ტიჩინოს კანტონი
| გერბი |
|
| ქვეყანა | |
| სტატუსი | კანტონი |
| ადმინ. ცენტრი | ბელინცონა |
| მსხვილი ქალაქი | ლუგანო |
| ოფიც. ენები | იტალიური |
| მოსახლეობა (2010) | 333 753 კაცი |
| სიმჭიდროვე | 120 კაცი/კმ² |
| ფართობი | 2 812,2 კმ² |
| სიმაღლე ზღვის დონიდან - უმაღლესი წერტილი - ყველაზე დაბალი წერტილი |
3 402 მ 195 მ |
| აბრევიატურა | TI |
| ოფიციალური ვებ-გვერდი | |
| Ticino | |
ტიჩინო (იტალ. Ticino) — კანტონი შვეიცარიაში. მდებარეობს ქვეყნის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში. სახელი ეწოდა მდინარე ტიჩინოსგან. იგი შვეიცარიის ერთადერთი კანტონია, რომელშიც ერთადერთი ოფიციალური ენა იტალიურია. ჩრდილოეთით ესაზღვრება ურის კანტონი, დასავლეთით — ვალეს კანტონი, ჩრდილო-აღმოსავლეთით — გრაუბიუნდენის კანტონი, სამხრეთით კი იტალიის რეგიონები — პიემონტი და ლომბარდია. მის ტეროტორიაზე მოქცეულია იტალიის ექსკლავი კამპიონე-დ'იტალია.
შვეიცარიის კონფედერაციის შემადგენლობაში ტიჩინო 1803 წელს შევიდა.
კანტონის ფართობი 2 812 კმ²-ია. ტერიტორიის დაახლოებით მესამედს ტყეები ფარავს. მთლიანი ფართობის ასევე მნიშვნელოვან ნაწილს იკავებენ ლაგო-მაჯორესა და ლუგანოს ტბები.
მონტე-კენერის უღელტეხილი კანტონს გეოგრაფიულად ორად ჰყოფს. ჩრდილოეთი ნაწილი უფრო მთიანია, სამხრეთი ნაწილი კი ძირითადად ლუგანოს ტბის გარშემოა გაშლილი. კანტონის უდიდესი მდინარეა ტიჩინო.
2010 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 333 753 ადამიანს შეადგენს. მათი 83,1% იტალიურენოვანია, 8,3% გერმანული და 1.7% სერბო-ხორვატული. მოსახლობის 76% კათოლიკეა, 7% კი პროტესტანტი.[1]
ადმინისტრაციულად, ტიჩინოს კანტონი 8 რაიონად იყოფა.
კანტონის უდიდესი ქალაქი ლუგანო შვეიცარიის მესამე უმსხვილესი ფინანსური ცენტრია ციურიხისა და ჟენევის შემდეგ. მხოლოდ საბანკო სექტორში 8 400 ადამიანია დასაქმებული და იგი მშპ-ის 17%-ს აწარმოებს.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ოფიციალური ვებ-გვერდი (იტალიური)
- ოფიციალური ტურისტული ვებ-გვერდი
- Ticino 360°
- Photos of San Francisco photographer JB Monaco's 1908 pilgrimage to Ticino
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Federal Department of Statistics (2004). Wohnbevölkerung nach Religion (Interactive Map). წაკითხვის თარიღი: 2009-01-15.
|
|||||