კომოს პროვინცია
| ქვეყანა | |
| სტატუსი | პროვინცია |
| შედის | ლომბარდიის რეგიონში |
| მოიცავს | 160 კომუნას |
| ადმინ. ცენტრი | კომო |
| მოსახლეობა (2008) | 582 736 |
| სიმჭიდროვე | 452,4 კაცი/კმ² |
| ფართობი | 1 288 კმ² |
| სატელეფონო კოდი | 031 0344 02 0331 |
| საფოსტო ინდექსები | 22100 |
| ავტომ. სანომრე ნიშნები | CO |
| Province of Como | |
კომოს პროვინცია (იტალ. Provincia di Como) — პროვინცია ჩრდილოეთ იტალიაში, ლომბარდიის რეგიონში. დედაქალაქია კომო. პროვინციის ფართობი 1 288 კმ²-ია, მოსახლეობა 582 736 (2008). შედგება 160 კომუნისგან.
ჩრდილოეთით ესაზღვრება შვეიცარია, აღმოსავლეთით — სონდრიოს და ლეკოს პროვინციები, სამხრეთით — მილანის, დასავლეთით კი ვარეზეს პროვინცია. კომოს პორვინციას მიეკუთვნება ასევე კომუნა კამპიონე-დ’იტალია, რომელიც იტალიის ანკლავს წარმოადგენს შვეიცარიის ტერიტორიაზე, ტიჩინოს კანტონში.
პროვინციის ტერიტორიას ფარავენ ბერგამოს ალპები და გორაკ-ბორცვები, წყლის ყველაზე მნიშვნელოვანი მარაგია მყინვარული წარმოშობის კომოს ტბა. ეს პროვინცია ასევე იმითაა ცნობილი, რომ აქ ცხოვრობდა ალესანდრო ვოლტა, რომელმაც 1800 წელს ელექტრო-ბატარეა გამოიგონა.
[რედაქტირება] კომუნები
2010 წლის მონაცემებით, მოსახლეობის რაოდენობის მხრივ ძირითადი კომუნებია:
| კომუნა | მოსახლეობა |
|---|---|
| კომო | 83 144 |
| კანტუ | 36 742 |
| მარიანო-კომენსე | 21.844 |
| ერბა | 16 874 |
| ოლჯატე-კომასკო | 10 893 |
| ლურატე-კაჩივიო | 10 052 |
| ჩერმენატე | 8 772 |
| ფინო-მორნასკო | 8 748 |
| ტურატე | 8 389 |
| ლომაცო | 8 329 |
| ინვერიგო | 8 280 |
| მოცატე | 7 494 |
| აპიანო-ჯენტილე | 7 236 |
| კაბიატე | 7 100 |
| ჩერნობო | 7 036 |
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური ვებ-გვერდი (იტალიური)
|
||||||||