მონცა
| ქალაქი
მონცა
Monza
|
მონცა (იტალ. Monza) — ქალაქი და კომუნა იტალიაში, ლომბარდიის რეგიონში. მონცისა და ბრიანცის პროვნიციის დედაქალაქი. მდებარეობს მდინარე ლომბარდოზე, მილანისგან 15 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით. ცნობილია თავის გრან-პრის ავტოტრასითა და მონცის ეროვნული ავტოდრომით.
2004 წელს, მონცა ახლადშექმნილი პროვინცია მონცა და ბრიანცის დედაქალაქი გახდა. ახალი ადმინისტრაციული შეთანხმება ძალაში სრულად 2009 წლის ზაფხულში შევიდა. მანამდე მონცა კომუნა იყო მილანის პროვინციის შეამდეგნლობაში.
მონცა ლომბარდიის მესამე უმსხვილესი ქალაქია და ბრიანცის არეალის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სამრეწველო და ადმინისტრაციული ცენტრი. წამყვანია ტექსტილის ინდუსტრია და საგამომცემლო საქმიანობაში ვაჭრობა.
ქალაქში განლაგებულია მილანის ბიკოკის უნივერსიტეტის დეპარტამენტი, იუსტიციის სახლი და რეგიონული ადმინისტრაციის რამდენიმე ოფისი. მონცის პარკი ერთ-ერთი უდიდესი ურბანული პარკია ევროპაში.