის დილემა“, რომელიც ქვეყანაში ეგრევე აკრძალეს.

1972 წელს ახალმა პრემიერ-მინისტრმა აბდულ რაზაკმა აღუდგინა პარტიის წევრობა და ერთი წლის შემდეგ დანიშნეს სენატორად. 1974 წლიდან განათლების მინისტრი და პარლამენტის დეპუტატია. მინისტრობის დროს გაამკაცრა სახელმწიფო კონტროლი უნივერსიტეტებზე, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია უნივერისტეტებში. 1975 წლიდან პარტიის სამიდან ერთ-ერთი პრეზიდენტია. 1976 წლიდან 1981 წლამდე პრემიერ-მინისტრის მოადგილეა, ამავდროულად 1978-1981 წლებში ვაჭრობისა და მრეწვწლობის მინისტრია.

1981 წლის 16 ივლისიდან 2003 წლის 31 ოქტომბრამდე მალაიის გაერთიანებული ეროვნული ორგანიზაციის პრეზიდენტი და ქვეყნის პრემიერ-მინისტრია (პირველი ადამიანი ამ თანამდებობაზე, რომელიც არ სწავლობდა დიდ ბრიტანეთსი და არ ჰქონდა მალაიის სამეფო დინასტიის ფესვები). მისი ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო 21 პოლიტპატიმრის ამნისტია და თავისი მოკავშირის მუსა ჰითამის პრემიერ-მინისტრის მოადგილედ დანიშვნა. 1982 წლის არჩევნების შემდეგ გაამაგრა ცენტრალური ხელისუფლება ქვეყანაში, რამაც გამოიწვია მისი კონფლიქტი ზოგიერთი შტატის სულთანთან. მოახდინა ავიაკომპანიის, ტელეკომუნიკაციებისა და კომუნალურების პრივატიზება.

მისი პარტია წარმატებას აღწევს 1986 წლის არჩევნებში (მიიღო ხმების 57,3 % და 148 ადგილი 177 ადგილიან პარლამენტში). მისთვის ასევე წარმატებულია 1990 წლის არჩევნები (მიიღო ხმების 53,4 % და 127 ადგილი 180 ადგილიან პარლამენტში). 1995 წლის საპრლამენტო არჩევნებიც მისი პარტიის ტრიუმფით დასრულდა, პარტიამ მიიღო ხმების 65,2 % და 162 ადგილი 192 კაციან პარლამენტში. 1997-1998 წლების აზიის ფინანსური კრიზისის დროს უარი თქვა მკაცრ ფინანსურ-საკრედიტო და ფისკალურ პოლიტიკაზე მსოფლიო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ. ამის შედეგად მალაიზია ყველაზე სწრაფად გამოვიდა პოლიტიკური კრიზისიდან ვიდრე აზიის სხვა ქვეყნები. ეს იყო მაჰათჰირ მოჰამადის პოლიტიკური ტრიუმფი. 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დასავლეთის ქვეყნებმა და აშშ-მ მხარი დაუჭირა ოპოზიციას, მაგრამ მმართველმა პარტიამ მიიღო ხმების 56,5 % და 147 ადგილი 192-დან.

2003 წლის 31 ოქტომბერს გადადგა. 2007 წელს მონაწილეობდა ბოსნია და ჰერცეგოვინის კონფლიქტის დარეგულირებაში, რის გამოც წარდგენილი იყო ნობელის პრემიაზე[1]. 2018 წლის 10 მაისს აირჩიეს პრემიერ-მინისტრად. 2014 წელს გამოთქვა ვარაუდი, რომ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი მოაწყო არა მუსულმანმა ტერორისტებმა, არამედ აშშ-ის მტავრობამ და სპეცსამსახურებმა[2].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]