მილანის პროვინცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მილანის პროვინცია
Provincia di Milano
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
სტატუსი პროვინცია
შედის ლომბარდიის რეგიონში
მოიცავს 134 კომუნას
ადმინისტრაციული ცენტრი მილანი
მოსახლეობა (2010) 3 156 694 კაცი
სიმჭიდროვე 2 004,3 კაცი/კმ²
ფართობი 1 575 კმ²
მილანის პროვინცია რუკაზე
ავტომობილის
სანომრე ნიშნები
MI
Commons-logo.svg ვიკისაწყობში Province of Milan

მილანის პროვინცია (იტალ. Provincia di Milano) — პროვინცია იტალიაში, ლომბარდიის რეგიონში. დედაქალაქია მილანი. პროვინციის ფართობი 1 575 კმ²-ია, მოსახლეობა 3 156 694 (2010). შედგება 134 კომუნისგან.

პროვინციის ტერიტორია საკმაოდ მაღალურბანიზებულია, რაც განაპირობებს მის მესამე ადგილს იტალიის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ პროვინციებს შორის. აქ 1 კმ²-ზე 2,000 ადამიანი ცხოვრობს და მხოლოდ ნეაპოლისა და მონცა და ბრიანცის პროვინციებს ჩამორჩება, რომლებიც 2004 წელს მილანის პროვინციის აღმოსავლეთ ნაწილების გამოყოფის შედეგად შეიქმნა.

კომუნები[რედაქტირება]

ცხრილში მოეცმულია მოსახლეობის რაოდენობის მხრივ მოწინავე პირველი ათი კომუნა:

# კომუნა მოსახლეობა ფართობი
(კმ²)
სიმჭიდროვე
(ად/კმ²)
სიმაღლე
(ზღვის დონე მ)
მილანი 1 326 734 181,76 7 299 122
სესტო-სან-ჯოვანი 81 296 11,74 6 925 140
ჩინიზელო-ბალზამო 74 017 12,7 5 828 154
ლენანო 59 351 17,72 3 349 199
რო 50.688 22,32 2.271 158
კოლომო-მონცეზე 47 806 8,46 5 651 134
პადერნო-დუნანო 47 735 14,1 3 385 163
როცანო 41 393 13,01 3 182 103
სან-ჯულიანო-მილანეზე 36 944 30 71 1 203 98
10° პიოლტელო 36 552 13,1 2 790 156

ეკონომიკა[რედაქტირება]

მილანის პროვინცია თავის დედაქალაქ მილანთან ერთად იტალიის ეკონომიკურად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროვონციაა. ქვეყნის 200 უმსხვილესი კომპანიიდან დაახლოებით ნახევარს სწორედ აქ აქვს შტაბ-ბინა. 1910 წელს მილანში ალფა რომეოს საავტომობილო ქარხანა დაარსდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]