ავსტრია-იტალია-საფრანგეთის ომი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ავსტრია-იტალია-საფრანგეთის ომი
იტალიის დამოუკიდებლობისათვის ომის ნაწილი
Napoléon III à la bataille de Solférino..jpg
სოლფერინოს ომი (1859 წ.)
თარიღი 29 აპრილი, 185911 ივლისი, 1859
მდებარეობა ევროპა
შედეგი საფრანგეთის გამარჯვება
ტერიტორიული
ცვლილებები
საფრანგეთმა მიიღო სავოია და ნიცა. ავსტრიამ უარი თქვა ლომბარდიაზე.
მხარეები
Flag of France.svg საფრანგეთი
Flag of the Kingdom of Sardinia.svg სარდინია
Flag of the Habsburg Monarchy.svg ავსტრია
მეთაურები
Flag of France.svg ნაპოლეონ III
Flag of the Kingdom of Sardinia.svg ვიტორიო ემანუელე II
Flag of the Habsburg Monarchy.svg ფერენც გრაფ დიულაი
Flag of the Habsburg Monarchy.svg ფრანც-იოზეფ I
ძალები
Flag of France.svg 132 ათ. ჯარისკაცი
312 ქვემეხი
Flag of the Kingdom of Sardinia.svg 74 ათ. ჯარისკაცი
90 ქვემეხი
Flag of the Habsburg Monarchy.svg 242 ათ. ჯარისკაცი
824 ქვემეხი

ავსტრია-იტალია-საფრანგეთის ომი ან მეორე ომი იტალიის დამოუკიდებლობისათვის — ომი ერთი მხრივ საფრანგეთ–სარდინიასა და მეორე მხრივ ავსტრიის იმპერიას შორის. იტალიისათვის ეს ომი ეროვნულ-განმათავისუფლებელ ხასიათს ატარებდა და რისორჯიმენტოსიტალიის გაერთიანების – ნაწილს წარმოადგენდა. ავსტრიას ლომბარდია-ვენეციის ოლქი ეკავა და ამით ხელს უშლიდა იტალიის გაერთიანებას, რამაც ხელი შეუწყო ომის დაწყებას.

წინაპირობები[რედაქტირება]

საფრანგეთის მხრიდან ომი ნაპოლეონ III-ის დინასტიური ინტერესებით და მისწრაფებებით იყო ნაკარნახევი – დაეპყრო ახალი ტერიტორიები და განემტკიცებინა საფრანგეთის გავლენა ჩრდილოეთ იტალიაში. 1858 წლის 20 ივლისს ნაპოლეონი საიდუმლოდ შეუთანხმდა პიემონტის სამეფოს (სარდინიის) პრემიერს კამილო კავურს (პლომბიერის შეთანხმება). შეთანხმების ამ ცნობილი აქტით საფრანგეთი უნდა დახმარებოდა პიემონტის სამეფოს ლომბარდია-ვენეციის სამეფოს ავსტრიის უღლისაგან გათავისუფლებაში, რის კომპენსაციად იტალიისაგან სავოიასა და ნიცას ითხოვდა.

ომის მსვლელობა[რედაქტირება]

1859 წლის 29 აპრილს ავსტრიის წინააღმდეგ ომის დაწყებამ იტალიაში დიდი პატრიოტული აღმასვლა გამოიწვია (გარიბალდის აჯანყება; იტალიის გაერთიანება...). საფრანგეთ-პიემონტის გაერთიანებულმა არმიამ (საფრანგეთის 116 ათ. ჯარისკაცი, პიემონტის – 56 ათ. ჯარისკაცი) ნაპოლეონ III-ის მთავარსარდლობით 4 ივნისს სასტიკად დაამარცხა ავსტრიის 170 ათასიანი არმია მაჯენტასთან. ავსტრიელებმა ლომბარდია დატოვეს.

მეორე დიდი დამარცხება იმპერატორ ფრანც-იოზეფ I-ის სარდლობით, ავსტრიელებმა 24 ივნისს სოლფერინოსთან განიცადეს. წარმატებებმა ახალი რევოლუციური ტალღა წარმოშვა იტალიურ სახელმწიფოებში (პარმა, ტოსკანა, მოდენა, პაპის ოლქი). იტალიელი ხალხის მძლავრი რევოლუციური ტალღით დამფრთხალმა ნაპოლეონ III-მ საომარი მოქმედებები შეწყვიტა.

1859 წლის 11 ივლისს საფრანგეთ-ავსტრიას შორის დაიდო დროებითი სეპარატული ზავი (ზავის პირობები დაამტკიცა 1859 წლის ციურიხის ხელშეკრულებამ), რომლითაც ავსტრია უარს ამბობდა მხოლოდ ლომბარდიაზე, ვენეცია კი კვლავ მას რჩებოდა. პიემონტთან 1860 წლის ხელშეკრულებით საფრანგეთმა დაპირებული სავოია და ნიცა მიიღო.

ომის სტატისტიკა[რედაქტირება]

ქვეყნები მოსახლეობა
1859 წ.
ძალები დაღუპული დაჭრილი ჭრილობისგან
გარდაცვლილი
ავადმყოფობისგან
გარდაცვლილი
სარდინია 4 500 000 86 000[1] 1 010 4 922 523 1000
საფრანგეთი 36 500 000 600 000[2] 2 536 19 672 2 962 2040
მოკავშირეები სულ 41 000 000 686 000 3546 24 594 3485 3040
ავსტრიის იმპერია 33 050 000 675 000[3] 5 416 26 149 2 584 4500
სულ 74 050 000 1 361 000 8962 50 743 6069 7540

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • უნივერსალური ენციკლოპედიური ცნობარი, ტ. 2, თბ. 2008 წ.
  • Урланис Б. Ц. Войны и народонаселение Европы. — Москва., 1960.
  • Bodart G. Losses of life in modern wars. Austria-Hungary; France. — London., 1916.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. აქ მითითებულია ჯარისკაცების საერთო რაოდენობა, მათგან საომარ მოქმედებებში მონაწილეობა მიიღო 70,000 ჯარისკაცი და 4000 კავალერისტმა.
  2. აქ მითითებულია ჯარისკაცების საერთო რაოდენობა, მათგან საომარ მოქმედებებში მონაწილეობა მიიღო 130,000 ჯარისკაცი და 2000 კავალერისტმა.
  3. აქ მითითებულია ჯარისკაცების საერთო რაოდენობა, მათგან საომარ მოქმედებებში მონაწილეობა მიიღო 220,000 ჯარისკაცი და 22 000 კავალერისტმა.