ლა სკალა

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლა სკალა

ლა სკალა (იტალ. Teatro alla Scala - სიტყვასიტყვით "თეატრი კიბეზე"), ოპერის შენობა მილანში, იტალიაში.

[რედაქტირება] ისტორია

შენობა აგებულ იქნა ორ წელიწადში არქიტექტორ ჯუზეპე პიერმარინის მიერ, მარი-ტერეზა ავსტრიელის შეკვეთით მას სემდეგ, რაც ხანძრის გამო განადგურდა ძველი საჰერცოგო თეატრი. ლა სკალა გაიხსნა 1778 წლის 3 აგვისტოს ანტონიო სალიერის ოპერით l'Europa riconosciuta.

ამ შენობაში იდგმებოდა დომენიკო ჩიმაროზას, ჯუზეპე ვერდის და სხვათა ოპერები. ეს იყო ქორეოგრაფიული ხელოვნების მთავარი ადგილიც. ყოველ წელიწადს მასში უამრავი ბალეტები იდგმება კასიკური ცეკვის უდიდესი ოსტატების მონაწილეობით. ყოველივე ამის გამო ლა სკალამ თითქმის მითოლოგიური მნიშვნელობა შეიძინა.

შენობის ახალი ინტერიერი

1943 წელს ლა სკალის შენობა დაბომბილ იქნა და მისი ხელახალი გახსნა 1946 წელს მოხერხდა.

ლა სკალის ყველაზე ცნობილი მთავარი დირიჟორი იყო არტურო ტოსკანინი. 1972 წელს იგი შეცვალა კლაუდიო აბადომ, 1986 წელს კი - რიკარდო მუტიმ. 2002 წლის 19 იანვარს შენობა დაიხურა განახლებისთვის საჭირო სამუშაოების გამო. განახლებას ხელმძღვანელობდა არქიტექტორი მარიო ბოტა. ხელახალ გახსნას ადგილი ჰქონდა 2004 წლის 7 დეკემბერს სალიერის იმავე ოპერით, რითაც თავდაპირველად გაიხსნა.

ლა სკალაში მუსიკალური სეზონი ტრადიციულად იხსნება 7 დეკემბერს, მილანის მფარველი წმინდა ამბროზის დღეს. ამავე შენობაში არის ლა სკალას მუზეუმი, სადაც ინახება სასცენო ნახატების, დეკორაციების, ქანდაკებების, კოსტიუმების უდიდესი კოლექცია.

[რედაქტირება] ლა სკალას მუსიკალური ხელმძღვანელები

ლა სკალას თეატრი ღამით
ლა სკალას თეატრის ნეოკლასიკური ფასადი

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები