ლაციო
| გერბი |
დროშა |
| ქვეყანა | |
| სტატუსი | რეგიონი |
| ადმინ. ცენტრი | რომი |
| მოსახლეობა (2011) | 5 732 212 |
| სიმჭიდროვე | 332,6 კაცი/კმ² |
| ფართობი | 17 236 კმ² |
| დროის სარტყელი | |
| ოფიციალური საიტი | |
| Lazio | |
ლაციო (იტალ. Lazio; ლათ. Latium) — რეგიონი ცენტრალური იტალიის დასავლეთ ნაწილში. იგი წარმოადგენს ძველი ლათინების განსახლების არეალს ძვ.წ. X ს-დან. რომაელები ცხოვრობდნენ ძვ.წ. IV ს-დან. დაახლოებით 5,7 მლნ მცხოვრებითა და 170 მლრდ მშპ-ით, ლაციო ქვეყნის მესამე ყველაზე დასახლებული და მეორე ყველაზე მდიდარი რეგიონია. იგი მოიცავს რომს, იტალიის დედაქალაქსა და უმსხვილეს ქალაქს.
სექციების სია |
[რედაქტირება] გეოგრაფია
ლაციოს ფართობი 17 236 კმ²-ია და ესაზღვრება ქვეყნის სხვა რეგიონები: ტოსკანა, უმბრია და მარკე — ჩრდილოეთით, აბრუცი და მოლიზე — აღმოსავლეთით, კამპანია — სამხრეთით, ხოლო დასავლეთით კი ტირენიის ზღვა. რეგიონის რელიეფი ძირითადად დაბლობი და გორაკ-ბორცვიანია, პატარა მთიანი არეალებით აღმოსავლეთ და სამხრეთ რაიონებში.
ლაციოს სანაპირო ზოლი ძირითადას ქვიშიანი პლაჟებისგან შედგება. სამხრეთ სანაპიროს გასწვრივ მდებარეობს პონციანის კუნძულები, რომლებიც ადმინისტრაციულად ლაციოს შემადგენლობაში შედის. ჩრდილოეთით, სანაპირო ზოლს მიღმა, გადაჭიმულია მარემას სანაპირო ვაკე, რომელიც კომუნა ჩივიტავეკიასთან ტოლფის მტებით (616 მ) წყდება. რეგიონის ცენტრალური ნაწილი უჭირავს რომის კამპანას (იტალ. campagna romana) — 2 100 კმ² ფართობის ვრცელ ალუვიურ ვაკეს, რომელიც გარს ერტყმის დედაქალაქ რომს. სამხრეთის რაიონები ხასაითდება აგრო-პონტინოს ვაკეებით, რომლებიც ერთ დროს ჭაობიანი და მალარიის გავრცელების არეალი იყო, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში წყალს გამოსტაცეს.
[რედაქტირება] ადმინისტრაციული დაყოფა
ლაციოს რეგიონი ადმინისტრაციულად 5 პროვინციად იყოფა:
| პროვინცია | ფართობი (კმ²) | მოსახლეობა | სიმჭიდროვე (კაცი/კმ²-ზე) |
|---|---|---|---|
| ფროზინონე | 3,244 | 496,545 | 153.1 |
| ლატინა | 2,251 | 543,844 | 241.4 |
| რიეტი | 2,749 | 158,545 | 57.7 |
| რომი | 5,352 | 4,097,085 | 765.5 |
| ვიტერბო | 3,612 | 314,690 | 87.1 |
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური ვებ-გვერდი (იტალიური)
- რეგიონის ოფიციალური ტურისტული ვებ-გვერდი
- Sito ufficiale del Consiglio Regionale del Lazio
- Parchi del Lazio
|
|||||||
სტატიის